x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ვარსკვლავების უხამსი ფოტოები ჰოლივუდის ყველაზე სკანდალური ფოტოგრაფისგან
image


ცოტა ხნის წინ თავისი კარიერის 20 წლის იუბილე ჰოლივუდის ერთ-ერთმა ყველაზე ეპატაჟურმა ფოტოგრაფმა ტერი რიჩარდსონმა აღნიშნა. მსოფლიო აღიარება მან მსოფლიო შოუ - ბიზნესის წარმომადგენელთა პროვოკაციული ფოტოების გადაღებით მოიპოვა. სხვადასხვა დროს ტერის მრავალრიცხოვან ფოტოსესიებში ყველასთვის საყვარელი ისეთი სელებრითები მოხვდნენ, როგორებიც არიან - ჯარედ ლეტო, ნიკოლას ქეიჯი, მაკოლეი კალკინი, რიანა, ლედი გაგა, მაილი საირუსი და კიდევ ასობით სხვადასხვა კალიბრის მსოფლიო ვარსკვლავი. გთავაზობთ ფოტოხელოვანის ყველაზე პროვოკაციულ ნამუშევრებს, რომლებიც შეუმჩნეველი არავის დარჩენია, ხოლო ახლა კი, დროა რომ ისინი თქვენც იხილოთ, ტერი რიჩარდსონის თვალით დანახული "ასეთი" სელებრითები თქვენ ჯერ არსად გინახავთ.


imageimageimageimageimage

თუ ეპატაჟური პოპ- ვარსკვლავის ფოტოების მიხედვით ვიმსჯელებთ ლედი გაგა ტერის ერთ-ერთი ყველაზე თამამი მოდელია


imageimage



სხვათა შორის, მუსიკოსი და ფოტოგრაფი დიდი ხნის მეგობრები არიან. ოსკაროსანმა მსახიობმა და მუსიკოსმა ის ერთხელ თავისი სიმღერის "Hurricane"-ის მიხედვით გადაღებულ ვიდეორგოლშიც კი გადაიღო.


imageimageimage



ფილმ "მარტო სახლში" ვარსკვლავი მაკოლეი კალკინი ეპატაჟურ ფოტოგრაფთან ასევე დიდი ხანია მეგობრობს, თანამშრომლობის პირველ ეტაპზე კი დღის სინათლე "ცუდი ბიჭის" სტილში გადაღებულმა მისმა არაერთმა საინტერესო ნამუშევარმა იხილა.


imageimage


ტერის რამდენიმე ფოტოსესიაში ჯონი ნოქსვილმაც გაიბრწყინა. ფოტოგრაფთან ყოველი შეხვედრისას ის გამუდმებით ანცობდა, სხეულის სხვადასხვა ნაწილების გამოჩენას არ ერიდებოდა და "არაჰოლივუდური" გრიმასების გაკეთებასაც არ თაკილობდა.


imageimage


ლინდსი ლოჰანისა და ფოტოგრაფების კოლაბორაცია როგორც წესი, ხშირად ჩხუბით, ისტერიკებითა და ზოგჯერ პოლიციის გამოძახებითაც კი სრულდება, თუმცა კოლეგებისგან განსხვავებით ტერი რიჩარდსონს აშკარად გაუმართლა, ის პრივილეგირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, ხელოვანმა ჰოლივუდელი ხულიგანის "უხამსს" ფოტოპროექტში დათანხმება უპრობლემოდ მოახერხა, როგოც ჩანს მუშაობის პროცესით ისევე როგორც შედეგით სკანდალური მსახიობი კმაყოფილი დარჩა, ვინაიდან ყველაფერმა მშვიდად და სკანდალების გარეშე ჩაიარა.


imageimage



აი, რაც შეეხება მაილი საირუსს კი, ტერის ფოტოპროექტისთვის არტისტი არამარტო გაშიშვლდა, არამედ თავისი "აკრობატული" ნომრებით გარშემომყოფებიც გააოცა.



imageimage


ნიკოლას ქეიჯმა მართალია გაშიშვლებისგან თავი შეიკავა, თუმცა ტერის ფოტოობიექტივის წინაშე გრიმასობას მაინც დათანხმა.



image


და ბოლოს, თავად მისი აღმატებულება ტერი რიჩარდსონი მაილი საირუსთან ერთად.









0
220
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
220