x
image
ტორნადო07
ბუნების უდიდესი საოცრება--ჰორიზონტალური ჩანჩქერი (+ფოტოები)
დასავლეთ ავსტრალიაში, კიმბერლის ოლქში მდებარეობს ჰორიზონტალური ჩანჩქერი. ჩანჩქერი განლაგებულია ტოლბოტის ყურეში. ეს ბუნებრივი ფენომენი შედგება ორი კანიონისგან, რომლებიც მდებარეობს მაკლარტი რეიჯის ქედებში. მოქცევა ამ კანიონებში წყლის უზარმაზარ მასებს მოადინებს და ქმნის დროებით 5 მერტი სიმაღლის ჩანჩქერს.image

როდესაც დინების მიმართულება იცვლება ჩანჩქერი ქედის მეორე მხარეს წარმოიქმნება. ორი კანიონი მდებარეობს პარალელურად მდებარე ქედებზე, რომლებიც ერთმანეთისგან 300 მეტრითაა დაშორებული. ერთი კანიონის სიფართე 20 მეტრია, ხოლო მეორე კანიონის სიფართე 10 მეტრი, სწორედ აქ წარმოიქმნება განსაკუთრებით ლამაზი ჩანჩქერი.

მოქცევის დროს კანიონის შესასვლელთან წყალი უფრო სწრაფად გროვდება ვიდრე შეუძლია გაატაროს კანიონს, სწორედ ამიტომ წარმოიქმნება ჩანჩქერის ეფექტი, როდესაც კანიონის მეორე ბოლოში დინება წყლის უფრო დაბალ დონეს ხვდება.

მიქცევა და მოქცევა აქ ერთმანეთს ყოველ 6, 5 საათში ცვლის და წყლის დონე 10 მეტრამდე იწევს. როდესაც დინება ნელდება კანიონებში შესაძლებელი ხდება ნავით მოძრაობა.


დევიდ ატენბორომ ამ მოვლენას "ბუნების ერთ-ერთი უდიდესი საოცრება" უწოდა.imageimageimageimageimage



7
1041
14-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
1041
  
2012, 24 ნოემბერი, 11:26
ვაუუ(
2012, 16 ოქტომბერი, 14:33
ლამაზია ნამდვილად
2012, 9 ოქტომბერი, 20:22
ბუნების საოცრება♥
2012, 9 ოქტომბერი, 19:39
მართლაც... მე მომეწონა და მინდოდა თქვენთვისაც მეჩვენებინა
2012, 9 ოქტომბერი, 19:26
უაა ძალიან ლამაზიაა
2012, 9 ოქტომბერი, 19:25
რა სილამაზეა
2012, 9 ოქტომბერი, 19:24
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 7