x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ტურისტული ქვეყნების 10 სრულიად აბსურდული კანონი, რომელსაც შეუძლია შვებულება ჩაგაშხამოთ

image


როცა სხვა ქვეყანაში მოგზაურობას გადაწყვეტთ წინასწარ ყოველთვის გაეცნით არა მხოლოდ მის კულტურულ, არამედ იურიდიულ განსხვავებებსაც. გახსოვდეთ რომ კანონის დარღვევის შემთხვევაში თქვენ შეიძლება არა მხოლოდ დაგაჯარიმონ, არამედ დაგაპატიმრონ კიდეც. ასე რომ, სხვა გზა არ გაქვთ მოგიწევთ უცხო ქვეყნის კანონებისთვის პატივის სცემა. ოდესმე თუ დაფიქრებულხართ, რომ შესაძლოა საღეჭი რეზინისთვის დაგაკაონ? ან ვალენტინობის უწყინარი აღნიშვნისთვის? და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საკვების მირთმევისთვის? მოკლედ, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ყველა ეს ქმედება სხვადასხვა ქვეყანაში კანონით ისჯება. ისინი ერთი შეხედვით, შეიძლება საკმაოდ უცნაურადაც კი მოგეჩვენოთ, თუმცა ამ ქვეყნების მოსახლეობისთვის მათ კულტურული მნიშვნელობა გააჩნია. თქვენ წინაშეა 10 სრულიად აბსურდული კანონი, რომლის დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა საპატიმროშიც კი აღმოჩნდეთ.


image



თუ სინგაპურში გამგზავრება გადაწყვიტეთ საღეჭი რეზინი სახლში დატოვეთ, ვინაიდან ქვეყანამ ქუჩებში სისუფთავის შენარჩუნების მიზნით მისი გაყიდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით აკრძალა.


image



მუსულმანურ ქვეყნებში თამამად ჩაცმული ქალებისთვის ჯარიმა შეიძლება სიტყვიერი გაფრთხილებიდან პატიმრობამდე მერყეობდეს.



image



ავტობანზე გაჩერება და იქ ფოტოების გადაღება არც იფიქროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში სოლიდური ჯარიმა არ აგცდებათ.


image



მომავალი დედების საყურადღებოდ, თუ მშობიარობას დანიაში აპირებთ, იცოდეთ რომ ბავშვის სახელი მთავრობამ უნდა დაგიდასტუროთ.


image



ბურუნდიში სირბილი დაივიწყეთ. ის აფრიკის ქვეყანაში მხოლოდ იმის შიშით აიკრძალა, რომ მოქალაქეები აჯანყებას მოაწყობდნენ.


image



არაბთა გაერთიანებულ საამიროებში წყვილებს ქორწინებამდე ერთად ცხოვრება ეკრძალებათ.


image



პაკისტანსა და საუდის არაბეთში ვალენტინობის დღის აღნიშვნა კანონით იკრძალება.


image



კატარში, ინდონეზიასა და ტაილანდში სიყვარულის საჯაროდ გამოხატვა იკრძალება.


image


თუ არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში რამადანის დროს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში კვებისას წაგასწრეს შეიძლება დაგაჯარიმონ ან საერთოდ დაგაპატიმრონ კიდეც, და ეს იმ შემთხვევაშიც კი თუ მუსლიმი არ ხართ.


image


ფილიპინებზე შეიძლება ბრალი წაგიყენონ დანაშაულისთვის, რომელსაც საკმაოდ უცნაური სახელი აქვს - "უსამართლო წყენა". როგორც გნებავთ ისე განმარტეთ.










0
773
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
773