x
image
ქეთი1988
Mediator image
დამკრძალავი სახლის დირექტორის შენიშვნები: საშინელი დეტალები მერლინ მონროს ცხედრის მდგომარეობის შესახებ მისი გარდაცვალების შემდეგ

დამკრძალავი სახლის მფლობელმა, რომელმაც ჰოლივუდის ვარსკვლავის ცხედარი დასაკრძალად მოამზადა, ამის შესახებ შოკისმომგვრელი დეტალები თავის მემუარებში გააზიარა. ის ირწმუნება, რომ ლეგენდარული ლამაზმანი სრულიად განსხვავებულად გამოიყურებოდა ეკრანზე და პრიალა ჟურნალების გარეკანებზე. სიკვდილის შემდეგ მისი გარეგნობა ძალიან შეცვლილი იყო და მისი აზრით სიკვდილამდე მერილინ მონრო დიდხანს არ უვლიდა თავს. image
მერილინ მონრო საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს 1962 წლის 6 აგვისტოს. სავარაუდოდ, იგი ცხედრის აღმოჩენამდე 6-8 საათით ადრე გარდაიცვალა. 36 წლის მსახიობი საწოლზე შიშველი იწვა და ტელეფონის მიმღები ხელში ეჭირა. იქვე აბების ცარიელი ბოთლი ედო. ოფიციალური მონაცემებით, საბედისწერო ქერამ თავი მოიკლა. ბევრი ამ ფაქტს მერილინ მონროსა და აშშ-ის პრეზიდენტის ჯონ კენედის რომანს უკავშირებს.

ალან აბოტი, დამკრძალავი სახლის მფლობელი თავის მემუარებში ამბობს, რომ ქალის სახე იასამნისფერი ლაქებით იყო დაფარული, სავარაუდოდ, დიდი ხნის განმავლობაში არ ჰქონდა სახიდან თმა მოშორებული, არ იკეთებდა მანიკიურს და პედიკიურს. მერილინ მონრო თავის ასაკზე ბევრად უფროსი ჩანდა. ალანი ვარაუდობს, რომ გარდაცვალებამდე მსახიობი ძალიან რთულ პერიოდს გადიოდა.image
სიკვდილის დროს სისხლი, გრავიტაციის კანონს ემორჩილება, სხეულის ყველაზე დაბალ წერტილში ჩერდება. ამ მდგომარეობას ციანოზი ეწოდება. იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი ადამიანი კვდება ზურგზე წოლისას, ეს იწვევს კანის გაუფერულებას. დაკრძალვის სახლის მფლობელის მემუარების მიხედვით, მერილინ მონრო სინამდვილეში პირქვე მწოლიარე გარდაიცვალა, რასაც გვამური ლაქები მოწმობს. ის ამტკიცებს, რომ მსახიობს კისერი ძალიან დასიებული ჰქონდა. image
დაკრძალვის სამსახურის თანამშრომლებმა გარდაცვლილი ვარსკვლავის კისერზე შეშუპების მოსაშორებლად სპეციალური ოპერაცია ჩაატარეს. იგი საცვლების გარეშე დაკრძალეს, რადგან ახლობლები ამბობდნენ, რომ სიცოცხლეში იყო მიჩვეული ასე სიარულს. ალანმა და მისმა კოლეგებმა მერილინის ნივთებში დასაკრავი მკერდი იპოვეს, მაგრამ დაკრძალვისთვის არ გამოიყენეს. ამის ნაცვლად, მათ ვარსკვლავის ბიუსტჰალტერი ბამბით შეავსეს, რათა მისი ბიუსტი ჩამოეყალიბებინათ.

იმისდა მიუხედავად, რომ ლეგენდარული კინოვარსკვლავი ერთ-ერთ ყველაზე თავდაჯერებულ ქალად ჩანდა, მისი გარდაცვალების შემდეგ ნათესავებმა და მეგობრებმა ისაუბრეს კომპლექსებზე და მარტოობის ღრმა გრძნობაზე, რომელიც მას მუდმივად აწუხებდა. მის ტრაგიკულ დასასრულამდე ჩანდა, რომ მერილინ მონრო ცდილობდა თავისი ცხოვრება ნულიდან დაეწყო. მან იყიდა სახლი და გამოჩნდა ცნობილი ჟურნალის LIFE-ის გარეკანზე. მსახიობმა ფილმის "რაღაც უნდა მოხდეს" გადაღება დაასრულა. მიუხედავად ამისა, ეს პერიოდიც ყველაზე ბნელი გახდა მის ცხოვრებაში. ის მესამე ქმარს, არტურ მილერს დაშორდა და გავრცელდა ჭორები, რომ რომანი ჰქონდა პრეზიდენტ ჯონ კენედისთან. მონროს ტრაგიკულმა დასასრულმა მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო. კონკიას ისტორიამ, რომელიც უბრალო გოგონადან ჰოლივუდის ვარსკვლავი გახდა, ბევრი შთააგონა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მას სიკვდილის შემდეგაც კი არ ასვენებდნენ და ფულს შოულობდნენ ამით, წერდნენ მის ბიოგრაფიებს, განიხილავდნენ გარეგნობას, ნარკოდამოკიდებულებას, მსახიობურ ნიჭს, რომანებს...

0
360
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
360
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0