x
image
მე-ლანქოლიკი
"ცხოვრებაში ბევრად ლამაზია" - სტეფანე ლელა წურწუმიაზე
რამდენიმე დღის წინ ლელა წურწუმიას ახალი კლიპი გამოქვეყნდა, სადაც 54 წლის მომღერალი განსხვავებულად გამოიყურება. სოციალურ ქსელებში ლელას "ვიზუალს" დიდი გამოხმაურება ჰქონდა. ზოგი ფოტოშოპს აბრალებდა, ზოგი არაბუნებრივიაო ამბობდა და დიდი ნაწილი კი აღფრთოვანებას ვერ მალავდა.


image

შედეგი კი სახეზეა, კლიპმა ძალიან მალე მილიონ ნახვას გადააჭარბა და სოციალური ქსელები ლელას ფოტოებით დღესაც გადაჭრელებულია. გაგაცნობთ რამდენიმე გამოხმაურებას:


"ლელა წურწუმია სალომე ღვინიაშვილს დაემსგავსა." - ერთ-ერთი ფეიჯი.



"არ კირა იყო ანდრონიკაშვილი, არც ლელა - წურწუმია, ორივე ძლიერი ვიზაჟისტების დამსახურებაა და კიდევ ტექნოლოგიების და ნუ დაიფხრიწეთ ყველაფერი." - ფეისბუქის ერთ-ერთი მომხმარებელი.


image


"შურიანი ხალხი არ გიყვართ ხო? არადა რა ტყუილად. შური აღტაცების ყირამალაა!" - ეხმაურება ლელაზე გავრცელებულ კომენტარებს ლალი გუშიკაშვილი.


"ლელა წურწუმია კლიპში ნამდვილად გემოვნებიანად გამოიყურება, მაგრამ ნამდვილად უგემოვნობას მღერის." - ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი.


image


"მე ვნახულობ ლელას ცხოვრებაში ხშირად და მაგ კლიპში რაც არის, ცხოვრებაში ბევრად ლამაზია, მეიქაფით და მეიქაფის გარეშეც!" - სტეფანე.


"როგორც კი ლელა დავინახე პირველივე კადრში საცურაო კოსტიუმში თუ ბოდეში, ზუსტად ვიცოდი, რა ამბავიც ატყდებოდა. ვიცნობ ჩვენს ხალხს – როცა თვალი მიჩვეული არ აქვთ და იმას აჩვენებ, შოკში ვარდებიან." - ლელას სიმღერის ავტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი.


image


ეს მხოლოდ კომენტარების მცირე ნაწილია, ცნობილი თუ არაცნობილი ადამიანები არ წყვეტენ ლელას შესახებ საუბარს.

0
93
შეფასება არ არის
ავტორი:მე-ლანქოლიკი
მე-ლანქოლიკი
93
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0