x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ქალმა ტაქსი მას შემდეგ მოიპარა, როდესაც მძღოლმა ინტიმურ კავშირზე უარი უთხრა
image

ტაილანდელმა ქალმა ტაქსის მძღოლს მანქანა მას შემდეგ მოპარა, როცა მამაკაცმა მგზავრ ქალს სექსზე უარი უთხრა. ამის შესახებ Thaiger იუწყება.




10 ნოემბერს ტაქსის მძღოლი დათანხმდა 38 წლის მგზავრს, სახელად ჯირატის, ბანგკოკიდან ფეტჩჰაბურის პროვინციაში სამი ათასი ტაილანდური ბატის (225 ლარი) სანაცვლოდ წაეყვანა. როდესაც მამაკაცმა ჯირატი პროვინციის სასტუმროში მიიყვანა, ქალმა მის მიმართ ინტერესი გამოიჩინა და შესთავაზა სექსი, მაგრამ მამაკაცმა უარი უთხრა. ამის შემდეგ ქალმა ტაქსის მძღოლს სთხოვა, რომ მეორე დღეს მოეკითხა მისთვის, რათა უკან ბანგკოკში წაეყვანა.


ქალაქისკენ მიმავალ მძღოლს ტუალეტი მოუნდა და ბენზინგასამართ სადგურთან გაჩერდა. იქიდან გამოსულმა აღმოაჩინა, რომ მისი მანქანა იქ აღარ იდგა. მამაკაცმა ჩათვალა, რომ მგზავრმა მანქანა მოიპარა და პოლიციას შეატყობინა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, სამართალდამცავებმა მოახერხეს მანქანის პოვნა და გაჩერება, რომლის საჭესთაც ჯირადი იჯდა.



ქალი დაიკითხა და მან ქურდობა აღიარა. მას ბრალად ედება კერძო ქონების მოპარვა. ჯირატს ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება ან ჯარიმა 100 ათას ბატამდე (7500 ლარი) ან ორივე ერთად. მძღოლი ამტკიცებს, რომ მგზავრს შეეძლო მისი მანქანა უფრო ადრეც მოპარვა, თუ ფეტჩჰაბურში ჩასვლისას მასთან სექსს დათანხმდებოდა.


0
287
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
287
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0