x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
მარტის სემინარები რე|ბანკისგან - რე|ბანკი მცირე მეწარმე ქალებისა და ბიზნესის წარმოებით დაინტერესებული პირებისთვის თემატური მასტერკლასებს ჩაატარებს
image

მარტის თვე ქალთა უფლებების დაცვის და გაძლიერების დღეებს უკავშირდება. ამ მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობისას განსაკუთრებული როლი ენიჭება კერძო სექტორის ჩართულობასა და ინიციატივებს.


მსოფლიო პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ ძლიერ ორგანიზაციებს აქვთ კარგი შესაძლებლობა, ხელი შეუწყონ ქალებს, მცირე დროში მიაღწიონ ეკონომიკურ მდგრადობასა და დამოუკიდებლობას, გადასცენ მათ სექტორთან დაკავშირებული ცოდნა და გაუმარტივონ პრაქტიკული ქმედებები. სწორედ ამ მიზნით, ქალთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პაშა ბანკის და რე|ბანკის ინიციატივით, BDO-სთან თანამშრომლებით, პროფესიული დონაციის მიზნით, შეიქმნა თემატური მასტერკლასები სპეციალურად მცირე მეწარმე ქალებისა და ბიზნესის წარმოებით დაინტერესებული ყველა ადამიანისთვის.



ამ ინიციატივის ფარგლებში ორი შეხვედრა, 18 და 25 მარტს ჩატარდება და მასტერკლასების ყველა მონაწილე შეძლებს, BDO-ს ექსპერტებისგან მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია იმ საკითხებზე, რაც მათ დაეხმარება წარმოების პროცესის სწორად წარმართვასა და შემდგომ განვითარებაში.



მასტერკლასების მოდულის თემები მეწარმე ქალების წინასწარი გამოკითხვის შედეგად შეირჩა. შესაბამისად, დარგის სპეციალისტებისგან ისინი მიიღებენ რეკომენდაციებს, თუ როგორ გარდაქმნან მათი იდეები ბიზნესგეგმად და როგორ მართონ ბიზნესპროცესები ფინანსური და საგადასახადო მიმართულებით.


„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას. ჩვენი ხედვა, ვიყოთ პასუხისმგებლიანი ბიზნესი, ასევე გულისხმობს საზოგადოებაში არსებულ არაერთ პრობლემურ საკითხზე მუშაობას. ამჯერად, ქალთა უფლებების დღესთან დაკავშირებით, გადავწყვიტეთ, ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, თემატური მასტერკლასების შედგენა სპეციალურად მეწარმე ქალებისთვის და მათთვის, ვინც პირველ ნაბიჯებს დგამს ბიზნესის წარმოების მიმართულებით. ჩვენ, კომპანიის შიგნითაც აქტიურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ქალთა გაძლიერებას და გვეამაყება, რომ დღეისთვის ჩვენი დასაქმებულთა 64, 5% ქალია და გვყავს ქალი წარმომადგენელი სამეთვალყურეო საბჭოში“, - აცხადებს პაშა ბანკის და რებანკის მარკეტინგის და კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ანანო ქორქია.



„BDO არსებობის მანძილზე არაერთი მსგავსი ინიციატივის მხარდამჭერი ყოფილა. ჩვენი მისიაა, ცოდნით და გამოცდილებით შევქმნათ კეთილდღეობა საზოგადოებისთვის, მოცემული პროექტი კი საშუალებას მოგვცემს, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში წვლილი შევიტანოთ ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის. ეკონომიკურად ძლიერი ქალები, ჩვენი ქვეყნის განვითარების დონის მაჩვენებელია და მოხარულები ვართ, რომ მარტის აქტივობებს სწორედ ამ მიმართულებით წარვმართავთ“ - ამბობს BDO-ს პარტნიორი მაია ხაჩიძე.


რე|ბანკი პაშა ბანკის ქვებრენდია, რომელიც ემსახურება ფიზიკურ პირებს.



მისი უნიკალური პროდუქტია "ტოპ|ქარდი" - შოპინგ ბარათი, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, გააკეთონ სასურველი შენაძენი, ღირებულება კი შემდგომ თვეებზე გადაანაწილონ. ტოპ|ქარდის აღება სრულიად უფასოდაა შესაძლებელი დისტანციურად https://rbnk.ge/3CxSrIG, რე|ბანკის ფილიალებში და გაყიდვების წერტილებში.


BDO-ს პროფესიონალების გუნდი 20 წელზე მეტია რაც თავისი ინოვაციური მიდგომებით ეხმარება კლიენტებს მათი ბიზნესის განვითარებაში, სამუშაო პროცესების დახვეწასა და შესაძლო რისკების გამოვლენაში. BDO კლიენტებს სთავაზობს აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურების ფართო სპექტრს.


სემინარზე დასარეგისტრირებლად, გადადით ბმულზე:
https://forms.office.com/Pages/ResponsePage.aspx?id=2NfAQLXHmk6kYlfrc7EfHkLK0IvW9WVDiy0L5vtLDytURFlPV0pESDlGQUgyS1Y5Nzk1R0lHRjZWNi4u


R


0
13
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
13
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0