საქართველო დატოვა თუ არა საქართველო ზურაბ ადეიშვილმა? 2012, 9 ოქტომბერი, 11:34 საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი სავარაუდოდ საქართველოში აღარ იმყოფება. თეა წულუკიანმა, იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერით განაცხადა, რომ მას ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ადეიშვილმა დატოვა საქართველო, თუმცა ქალბატონმა თეამ არ იცის სად წავიდა იგი და ამას სამართალდამცავები გაარკვევენ. გარდა ამისა წულუკიანმა აღნიშნა, რომ თუნდაც საქართველოში იმყოფებოდეს ადეიშვილი, მან თავისი საქმიანობა მიატოვა, დატოვა უზარმაზარი სტრუქტურა, სადაც უამრავი ხალხი მუშაობს და თავისი მოვალეობის შესრულებას თავი აარიდა. თუ სად წავიდა იუსტიციის მინისტრი და რატომ აღარ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, ეს სამართალდამცავების საქმეა. 652 5-ს მოსწონს 1-ს არა
|