x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
გაიდაი ფილმებს საბჭოთა გაზეთებში წაკითხული რეალური ამბებიდან ქმნიდა
image

30 წლის წინ, 1993 წლის 19 ნოემბერს 71 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეონიდ გაიდაი, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და აღიარებული საბჭოთა კინორეჟისორი. მისი ფილმების უმეტესობა საკულტო გახდა და ხოლო ციტატები ფილმებიდან ხალხურ ზეპირსიტყვიერებაში გავრცელდა. გაიდაის ოთხი ფილმი ყველა დროის ყველაზე პოპულარული საბჭოთა ფილმების საუკეთესო ათეულშია მოხვედრილი.შეგახსენებთ ყველაზე პოპულარულებს: "არყის მხდელები", „ოპერაცია ი და შურიკის სხვა თავგადასავლები“, „კავკასიელი ტყვე ქალი, ანუ შურიკის ახალი თავგადასავალი“, „ბრილიანტის ხელი“. "12 სკამი", "ივან ვასილის ძე იცვლის პროფესიას", "სპორტლოტო 82 "


ქვემოთ გაგაცნობთ საინტერესო ფაქტებს გაიდაის შემოქმედებიდან:

image


ფოტოზე: ლეონიდ გაიდაი და ნატალია სელეზნიოვა ფილმის "ივან ვასილის ძე იცვლის პროფესიას" გადაღების დროს


გეხსომებათ ეპიზოდი "ოპერაციიდან ი"-დან როდესაც დამნაშავე ალკოჰოლიკებისა და უსაქმურების სიას კითხულობს მილიციელი.საქმე იმაშია, რომ მსგავსი შემთხვევა თავად გაიდაის გადახდა.

1942 წელს მსახურობდა მონღოლეთში. იმ დროს მონღოლეთში საკმაოდ სიმშვიდე იყო, ხოლო ლეონიდ გაიდაის ფრონტზე მიუწევდა გული.


ერთ დღეს, სამხედრო კომისარი გამოჩნდა მათ სამხედრო ნაწილში, რომელსაც მოხალისეები უნდა შეერჩია ცხელ წერტილში გასაგზავნად . ოფიცერმა დაიწყო კითხვების დასმა: "ვინ წავა არტილერიაში?", "ვინ საზღვაო ფლოტში?", ყველა მათგანს გაიდაი ომახიანად პასუხობდა: "მე!" ოფიცერმა თავი ვერ შეიკავა და დაუყვირა: „მაცადეთ რა!, მაცალეთ წავიკითხო სია ბოლომდე!“.


image

არსებობს მოსაზრება, რომ ლეონიდ გაიდაიმ შექმნა შურიკას ტიპაჟი თავისივე მსგავსი. იგივე გულუბრყვილო, წესიერი და უხერხული სათვალიანი ბიჭი. ოპერაცია ი-ის გადაღებამდე ის აქტიურად ეძებდა მსახიობს მთავარ როლზე და აღმოაჩინა აქამდე ყველასთვის უცნობი ალექსანდრ დემიანენკო.


image


ზოგადად მიღებულია, რომ გაიდაის იდეების ერთ-ერთი წყარო საბჭოთა გაზეთები იყო, რაც არ უნდა პარადოქსულად ჩანდეს რეჟისორი გადააწყდა სტატიას გაზეთში, თუ როგორ მოიტაცეს პატარძალი ამიერკავკასიაში და მაშინვე გაუელვა რეჟისორს თავში იდეა. ასე დაიბადა „კავკასიელი ტყვე ქალი“.


რაც შეეხება „ბრილიანტის ხელს“, სიუჟეტი აბსოლუტურად იდენტურია: საბჭოთა კავშირის მთავარმა რუპორმა, გაზეთმა „პრავდამ“ თავის მკითხველს მოუთხრო კონტრაბანდისტების ორგანიზებული ბანდის შესახებ, რომლებიც თაბაშირს იყენებდნენ ძვირფასი ნივთების გადასატანად.

image

გაიდაისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული პროექტი გამოდგა "12 სკამი". სამხატვრო საბჭომ დაუსრულებლად უარყო სცენარები და მსახიობები, განსაკუთრებით მთავარი როლის - ოსტაპ ბენდერის შემსრულებელი. შესაძლო კანდიდატების მთელი მასიდან, სამხატვრო საბჭოს ოფიციალურმა პირებმა მხოლოდ რამდენიმე დატოვეს.: ვალენტინ გაფტი, ვლადიმერ ვისოცკი, ანდრეი მირონოვი, ნიკიტა მიხალკოვი და მუსლიმ მაგომაევიც კი.


გაიდაიმ აირჩია ვლადიმერ ვისოცკი და მასთან ერთად გადაღება დაიწყო. უკვე გადაღებიდან მეორე დღეს ვისოცკის "ზაპოი" დაეწყო და რეჟისორს სასწრაფოდ მოუწია შემცვლელის ძებნა. შემდეგ გაახსენდა არჩილ გომიაშვილი, რომელიც ბენდერს თამაშობდა ადგილობრივ თეატრის სპექტაკლში „ოქროს კერპი“

image

0
61
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
61
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0