კინო მსახიობები, რომლებმაც საკულტო როლი შეასრულეს - ვინ არიან ისინი? 2023, 25 ნოემბერი, 10:58 ფილმებსა და საერთოდ კინემატოგრაფიას თანამედროვე ეპოქაში ძალიან დიდი ადგილი უჭირავს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში. საზოგადოების ინტერესს იწვევს მსოფლიო კინომწარმოებლების ყველა ახალი წამოწყება, ახალი ფილმები, თავად ამ ფილმების შემქმნელებისა თუ მათში მონაწილე გმირების ისტორიები როგორც ფილმში, ასევე ფილმს გარეთ. ამის გამოა, რომ თანამედროვე კინოინდუსტრია მუდმივი "დაკვირვების" ქვეშაა. კინოხელოვნება (ბერძნულად kineo – „ვმოძრაობ") არის ვიზუალური ხელოვნების დარგი, რომლის ნაწარმოებები იქმნება რეალური, ინსცენირებული ან მულტიპლიკაციის საშუალებებით შექმნილი მოვლენების შესახებ. კინოხელოვნება გაჩნდა მე–20 საუკუნეში, რომლის კონცეფცია არის შავ–თეთრი ან ფერადი „მოძრავი ნახატების“ პროეცირება ეკრანზე. კინოხელოვნებაში ხდება ლიტერატურის, თეატრის, სახვითი ხელოვნებისა და მუსიკის სინთეზი მისთვის დამახასიათებელი გამოხატვის საშუალებებით, რომელთაგან უმთავრესია კინოგამოსახულების ფოტოგრაფიული ბუნება და მონტაჟი. ხელოვნების ეს დარგი თითქმის მთლიანად არის დამოკიდებული ტექნიკურ განვითარებაზე, მათ შორის ფოტოგრაფიების მოძრაობის, პროექცირების, გახმოვანების, კინოფირების დამუშავებისა და გამჟღავნების ტექნოლოგიებზე. კინოხელოვნება განუყოფლად არის დაკავშირებული კინოინდუსტრიასთან, რომელიც აწარმოებს კინოაპარატურას, გადასაღებ, გადამამრავლებელ, სადემონსტრაციო და სხვა ტექნოლოგიურ მოწყობილობებს. კინოხელოვნებისა და კინოინდუსტრიის ერთობლიობას კინემატოგრაფია ეწოდება. თუმცაღა, კინოს გადასაღები ტექნიკის განვითარებისა და კინემატოგრაფიული პროცესების გამარტივებასთან ერთად გაიზარდა რეჟისორული საქმიანობის მოსურნეთა რიცხვი. (რეჟისორი- ფილმის დამდგმელი, რომელიც ხელმძღვანელობს მისი შექმნის მთელ შემოქმედებითსა და საწარმოო მუშაობას. ფილმის იდეურ-მხატვრული ჩანაფიქრის განსახორციელებლად რეჟისორი მუშაობს მსახიობებთან, დამდგმელ ოპერატორთან, მხატვართან, კომპოზიტორთან, აღწერს ფილმის დრამატულ, რითმულსა და სახვით გადაწყვეტის ერთიანობას). წელიწადში მილიონობით ფილმს იღებენ და ბევრი მათგანი ხდება უკვდავი და დამსახურებული მაყურებელთა გადაწყვეტილებით, ვინაიდან უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინეს მათ გრძნობებზე ამა თუ იმ მსახიობებმა თუ სცენარმა. ახალგაზრდების უმეტესი ნაწილი რომანტიკულ ფილმებს უყურებს, სადაც წყვილის სიყვარულთან ერთად მათი ვნება და ლტოლვაა ასახული. დღევანდელი სტატიის საკულტო ფილმების როლის პერსონაჟებს, ძალიან კარგად ვიცნობთ, მაგრამ არ ვიცნობთ მსახიობებს, ვინც ისინი განასახიერეს. გაინტერესებთ, ვინ არიან? მსახიობები, რომლებმაც საკულტო როლი შეასრულეს - ვინ არიან ისინი?1. რეი პარკი. (ფილმი "ვარსკვლავური ომები" - დარტ მოლი) 2. კევინ პიტერ ჰოლი. (ყველაზე პირველი მონადირე) 3. კრისტიან გოდლევსკი. (ფილმი "გალაქტიკის მცველები" - გრუტი) 4. დაგ ჯონსი. (ფილმი "წყლის ფორმა" - კაცი ამფიბია) 5. ბოლაჯი ბადეჯო. ( ფილმი "უცხო" - სულ პირველი ვერსია) 6. ნიკ კასტლი. (ფილმი "ჰელოუინი" - პირველი მაიკლ მაიერსი) 7. პიტერ მეიჰიუ. (ფილმი "ვარსკვლავური ომები" - ჩუბაკა) 8. მაივენ ლე ბესკო. (ფილმი "მეხუთე ელემენტი") 9. ენტონი დენიელსი. (ფილმი "ვარსკვლავური ომები") 10. დუგლას ბრედლი. (ფილმი "ჯოჯოხეთიდან აღმდგარი" - პინჰედი) 11. ბილი კრუდალი. (ფილმი "მცველები" - ექიმი მანჰეტენი) 12. ლოურენს მაკორი. (ფილმი "ბეჭდების მბრძანებელი" - ჩაროდეი ანგმარას მეფე) 13. აჰმედ ბესტი. (ფილმი "ვარსკვლავური ომები" - ჯა-ჯა-ბინკსი) 182 3-ს მოსწონს
|