საზოგადოება “გულაობა” ზედოზირებით დამთავრდება და დილას გნახავენ მკვდარს ლოგინში” – ზურაბ სიხარულიძე 2023, 20 ნოემბერი, 16:57
.
ნარკოლოგი, ზურაბ სიხარულიძე:
“ეს პოსტი არის განკუთვნილი მათთვის, ვინც თვლის, რომ არაფერი მოხდება თუ ერთხელ გავსინჯავ, დავისვენებ… რელაქსი მინდა და ერთხელ გასინჯვით რა უნდა მომივიდეს?! ამდენი ხალხი ხმარობს …. თან წავიკითხე უამრავი ინფორმაცია და ამბობენ რომ უსაფრთხოა. რა ადვილი ყოფილა, აი საიტიც მოვნახე, გამოვწერე, ფულიც გადავიხადე…თან ვერავინ გამაკონტროლებს და ვერავინ გაიგებს… აი, ლოკაციაც გამომიგზავნეს! ახლოს ყოფილა, წავალ ეხლა მოვნახავ და მერე გავგულავდები. – კი ასეა ნამდვილად, ოღონდ ამ სცენარს აქვს სამი სხვადასხვა გამოსავალი-არცერთი არ არის კარგი და საბოლოოდ არცერთი არ მოგეწონებათ . 1. ის, რაც შენ გგონია რომ გამოიწერე – სრულიად სხვა რამეა და ფენტანილით არის დაბინძურებული! “გულაობა” ზედოზირებით დამთავრდება და თან თუ მარტო ხარ, ისე გარდაიცვლები ვერც ვერავინ გაიგებს და დილას გნახავენ მკვდარს ლოგინში. თუ მარტო არ ხარ და შენს მეგობარს ეცოდინება რა მოიხმარე-შანსი გაქვს რომ გადარჩე, თუ ის 112 -ში დარეკავს, ნალოქსონს გაგიკეთებენ და საავადმყოფოში გადაგიყვანენ. . 2.მოხმარების შემდეგ შეიძლება დაგეწყოს ჰალუცინაციები, პარანოია, სუიციდური აზრები დერიალიზაცია და დეპერსონალიზაცია, სრულიად დაკარგო კონტროლი სხეულზე და გონებაზე. თუ დოზა კარგად ვერ განსაზღვრე და მეტი მოიხმარე-ძლიერი აღზნების შემდეგ შესაძლებელია აგეწიოს წნევა, განვითარდეს ინსულტი, ინფარქტი, პოლიორგანული უკამრისობა და ნუ საბოლოოდ შეიძლება გადარჩე თუ დროზე დარეკავ 112-ში და საავადმყოფოში მოხვდები.საბოლოოდ შეიძლება ღრმა ინვალიდი დარჩე ან მძიმე ფსიქიკური აშლილობა განგივითარდეს. . 3. ის, რაც ზევით დავწერე, შეიძლება არცერთი არ დაგემართოს, მაგრამ ერთ მოხმარებას მოყვება მეორე, მეორეს- მესამე… / მერე განვითარდება მძიმე დამოკიდებულება, რომელიც შეცვლის მთელ შენს ცხოვრებას! აღარაფერი იქნება საინტერესო ამ ნარკოტიკის გარდა, დაგიზიანდება ფსიქიკა, ჯანმრთელობა…საბოლოოდ, ერთხელაც არ გაგიმართლებს და განვითარდება ან პირველი სცენარი ან მეორე… სამწუხაროდ, “მოდი გავერთობი” მეფედრონით, მეტამფეტამინტით, ამფეტამინით, ალფაპევეპეთი, GGb და .შ სამწუხაროდ, გამონაკლისები ძალიან ცოტაა! . რა ვი – დაფიქრდი, სანამ “გაგულავებას” გადაწყვეტ, ღირს კი ეს ყველაფერი წუთიერ სიამოვნებად?იქნებ სხვა გართობა სჯობს- კარგიმუსიკა, ურთიერთობები, მოგზაურობა…ბედნიერ და უსაფრთხო შაბათ-კვირას გისურვებთ.” 177 შეფასება არ არის
|