საქართველო ჩემი აზრი. 2012, 9 ოქტომბერი, 11:31 ამ სტატიის მეშვეობით მინდა გამოვხატო დამოკიდებულება დღევანდელ, პოლიტიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. არ იფიქროთ, რომ რომელიმე პარტია მიყვარს, ან რომელიმეს გვერდში ვდგავარ, არა. პოლიტიკა ჩემთვის ყველაზე ბინძური და მიუღებელი საქმეა, მაგრამ დღეისათვის ისეთი საშინელი და გულის ამრევი მდგომარეობაა, რომ არ შემეძლო ამაზე არ მეთქვა რამე.
ყოველ დღე თავდასხმების ახალი შემთხვევები, ყოველ დღე კი არა, ახალი ამბების ყოველ გამოშვებაში. რის გამო და რატომ მგონი თვითონაც არ იციან. ეს ყველაფერი უკვე უაზრო ქაოსს ემსგავსება. რატომ უნდა ცემოს ახალგაზრდამ, ახალგაზრდა, იმის გამო, რომ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას უჭერენ მხარს. ეს პოლიტიკოსები წავლენ, წამოვლენ. ზოგი დარჩება ზოგიც გაქრება, ჩვენ უბრალო მოქქალაქეები კი გავაგრძელებთ გვერდი გვერდ ცხოვრებას.
დავფიქრდეთ რისთვის გვინდოდა დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნები, იმისთვის, რომ მართლაც მშვიდ და სამართლიან ქვეყანაში ვიცხოვროთ, თუ იმიტომ, რომ როცა კანონს დაარღვევ არ დაგაჯარიმონ, ისევე ქურდები აკონტროლებდნენ ქუჩებს და ისევე ყაჩაღობები და ქურდობები გავრცელდეს. მე პირადად არ მინდა ისევე 90იანებში დაბრუნება, როდესაც ბავშვის ყოველი გარეთ გაშვება ერთი დიდი ნერვიულობა და საფრთხის შემცველი იყო. არ მინდა ვინმეს ბიზნესი რეკეტის ქვეშ მოექცეს და წილში ჩაუჯდნენ. თუ გვინდა ნორმალური ქვეყნის აშენება, როგორმე უნდა შევეჩვიოთ კანონის დაცვას და წესრიგს. კი შემაწუხებელია მანქანით მგზავრობისას ღვედი, მაგრამ კანონი გვეუბნება, რომ უნდა შევიკრათ და ესეც, რომ არა ის ხომ ჩვენი სიცოცხლის გადარჩენის შანსს ზრდის და ნამდვილად არ მსიამოვნებს ფრაზა, რომელსაც ტაქსისტი წარმოთქვამს, "არ გინდა ღვედის შეკვრა, ჩვენი მთავრობა მოვიდა არ დაგვაჯარიმებენ". ნამდვილად არ მიყვარს ის ხალხი ვინც კანონს არ იცავს.
ვიცი ამ სტატიის გამო ბევრი გამლანძღავს და ძალიან ცუდსაც იტყვის ჩემზე, მაგრამ მე 20 წლის ვარ და არ მინდა მომავალში შვილი, რომ მეყოლება, იმის შიშით, რომ ვიღაცა დახვდება და დააყაჩაღებს, ან იმას ეტყვის ქუჩის ცხოვრება სჯობს განათლებას და სწავლასო. ბავშვმა ქუჩაც უნდა ნახოს, მაგრამ მას არ უნდა მიეჯაჭვოს და უწესივრობას არ უნდა შეეჩვიოს. უფროსი თაობის, ბევრი წარმომადგენლისგან გამიგია, რომ ქუჩა მართლაც ზრდილოპბის და კაცობის სკოლა იყო და ისეთი მაგალითებიც მოუყვანიათ, რომ ეს ფრაზები დადასტურებულა. დღეისათვის კი ქუჩაში ზრდილობას და პატივისცემას ნაკლებად ვხედავ. იქ სადაც 98% საკუთარ დედას აგინებს, უფროსს, უმცროს, ქალს და კაცს ვერ არჩევს ბავშვის აღზრდა ნამდვილად საშიშია და მიუღებელი. მე მინდა ოდესმე მაინც ჩვენი ქვეყანა დაემსგავსოს ცივილიზირებულ ქვეყნებს.
ძველი მთავრობის შეცვლა ხალხს, იმიტომ სურდა, რომ აღარ მომხდარიყო უსამართლოდ ხალხის დაჭერა და კანონი დაცული ყოფილიყო, არჩევნების შემდეგ კი სულ უფრო და უფრო ხშირად მესმის ფრაზები "ახლა ჩვენი მთავრობა მოვიდა", რომელიც კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლების მხრიდან, რაც მართლა არ მსიამოვნებს. მე მინდა, რომ კანონი ყველასთვის ერთი იყოს და მთავრობა ზოგის კი არა, ყველასი იყოს, ყველას უფლება დაიცვას. კრიმინალს ებრძოლოს და უსამართლოდ გასამართლებული პატიმრები არ იყვნენ ციხეებში. ეს ჩემი სუბიექტური აზრია და მაინტერესებს თქვენი აზრი, უარყოფითიც და დადებითიც. მინდა, წყნარ მშვიდ და სამართლიან ქვეყანაში ვიცხოვრო, სადაც კანონის დარღვევა ვაჟკაცობას არ გაუტოლდება და ალალი, პატიოსანი ადამიანი არ დაიოჩაგრება, ბავშვობაში გამწარებული ხალხის მიერ. იმედია ასეთ ქვეყანაში ვიცხოვრებ სულ მალე. 63 14-ს მოსწონს
|