x
image
ქეთი1988
Mediator image
პასკალ პინიონი- ,,მამაკაცი ორი თავით", რომელიც საცირკო შოუებში წარმოუდგენლად პოპულარული იყო

image
ჩვენი გმირი 1889 წელს დაიბადა. მისი ბავშვობის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება, მაგრამ მისი ცირკის საქმიანობა 1900-იანი წლების დასაწყისში დაიწყო. ჯერ კიდევ მიმდინარეობს კამათი იმის შესახებ, იყო თუ არა მექსიკელის მეორე თავი რეალური. 1901 წელს პასკალი ერთ-ერთ ბარში შენიშნა Sells-Floto-ს ცირკის მენეჯერმა, თუმცა რას აკეთებდა ბავშვი იქ ბოლომდე არ არის გასაგები.
image

იმ პერიოდში ბავშვს უკვე საკმაოდ ეტყობოდა წამონაზარდი თავზე, მენეჯერმა პასკალს ცირკში სამსახური შესთავაზა. წამონაზარდი კიდევ უფრო შემზარავი რომ გამხდარიყო, გაუკეთეს წარბები, , ცხვირი და პირი, დაუხატეს წვერი დამართლაც მეორე თავი გეგონებოდათ, სხვა ვერსიით, ყალბი სახე სუფთა ვერცხლისგან შეიქმნა და სიმსივნეზე კანის ქვეშ იყო შეკერილი. პინიონი იყო ჩამოთვლილი პლაკატებზე. როგორც „ორთავიანი მექსიკელი“. ცირკის რეკლამის პოსტერებზე ეწერა “ორთავიანი მექსიკელი", რამაც რა თქმა უნდა დიდი ინტერესი გამოიწვია. პასკალი რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა ცირკში, შმდეგ კი მენეჯერმა მისი ოპერაციის ფული გადაიხადა და მამაკაცს ზედმეტი წამონაზარდი მოაშორეს. image
image
ის ფაქტი, რომ პინიონი ცნობილი იყო, შეიძლება იმითაც გავარკვიოთ, რომ ახლაც არის მისი ფიგურა ცვილის მუზეუმში, მართალია ის ნაკლებად ჰგავს საკუთარ თავს პორტრეტებიდან, მაგრამ ფაქტია, რომ სწორედ მისი გამოსახულების შექმნა სურდათ.image
"ორთავიანმა კაცმა" დიდხანს ვერ იცოცხლა, მხოლოდ ორმოცი წელიწადი, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა 1929 წელს.

0
323
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
323
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0