x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
როცა ქალები იწვევევენ მამაკაცებს-"თეთრი ცეკვა"-რატომ ჰქვია ასე და საიდან წარმოიშვა?
image


"თეთრი ცეკვა" რა არის და რას ნიშნავს ალბათ ყველას მოგეხსენებათ, მაინც შეგახსენებთ:როდესაც ნელი რიტმის მუსიკაზე ქალები იწვევენ საცეკვაოდ მამაკაცებს.


ეს ტრადიცია არც თუ დიდი ხანია რაც დამკვიდრდა. ამ ცეკვის ფესვები კი მე-19 საუკუნიდან მოდის, კერძოდ ვენიდან("ვენური ვალსი.")მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ავსტრიის დედაქალაქში დამკვიდრდა ტრადიცია, ე.წ. "სასახლის მეჯლისი", სადაც ქალბატონები ცეკვებზე ნიღბებით მოდიოდნენ, ნიღაბი ქალბატონებს ანიჭებდა იდუმალებას და სითამამეს, რაც თავისთავად სრულ თავისუფლებას აძლევდა იმ მხრივ, რომ თვითონ გამოეწვია მამაკაცი საცეკვაოდ.ვენური სასახლის ვალსები ძალზე პოპულარული იყო, თუმცა შემდგომ უკვე ნელ-ნელა დაკარგა აქტუალობა, სამაგიეროდ დაგვიტოვა ტერმინი "თეთრი ცეკვა."



რაც შეეხება თვითონ სახელწოდებას: რატომ მაინც და მაინც "თეთრი ცეკვა"? იმიტომ, რომ ვენის ცეკვებზე ქალბატონებს ეცვათ თეთრი კაბები, რაც სიწმინდის და უმანკოების სიმბოლო იყო.(ცეკვებზე მაინც უმეტესობა გაუთხოვარი ქალები დადიოდნენ).ქალებსაც ხომ თეთრ კაბებში ათხოვებდნენ.


image

.აი, ეს გახლავთ "თეთრი ცეკვის" წარმოშობის მოკლე ისტორია.ბონუსად გთავაზობთ სოფია როტარუს 2000 -იანებში ჩაწერილ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ჰიტს "თეთრი ცეკვა"


1
427
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
427
  
2023, 12 ნოემბერი, 23:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1