x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
"პირი ჰგავს – ჰგავს, ცხვირი ჰგავს – ჰგავს", თუმცა...
image


როგორც "არაჩვეულებრივი გამოფენის" გმირი ამბობს: "პირი ჰგავს – ჰგავს, ცხვირი ჰგავს – ჰგავს, თვალები ჰგავს – ჰგავს, ე. ი. ის არის". აქ წარმოდგენილ ფოტოებზეც ჰგვანან ადამიანები ერთმანეთს და ამავდროულად, განსხვავდებიან კიდეც... და ვინ, ვისი ორეულია, თავად გადაწყვიტეთ.


კარლა ბრუნი და ბელა ჰადიდიimage


თუ მოდის სამყაროში ოდნავ მაინც ერკვევით, ორ ცნობილ მოდელს შორის მსგავსებაზე, მაშინვე დაფიქრდებით... ამ მსგავსების შესახებ, უკვე რა ხანია საუბრობენ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბელა ჰადიდს პლასტიკური ოპერაციები აქვს გაკეთებული. თუმცა უცნობია, რამე გაიკეთა თუ არა, რომ კონკრეტულად, კარლა ბრუნის დამსგავსებოდა. მაგრამ, მსგავსება სახეზეა...


უილიამ ფერელი და ჩედ სმითიimage


მსახიობს უილიამ ფერელს და Red Hot Chili Peppers–ს მუსიკოსს ჩედ სმითს პლასტიკური ოპერაციები არ გაუკეთებიათ. როგორც ჩანს ბუნებამ "იხუმრა". ახლა ვუყურებთ ამ ადამიანების ფოტოებს და რთული გამოსაცნობია, ვინ ვინ არის?


ზოი სალდანა და თენდივე ნიუტონიimage


ერთი ამერიკელია, მეორე – ბრიტანელი და ერთმანეთს, როგორც წყლის 2 წვეთი ჰგვანან. რეჟისორებს შეუძლიათ ამ მსგავსებით ისარგებლონ და მსახიობებს სათამაშოდ, დების როლი მისცენ – ძალიან რეალისტური იქნება.



კორტნი კოქსი და ნელი ფურტადო image


15 წლის წინ, მათ მსგავსებაზე ხშირად საუბრობდნენ და ხან მათთან ერთად, დემი მურსაც ახსენებდნენ. მაგრამ, პლასტიკური ოპერაციების შემდეგ, მური საკმაოდ შეიცვალა და დღეს, ერთმანეთის ორეულებად, მხოლოდ ეს ორი ქალბატონი მოიაზრება.


ნატალი პორტმანი და კირა ნაიტლი image


ამ ორი მსახიობის მსგავსებაზეც ხშირად საუბრობდნენ. ისე, თუ დავაკვირდებით, სახის ცალკეული ნაკვთი, თითქოს განსხვავებული აქვთ, მაგრამ იერი – ერთნაირია...


ტიფანი კლაუსი და ანჯელინა ჯოლიimage


ტიფანი კლაუსი ამერიკელი მსახიობია და განსაკუთრებული სახელი და დიდება, პროფესიული თვალსაზრისით, ჯერ–ჯერობით, ვერ მოიხვეჭა. მაგრამ, სამაგიეროდ, ცნობილი გახდა, ერთ–ერთი ყველაზე პოპულარულ ვარსკვლავთან მსგავსებით – ის ანჯელინა ჯოლის ტყუპისცალივით ჰგავს.


ბონო და რობინ უილიამსიimage


მუსიკოსი ბონო და მსახიობი უილიამს ხშირად ერეოდათ ერთმანეთში, რადგან ტყუპებივით იყვნენ. სამწუხაროდ, დღეს რობინ უილიამსი აღარ არის და ორეულებიდან, მარტო ერთი დარჩა.


ჰილარი სუონკი და ჯენიფერ გარნერიimage


ეს ორი ხომ, საერთოდ დებივით არიან. იქნებ ამერიკაში ბიოლოგიური 3D პრინტერი აქვთ და ერთნაირ ადამიანებს "ბეჭდავენ"?!


image

არხის სხვა სიახლეები:


* რატომ აღარ მიდიან მთვარეზე?! – NASA–ს საიდუმლო

* ცნობილი ადამიანების იშვიათი ფოტოები

* საოცარი ხილი, რომლის შესახებ, სავარაუდოდ, არაფერი გსმენიათ

* ღვიძლის გაწმენდა თაფლის საშუალებით მარტივად და ეფექტურად



0
163
შეფასება არ არის
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
163
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0