x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
არანაირი ფოტოშოპი!- რეალური ადამიანები, რომლებიც პლასტიკური ოპერაციებით ნამდვილ ბარბის თოჯინებს დაემსგავსნენ

კუმირებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინონ არა მხოლოდ მოზარდებზე, არამედ უფროსებზეც. მუსიკოსის, მსახიობის და თუნდაც ბარბის სიყვარულმა შეიძლება გიჟური რამ ჩაგადენინოთ:

1. გოგონა ზედმეტსახელით პიქსი ფოქსი მოიხიბლა ანიმაციური ფილმით კურდღელი როჯერის შესახებ და გადაწყვიტა ჯესიკა კურდღელს დამსგავსებოდა. გოგონამ ასი ათას დოლარზე მეტი დახარჯა ყველა „ნაკლის“ გამოსასწორებლად და ოცნების ასასრულებლად.image

2. ჯასტინ ჯედლიკა- მან ასი ათასობით დოლარი დახარჯა კენს რომ დამსგავსებოდა.image

3. ოლი ლონდონი სამხრეთ კორეაში და არამარტო, საკმაოდ ცნობილია BTS-ის სიყვარულით, განსაკუთრებით კი ერთ-ერთი წევრის, ჯიმინის ფანობით. მან ასობით პროცედურა ჩაიტარა, რომ დამსგავსებოდა აზიელს და განსაკუთრებით კი ჯიმინს, შემდეგ კი საერთოდ სქესიც შეიცვალა.image

4. ყოფილმა ექთანმა ტარა ჯეინმა ბევრი ფული და ენერგია დახარჯა ასევე ბარბის რომ დამსგავსებოდა.image

5. ნევენ ციგანოვიჩი კი Bratz -ის თოჯინების ფანია. მიუხედავად იმისა, რომ საბოლოოდ თავის “კუმირს" ვერ დაემსგავსა, ხალხმა მაინც შეამჩნია.image

6. ანჟელიკა კენოვა, მოდელი მოსკოვიდან. ბავშვობიდან ნამდვილ ბარბის თოჯინად გრძნობდა თავს. გოგონამ აღიარა, რომ როდესაც ის ექვსი წლის იყო, დედამ თავად დაიწყო მისი ჩაცმა ნათელი, თოჯინების მსგავსი კოსტიუმებით. ანჟელიკა ისე შეეჩვია ახალ იმიჯს, რომ მისი განშორება აღარ სურდა.image

7. კიდევ ერთი ცოცხალი კენი- მაურისიო გალდი. მაურისიოს ყოველთვის სურდა მსახიობობა. სამწუხაროდ, მას უარი უთხრეს ეკრანის ქასთინგებზე და თქვეს, რომ არ იყო საკმარისად სიმპათიური კინოკარიერისთვის. მას შემდეგ ბიჭმა პლასტიკურ ქირურგიას მიმართა, რათა გარეგნობა სრულყოფილი ჰქონოდა.image

8. სტეფი მულიკი პირველად 13 წლის ასაკში წავიდა ქირურგთან. გოგონამ გარეგნობის შეცვლა დაიწყო დედისა და დეიდის ნებართვით, რომლებიც იმ დროს სილამაზის ინდუსტრიაში მუშაობდნენ.image

0
303
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
303
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0