კულტურა ალ პაჩინო ჯონ ლენონისგან წერილს ელის 2012, 10 აპრილი, 22:52 ალ პაჩინო ახალ ორიგინალურ პროექტში ჩაერთო. 71 წლის მსახიობი ახალ ფილმში ითამაშებს - ”Imagine” ასე ჰქვია პროექტს, რომელშიც ლეგენდარული მსახიობია ჩართული. ფილმს სახელწოდება ჯონ ლენონის სიმღერის მიხედვით შეურჩიეს. ალ პაჩინოს გმირი მუსიკოსია, რომელიც 40 წლის დაგვიანებით წერილს იღებს. თან, არც მეტი არც ნაკლები, ჯონ ლენონისგან. ეს კი ხელს უწყობს მას, რომ ცხოვრება თავიდან დაიწყოს. ფილმის რეჟისორის ამპლუაში დენ ფოგელმანი გვევლინება. ეს მისი სარეჟისორო დებიუტია. აქამდე ფოგელმანი როგორც პროდიუსერი და სცენარისტი იყო ცნობილი. ალ პაჩინო ამჟამად რამდენიმე პროექტშია ჩართული - ის ანრი მატისის როლს ასრულებს ფილმში ”შედევრი”, ამის გარდა კი სიუზან სარანდონთან ერთად თამაშობს ტრილერში ”არბიტრაჟი”. 26 3-ს მოსწონს
|