x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
კვლევებმა აჩვენა, რომ დიდი უკ#ნალის მქონე ქალები უფრო ჯანმრთელები და ჭკვიანები არიან, და აი, რატომ...

image


ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ დიდი დუნდულების მქონე ქალბატონები ქრონიკული დაავადებების მიმართ ნაკლებ მგრძნობიარენი და გაცილებით უფრო ჭკვიანები არიან. როგორც ირკვევა, დიდი უკანალი არა მარტო მამაკაცების აღტაცების ობიექტია, არამედ ის დიაბეტისა და მთელი რიგი გულის დაავადებების განვითარების რისკსაც ამცირებს. კვლევამ, რომელშიც მონაწილეობა 16 000-ზე მეტმა ქალმა მიიღო აჩვენა რომ ფუმფულა ფორმების მქონე ქალბატონებს ქოლესტერინის გაცილებით დაბალი დონეც აქვთ, ხოლო ჰორმონები, რომლებიც შაქრის გადამუშავებაზე არიან პასუხიმსგებელნი გაცილებით უკეთ ფუნქციონირებენ.


image


შედეგებმა ასევე ისიც აჩვენა, რომ ფართოთეძოიან ქალებს უფრო ჭკვიანი შვილები უჩნდებათ, რაც დუნდულოებში ომეგა 3-ის ცხიმების დაგროვებით არის განპირობებული, რომელიც ასევე ტვინის განვითარებასაც უწყობს ხელს.




ABC- ს ანგარიშიდან:


image


პროფესორმა კონსტანტინოს მანოლოპულოსმა, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფს ხელმძღვანელობს, განაცხადა რომ ქალებს ჩვეულებრივზე უფრო დიდი დუნდულებით ორგანიზმში დაბალი ქოლესტერინისა და გლუკოზის დონე აღენიშნებათ. დიდი დუნდულების მქონე ქალებს სისხლში ჰორმონ ლეპტინის მაღალი შემცველობაც აქვთ, რომელიც წონას არეგულირებს, და ასევე ჰორმონი დინოპექტინი, რომელიც ხელს უშლის როგორც კუჭისა და სისხლძარღვების დაავადებების წარმოქმნას, ასევე დიაბეტის განვითარებასაც.


image


კანქვეშა ცხიმი დუნდულებში ცხიმის ნაწილაკებს აკავებს, რაც გულს ჯანმრთელ მდგომარეობაში შენარჩუნებაში ეხმარება. პიცბურგისა და კალიფორნიის უნივერსიტეტებში ჩატარებულმა ბოლოდროინდელმა კვლევებმა ცხადყო რომ ფართოთეძოიან ქალებს სიცოცხლის ხანგრძლივობის მაღალი მაჩვენებელი გააჩნიათ. გამოდის, რომ გოგონები, რომლებიც დუნდულების ვარჯიშებს სისტემატურად აკეთებენ და ცდილობენ ფორმებით კიმ კარდაშიანს დაემსგავსონ ამას ჯანმრთელობის მიზნით აკეთებენ.









0
503
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
503