დიეტოლოგია მამის გარდაცვალებით შეშინებულმა ქალმა 146 კილო დაიკლო წონაში 2023, 21 ნოემბერი, 14:32 ![]() 34 წლის ჯესიკა ფერო ქალაქ მელბურნიდანაა, შტატი ვიქტორია, ადრე 228 კილოგრამს იწონიდა. ქალის თქმით, ის ყოველდღიურად და დიდი რაოდენობით ჭამდა ფასტფუდს, ტკბილეულს და სნეკს. ჭარბი წონის გამო მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა: მაღალი წნევა, სუნთქვის გაძნელება და ტკივილი ზურგში და სახსრებში. ფერომ აღიარა, რომ სძულდა საკუთარი სხეული და ამის გამო ჰქონდა მუდამ შფოთვა და დეპრესია. სიმძიმის გამო იმტვრეოდა ავეჯი და ვერ ეტეოდა თვითმფრინავის სავარძლებში, ასევე მამაკაცების მხრიდან მისი მისამართლთ ისმოდა შეურაცხმყოფელი რეპლიკები. ქალის თქმით, წონის დაკლების საწყისი წერტილი აღმოჩნდა მამის გარდაცვალება, რომელიც ასევე ძალიან მსუქანი იყო, რის გამოც მას გულის შეტევა დაემართა. ფეროს თქმით, მამამისი არ იყო მსმელი და არც ეწეოდა, თუმცა მის მსგავსად მუდმივად ჭამდა ფასტფუდს და არ იცავდა დიეტას. ![]() ![]() ![]() ზედმეტი ჭამის შესაჩერებლად მან გადაწყვიტა კუჭის შუნტირება. ოპერაციის შემდეგ ავსტრალიელმა წონის დაკლება დაიწყო, რის შემდეგაც ჩამოწელილი კანის მოხსნის ოპერაცია გაიკეთა. გარდა ამისა, ფერომ უარი თქვა მაღალკალორიულ საკვებზე, ჩაანაცვლა ისინი ცილოვანი საკვებით, ბოსტნეულით და დაბალკალორიული საჭმელებით. ამასთანავე ახალგაზრდა ქალმა რეგულარულად დაიწყო ვარჯიში. ![]() ![]() ![]() 225 2-ს მოსწონს
|