საქართველო "ე.წ. პრეზიდენტ ზურაბიშვილის ანტიჩინური გამოხტომის სავარაუდო ავტორიც აშკარავდება"-დავით ქართველიშვილი 2023, 15 ნოემბერი, 19:42 "როგორც ჩანს აშშ-ს ახალ ელჩს დაუსრულდა ჩვენს მიმართ კეთილგანწყობის "კარანტინი" და ე.წ. პრეზიდენტ ზურაბიშვილის ანტიჩინური გამოხტომის სავარაუდო ავტორიც აშკარავდება. ანუ, იმის თეორიული დაშვებაც კი - რომ რუსეთთან "სულ უფრო დაახლოვებულმა" ჩინეთმა ამ დაახლოვებით სწორედ "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის ნაწილის" პრობლემის გადაწყვეტას შეიძლება შეუწყოს ხელი - არ განიხილება საერთოდ. როგორც ჩანს, ეს საკითხი კვლავ განიხილება "ფადი-ასლი-სეულ" კონტექსტში, რომ სოხუმიც და ცხინვალიც არის ის "ბალასტი", რომელიც საქართველოს დასავლურ ინტეგრაციებს უშლის ხელს.
![]() აქვე გახსენდება ჩვენი ამერიკელი პარტნიორების პრეტენზია, თუ რატომ უშვებს საქართველო ანაკლიის პორტის პროექტის ჩინური კომპანიის ხელში შესაძლო ჩაბარებას. ამ შემთხვევაშიც ზუსტად იგივე კონტრშეკითხვა გებადება - დეკლარირებული მხარდამჭერი განცხადებების გარდა, რა გააკეთა ბოლო წლებში აშშ-მ ან ევროკავშირმა ამერიკული ან ევროპული კომპანიების შემოსასვლელად ანაკლიაში, ან რუსეთთან შუამავლების როლში ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ვინმე რამეს უშლიდა?
![]() სამაგიეროდ, "გლობალური ომის პარტიის" აგენტებთან ("გოპ"-ნიკებთან) მათი მედიაციაც გვახსოვს და ფასილიტაციაც - რაც არანაირად არ იყო ჩვენი საზოგადოების დაკვეთა.
![]() მაგრამ, როგორც კი ქვეყნის ძირითადი ეროვნული ამოცანის გადაწყვეტის ჰორიზონტზე გამოჩნდა დამაიდებელი სხივი, ჩინეთის ელჩის ჭოუ ციენის მარტის ცნობილი განცხადების თუ ერთიანი საქართველოს მიმართ ჩინეთის პრეზიდენტის მკაფიო მხარდაჭერის სახით - ჩვენი ახალი სტრატეგიული პარტნიორი მწვავე ბულინგის ობიექტი გახდა. სწორედ დღეს უნდა შედგეს აშშ-სა და ჩინეთის პრეზიდენტების შეხვედრა ამ ორი ქვეყნის ინტერესებში შემავალ საკითხებზე. მაგრამ საქართველოს ინტერესებში შემავალ საკითხებზე ჩინეთთან ჩვენი თანამშრომლობა უკვე სამიზნეშია აყვანილი."-წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი.
219 2-ს მოსწონს
|