x
image
მაკა ნიკვაშვილი
ინტიმური ჰიგიენა: 5 რამ, რაც ყველა ქალმა უნდა იცოდეს

image


ინტიმური ჰიგიენა - არის საკითხი, რომელსაც სამწუხაროდ, ყოველთვის სათანადო ყურადღება არ ექცევა, მეტიც, ჰიგიენის წესების დარღვევით გამოწვეული ზოგიერთი უსიამოვნო შეგრძნებაც კი ხშირად შეუმჩნეველი რჩება. გთავაზობთ ინტიმური ჰიგიენის რამდენიმე მარტივ წესს, რაც ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.



image


1. გინეკოლოგები ასახელებენ მთელ რიგ იმ არასასიამოვნო სიმპტომებს, რომელთა გამოვლენის შემთხვევაშიც უმჯობესი იქნება თუ ექიმთან ვიზიტს არ გადადებთ. ეს არის - ტკივილის, ქავილისა და წვის შეგრძნება, რაც შესაძლოა როგორც ბაქტერიულ, ასევე ინფექციურ დაავადებებს უკავშირდებოდეს.


image


2. უმჯობესი იქნება თუ ძალიან მჭიდრო საცვალზე უარს იტყვით, ხოლო სინთეტურს, ბამბის ქსოვილით ჩაანაცვლებთ. საქმე იმაშია, რომ არაბუნებრივი ქსოვილის საცვლები, რომელიც არ სუნთქავს, საშიში ბაქტერიების გამრავლებისთვის ხელსაყრელ გარემოს ჰქმნიან.


image


3. დღეში ერთხელ მაინც საჭიროა მსუბუქი შხაპის მიღება, თუმცა გახსოვდეთ, რომ აბაზანის პროცედურების ხშირი მიღების შემთხვევაში, თქვენ არა მხოლოდ მავნე, არამედ სასარგებლო მიკრობებსაც ანადგურებთ.


image


4. უმჯობესი იქნება თუ ინტიმური ზონის გაპარსვაზე უარს იტყვით და არჩევანს ეპილაციის სასარგებლოდ გააკეთებთ. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ გამოუცდელმა სპეციალისტმა შესაძლოა ჩაბრუნებული თმები დაგიტოვოთ, რაც ხშირად არა მხოლოდ გაღიზიანების, არამედ ჩირქოვანი გამონაყარის მიზეზიც ხდება.


image



5. საცვალი დღეში სულ მცირე 1-2 ჯერ მაინც უნდა გამოიცვალოს, რაც მედიკოსების თქმით, ჯანმრთელობის შენარჩუნების ერთ - ერთი წინაპირობაა, რადგან როგორც ცნობილია ინტიმური თეთრეული ბაქტერიების გამრავლების ყველაზე ხელსაყრელ გარემოს წარმოადგენს.


image





0
286
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
286