სხვა ერთხელ მოსკოვში კოტე მახარაძეს წარმოუდგენლად ლამაზი ქალი მიუახლოვდა 2023, 17 ნოემბერი, 16:26
კოტე მახარაძე სახალისო ისტორიას იხსენებს:
"ერთხელ მოსკოვში წარმოუდგენლად ლამაზი ქალი მომიახლოვდა;ის მეუბნება:” თუ იცოდი ... ”- და თვალებში ცრემლები მოადგა....ვფიქრობ ახლა, სიყვარულში გამომიტყდება, ბედნიერებისგან, დავდნები, გული წამივა.. მაგრამ ის აგრძელებს: „თქვენ რომ იცოდეთ, როგორ უყვარხართ ჩემს დედამთილს...“ "მე ერთადერთი კაცი ვარ მსოფლიოში, რომელმაც საკუთარ სახლში შექმნა თეატრი და სიდედრის სახელი დაარქვა" - ხშირად აღნიშნავდა ხოლმე კოტე მახარაძე. დღეს, 17 ნოემბერს დაიბადა მსახიობი, ყოფილი კალათბურთელი და უპირველეს ყოვლისა მაინც პოპულარული სპორტული კომენტატორი, საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი (1958), საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1966). შრომის წითელი დროშის (1967) და ღირსების ორდენოსანი, კოტე მარჯანიშვილისა და სანდრო ახმეტელის სახელობის პრემიების ლაურეატი, თბილისის საპატიო მოქალაქე (1996) კოტე მახარაძე. 1957 წლიდან დაიწყო სპორტულ კომენტატორად მოღაწეობა, როდესაც თბილისში ამერიკელი კალათბურთელები ჩამოვიდნენ და თამაშზე კომენტარის გამკეთებელი არავინ იყო... კოტეს მიადგნენ, მოდი კოტე იყოს წამყვანი - მსახიობია, თან ენაწყლიანი და უყვარს სპორტიო. ჯერ საქართველოს, ხოლო შემდგომ საკავშირო რადიოსა და ტელევიზიაში, 40 წლის განმავლობაში მიჰყავდა რეპორტაჟები ქართულ და რუსულ ენებზე. მას თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელთა გუნდის ორი ისტორიული თამაშის რეპორტაჟი მიჰყავდა. 1981 წლის 13 მაისს დიუსელდორფში საფინალო სასტვენის შემდეგ, კოტე მახარაძემ წარმოთქვა ლეგენდად ქცეული საკულტო სიტყვები: "Представляю, что сейчас творится в Тбилиси! Ликует столица Грузии, ликует вся наша страна! " . თუმცა მანამდე იყო არანაკლებ ისტორიული რეპორტაჟი ტაშკენტიდან 1964 წელს, ეროსი მანჯგალაძესთან ერთად, როდესაც თბილისის "დინამო" პირველად გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. 609 2-ს მოსწონს
|