საზოგადოება როსტო - მე ძალიან ძლიერი ვარ ცეკვაში! 2012, 17 აპრილი, 14:27 ის სასურველი სასიძოების ტოპ-ათეულებში ყოველთვის საპატიო ადგილს იკავებს. ამიტომ გადაწყვიტე მის შესახებ ცოტა რამ დამეწერა, უფრო სწორად გადაცემა "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მისი მონაწილეობის შესახებ.გადაცემაში ისეთ პრომოს მიკეთებენ თითქოს სულ ვწევარ, მაგრამ ასე არ არის უპასუხისმგებლო არასოდეს ვყოფილვარ. ცეკვის გამოცდილება მივიღე, რეჟიმში ჩავდექი, წონაშიც დავიკელი. საერთოდ, ზედმეტ კილოგრამებს, როცა მინდა, მაშინ ვიკლებ, ეს ჩემთვის პრობლემა არ არის. განსაკუთრებული ჭარბი წონა არც ახლა მქონდა. ადრე გამხდარი ვიყავი. 5 წელია, აღარ ვვარჯიშობ და ამიტომ ზედმეტი 5 კილო მქონდა დასაკლები. მე განსაკუთრებულად დამამახსოვრდა კახური. სახასიათო ცეკვა გვქონდა, ჩემი აზრით, ის როლი კარგად შევასრულე. კახური ცეკვა კი დიდი სირთულით და ილეთებით არ გამოირჩევა. 3093 7-ს მოსწონს
|