თსუ-ს ცნობილი კურსდამთავრებულები.
ვანო ჯავახიშვილი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებული. ტელეწამყვანი - სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“.სოფო მოსიძე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული. ჟურნალისტი, ჟურნალ „ეპიზოდის“ რედაქტორი.ავთანდილ აბაშიშვილი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი. “თსუ ბიზნეს ოლიმპიადა 2012”-ის ორგანიზატორი, საერთაშორისო და რეგიონალური სამეცნიერო კონფერენციების გამარჯვებული.
მარიამ ბექაური - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი. ახალგაზრდა მწერალი. ლიტერატურული კონკურსის „წერო 2010“ გამარჯვებული, ორი წიგნის ავტორი.
ნიკოლოზ აგლაძე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი. 2012 წლის “რა? სად? როდის?” მსოფლიო ჩემპიონატის და მსოფლიო ზნატოკიადის მონაწილე საქართველოს ნაკრების წევრი, თბილისის და საქართველოს ჩემპიონი თამაშში “რა? სად? როდის?”.
ნინო მაღრაძე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი. ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის (EMSA-TSU) პრეზიდენტი.
ბექა ძამაშვილი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი, ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის (ELSA) პრეზიდენტი საქართველოში
ნატალია ნებულიშვილი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტი. მათემატიკაში სამხრეთ კავკასიის ღია ჩემპიონატის დიპლომის მფლობელი.
მზექალა შანიძე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის კურსდამთავრებული. უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი.
ელგუჯა ხინთიბიძე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული. პროფესორი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ქართველოლოგიური სკოლის ფონდის ხელმძღვანელი
მარიკა ლორთქიფანიძე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული. ისტორიკოსი, უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.
ლევან ალექსიძე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებული. უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე. საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი.
რისმაგ გორდეზიანი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული. თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დირექტორი
ალექსანდრე რონდელი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის კურსდამთავრებული. გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ხელმძღვანელი.
ვახტანგ ლიჩელი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული. არქეოლოგიის მიმართულების პროფესორი. მრავალი არქეოლოგიური აღმოჩენის ავტორი.
მარინა ჩიტაშვილი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული. უნივერსიტეტის პროფესორი, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის დირექტორი.
ალექსანდრე კვიტაშვილი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი.
დავით ლორთქიფანიძე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული. ანთროპოლოგი და არქეოლოგი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი.
ნანა ალექსანდრია - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის კურსდამთავრებული. საერთაშორისო დიდოსტატი ჭადრაკში, საჭადრაკო ოლიმპიადების 6-გზის ჩემპიონი.
გიორგი მარგველაშვილი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული. ფილოსოფოსი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.
ვახტანგ ხმალაძე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებული. საქართველოს პარლამენტის წევრი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.
დავით უსუფაშვილი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებული. საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე.
ნოდარ ხადური - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებული. უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
გია დვალი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებული. მეცნიერი თეორიული ფიზიკის დარგში. დიდი ადრონული კოლაიდერის ექსპერიმენტის მონაწილე.
ზაალ სამადაშვილი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებული. მწერალი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე.
გიგი უგულავა - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული. ქალაქ თბილისის მერი.
კახა ბენდუქიძე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული. ბიზნესმენი, თავისუფალი უნივერსიტეტის დამფუძნებელი.
გიგი თევზაძე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი.
გიორგი ლობჟანიძე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის კურსდამთავრებული. საქართველოს კულტურულ ურთიერთობათა ცენტრის "კავკასიური სახლის" აღმოსავლური განყოფილების გამგე და "ისლამური კულტურის ცენტრის" ხელმძღვანელი. „ყურანის“ საუკეთესო თარგმანისათვის ირანის ისლამური რესპუბლიკის სახელმწიფო პრემიის მფლობელი.
გიორგი ბაქრაძე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის კურსდამთავრებული. უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანი მოაზროვნე.
ანა კორძაია-სამადაშვილი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული. მწერალი, პრემია „საბას“ 2003 წლის ლაურეატი.
გიორგი კეკელიძე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული. ახალგაზრდა პოეტი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი.
უნივერსიტეტის 95 წლის იუბილესათვის მომზადდა ფოტოპროექტი „მე-უნივერსიტეტი“. პროექტის ფარგლებში ფოტოგრაფმა მინდია მიდელაშვილმა წარმატებული უნივერსიტეტელების ფოტოპორტრეტები გადაიღო.