ქალი აი, რატომ არ ავადდებიან ჩინეთში ქალები ძუძუს კიბოთი! 2020, 16 ივლისი, 14:13 მოსიყვარულე მეუღლეს, მზრუნველ დედასა და გეოქიმიის სფეროში წარმატებულ ბრიტანელ პროფესორს ჯეინ პლანტს 1987 წელს მოულოდნელად მკერდის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ერთი შეხედვით, მისი პროდუქტიული და ბედნიერი ცხოვრება სწორედ მაშინ უნდა დასრულებულიყო, მით უმეტეს, რომ ქალს რეციდივი 4-ჯერ განუმეორდა, თუმცა ჯეინს დანებება არც უცდია და დაავადებას ყველა შესაძლო მეთოდით ებრძოდა.ჯეინის მეუღლე, ასევე ცნობილი მეცნიერი, იმ დროს სწორედ ჩინეთში საქმიანობდა. საკუთარ კოლეგებთან ერთად მან გასაოცარი აღმოჩენა გააკეთა, რამაც ნათელი მოჰფინა იმ ფაქტს, თუ რატომ არ ავადდებიან ქალები ჩინეთში, ძუძუს კიბოთი. სწორედ ეს საოცარი მეთოდი დაეხმარა ჯეინს საბოლოოდ კიბოზე გამარჯვებაში! უნდა აღინიშნოს, რომ მეცნიერთა ეს აღმოჩენა დღემდე განსჯის საგანია, ამიტომ მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია, გამოიყენებთ თუ არა აღნიშულ მეთოდს საკუთარ თავზე."დიდი ხნის განმავლობაში ვერ ვხვდებოდი, თუ რატომ არ ავადდებოდნენ ჩინელი ქალები მკერდის კიბოთი. როდესაც ამ პრობლემას თავად შევეჩეხე, გადავწყვიტე ეს საკითხი დეტალურად შემესწავლა, - ამბობს ჯეინ პლანტი, - კოლეგებთან ერთად შევეცადე, მათი ყოველდღიური ცხოვრება, ფიზიკური აქტივობის სიხშირე და კვების რაციონის სისტემა მაქსიმალურად ზედმიწევნით შემესწავლა, რათა მათ შორის კავშირი და ლოგიკური ახსნა მეპოვა. თავდაპირველად, ჩვენი ყურადღება იმ ფაქტმა მიიპყრო, რომ ჩინელი ქალების რაციონში ძალიან ცოტა ცხიმია, სულ რაღაც - 14% - ი, მაშინ როდესაც დასავლეთევროპული დიეტა 36%-ს ცხიმს შეიცავს, თუმცა მხოლოდ ეს ახსნა არაფერს გვაძლევდა. პირველ რიგში, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს იმისა, რომ რაციონში ცხიმის მაღალი შემცველობა კიბოს განვითარების რისკს ზრდის, მეორეც მთელი ცხოვრება მე თავად დაბალი ცხიმიანობის დიეტაზე გახლდით.პროდუქტი, რომელიც ჩინელების რაციონში საერთოდ არ არის!მაგრამ ერთხელ, ჩემს ერთ – ერთ კოლეგას თავში საოცარი იდეა მოუვიდა: "ჩინელები რძის პროდუქტებს არ მოიხმარენ!" როდესაც ამაზე დავფიქრდით, მივხვდით, რომ ჩვენ უდიდესი აღმოჩენის წინ ვიდექით! ახლა, უკვე როგორც იქნა ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდა.როგორც აღმოჩნდა, სწორედ რძე და რძის პროდუქტები გვევლინება ალერგიული რეაქციების პროვოკატორად, რაც გასაკვირი ნამდვილად არ არის, რადგან მსოფლიოს მოსახლეობის 70 % -ს რძის შაქრის - ლაქტოზის აუტანლობა აღენიშნება, სანამ ძუძუს კიბოს დიაგნოზს დამისვამდნენ, დიდი რაოდენობით რძეს - იოგურტების, ყველის, ხაჭოს სახით გეახლებოდით. სინამდვილეში, სწორედ ეს იყო ჩემი მთავარი ცილის წყარო! ჩვენი ექიმები რძის პროდუქტებს ჯანმრთელობისთვის აუცილებელ და სასარგებლო საკვებად მიიჩნევენ, თუმცა ჩინელები, ჩვენს სიყვარულს რძის პროდუქტების მიმართ საერთოდ არ იზიარებენ. ისინი გაგიკვირდებათ, და არამც თუ ყველს, ნაყინსაც კი არ ჭამენ!1989 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ იოგურტი შეიძლება საკვერცხის კიბოს მიზეზი იყო!ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმმა დანიელ კრამერმა ამ დიაგნოზის მქონე ასობით ქალი დეტალურად გამოიკვლია და მათი კვების რაციონი ზედმიწევნით შეისწავლა. ამ აღმოჩენის შემდეგ, მე მთლიანად ავკრძალე ყველა იმ პროდუქტის მიღება, რომელიც კი რძეს შეიცავდა. უცებ გავაცნობიერე, რომ ჩვენ რძეს ბევრ კერძსა თუ ტკბილეულში ვიყენებთ, მაგალითად ნამცხვრებში, მზა წვნიანებში.რაც რძის პროდუქტებზე უარი ვთქვი, სიმსივნე 6 კვირაში საერთოდ გაქრა!მას შემდეგ, რაც რძის შემცველი პროდუქტები რაციონიდან ამოვიღე სიმსივნე, რომელსაც ქიმიოთერაპიაც კი ვერ შველოდა, რამდენიმე დღეში საგრძნობლად შემცირდა. ეს წარმოუდგენელი რამ იყო! ქიმიოთერაპიის მეორე კურსის დასრულებიდან ორი კვირის შემდეგ, კისერზე, სიმსივნის ადგილას ქავილი დამეწყო, რომელიც შემდგომში მორბილდა, დროთა განმავლობაში კი ზომაში შემცირდა და საბოლოოდ, საერთოდ გაქრა!ექიმები საკუთარ თვალებს არ უჯერებდნენ, ყველა გამოკვლევა ერთს ადასტურებდა - სიმსივნე უკვალოდ იქნა გამქრალი! და ეს, მხოლოდ 6 კვირის შემდეგ, რაც კვების რაციონიდან რძის პროდუქტები საერთოდ ამოვიღე. რა თქმა უნდა, მედიკოსების უმეტესობა ჩემს აღმოჩენას საკმაოდ სკეპტიკურად უყურებს, თუმცა პირადად ჩემთვის, მკერდის კიბოსა და რძის პროდუქტების მოხმარებას შორის კავშირი ისეთივე აშკარაა, როგორც ფილტვის კიბოსა და მოწევას შორის. რძეზე უარის თქმამ არამარტო სიმსივნისგან განმკურნა, არამედ ჰორმონალური ბალანსიც მომიწესრიგა, ამიტომ, თუ ჯერ კიდევ გიჭირთ იმის დაჯერება, რომ ეს მეთოდი მუშაობს, მაშინ შემომხედეთ - მე ამის ცოცხალი მაგალითი ვარ!"ამ ქალის წარმოუდგენელი ისტორია ჯანსაღი კვების თობაზე წარმოდგენას დამეთანხმებით, რომ საერთოდ თავდაყირა აყენებს.843 1-ს მოსწონს |