საქართველო "ეს არის 40 დღისწინანდელი განცხადება... აი, ამ არარაობის "-დავით ქართველიშვილი 2023, 8 ნოემბერი, 19:31 "ეს არის 40 დღისწინანდელი განცხადება. აი ამ არარაობის - "ხალხის ძალას" რომ მოპარა "რუსული კანონის" ტექსტი და დღეს დაჩქარებული წესით რომ აპირებს მის რადაში გატარებას. ეს ის არარაობაა - საქართველოსთვის "სტატუსის" მინიჭება უკრაინის პოზიციაზე იქნებაო დამოკიდებულიო და აზრზე იყავითო, "ვის რა ტონით უნდა ელაპარაკოთო".
ეს ის არარაობაა, მისი ქვეყანა დღეს გაგანია ომში კორუფციაში რომ იძირება, სარდლის თანაშემწეებს ტერორისტული აქტებით რომ ანადგურებენ, მართლმადიდებლობას რომ კრძალავენ ქვეყნის შიგნით და საქართველოს რომ ემუქრებიან - გვიფრთხილდითო! დღეს მეორე "სტატუსმინიჭებულ" მოლდოვაში კი - პატიმარი ექს-პრეზიდენტ იგორ დოდონის პოსტსაარჩევნო ფართომასშტაბური კომუნისტური გამოსვლები რომაა მთელ ქვეყანაში პრეზიდენტ სანდუს გადადგომის მოწოდებებით.
იმ მაია სანდუს, "ევროპული" ცხოვრების წესით რომ გვმოძღვრავდა პატიმარ სააკაშვილთან მიმართებით. სად ხართ დღეს, "ასოცირების ტრიოს" ჩვენი "წარმატებული" დუეტის მესვეურები? სადაა თქვენი პრეზიდენტების მილოცვები თქვენივე გუნდის წევრის, სალომე ზურაბიშვილის მისამართით? სად დაიმალებით ხოლმე, რომელ ჩა-სტატუსებულ სოროებში? "შავი ჭირი თქვენს ორსავე სახლსა ზედა", როგორც იტყოდა ევროპელი უილიამ შექსპირი თავის "რომეო და ჯულიეტაში" - თუ კი არ გიხარიათ დღეს ჩვენს სახლსა შინა სამართლიანობის აღდგენა!"-წერს სოციალურ ქსელში პარტია "ხალხის ძალის" წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი.
შეგახსენებთ, დღეს 8 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კომისიის შეფასება პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა წარადგინა. ლაიენმა ასევე ხაზი გაუსვა გარკვეული რეფორმების გატარების აუცილებლობას.
"კომისია რეკომენდაციას უწევს, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი იმის გათვალისწინებით რომ ყველა შესაბამისი ნაბიჯი იქნება გადადგმული, "- განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ევროპული საბჭო საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას დეკემბერში მიიღებს
601 3-ს მოსწონს
|