ბანკები პაშა ბანკმა პროექტს „ცოდნის ოდა“ ფინანსური მხარდაჭერა გაუწია 2022, 7 ივნისი, 16:11 ![]() პროექტის „ცოდნის ოდა“ ავტორია 25 წლის ვაჟა დათუაშვილი, ბაღდათის სოფელ II ობჩიდან, რომელიც ორგანიზაცია CENN-ის გუნდის წევრია. პროექტის პროფილია ადამიანის უფლებები, სამოქალაქო აქტივიზმი და გარემოს დაცვა. „ცოდნის ოდა“ გააერთიანებს საკონფერენციო, საბიბლიოთეკო და კომპიუტერულ სივრცეებს და ახალგაზრდებს დამატებითი ცოდნის მიღების საშუალებას მისცემს. სახალხო დაფინანსების გზით მოპოვებული თანხა მოხმარდება სივრცის სრულად გამართვას, ინვენტარის შეტანას და ტექნიკურ უზრუნველყოფას. პაშა ბანკმა პირველად ქრაუდფანდინგის მეთოდით დააფინანსა პროექტი „დათას ეზო“, რომელიც მიზნად ისახავდა, რუსთავის მოსახლეობაში ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას და ურბანული მებაღეობის განვითარებას. პაშა ბანკი ბაქოში სათავო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას. რე|ბანკი პაშა ბანკის ქვებრენდია, რომელიც 2019 წლიდან ფიზიკურ პირებს უწევს საბანკო მომსახურებას. მისი უნიკალური პროდუქტია ტოპ|ქარდი - ბარათი, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, გააკეთონ სასურველი შენაძენი, ღირებულება კი შემდგომ თვეებზე გადაანაწილონ პროცენტის გადახდის გარეშე. ტოპ|ქარდის აღება მოსახერხებელია და სრულიად უფასოდაა შესაძლებელი დისტანციურად https://rbnk.ge/3x4sOOI, რე|ბანკის ფილიალებში და გაყიდვების წერტილებში. R 4 შეფასება არ არის
|