x
მეტი
  • 25.12.2024
  • სტატია:139046
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512595
მწვანე, მწიფე თუ გადამწიფებული ბანანი? - სინამდვილეში როდის უნდა ჭამო ბანანი
image

გიყიდიათ ოდესმე ოდნავ მომწვანო ბანანი იმ იმედით, რომ : "არა უშავს, ცოტა ხანს დავაცდი და და ვარგისი იქნება საჭმელად?" შესაძლებელია, თქვენ დიდ შეცდომას უშვებთ!ან არა!


ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სარგებლობის მიღება გსურთ პროდუქტებისგან: როგორც ბრიტინელი ექიმი კარან რაჯი განმარტავს, მწიფე და მკვახე ბანანს სხვადასხვა ეფექტი აქვთ.


რეზისტენტული სახამებელი




რაჯის თქმით, რაც უფრო მწვანეა ხილი, მით უფრო მდგრადია სახამებელი, რომელსაც პანკრეასის ფერმენტები ვერ შლის, რაც საშუალებას აძლევს მას შეაღწიოს მსხვილ ნაწლავში და გახდეს ბაქტერიების გასამრავლებელი ადგილი.


უფრო მარტივად რომ ვთქვათ, რეზისტენტული სახამებელი არ იწვევს სისხლში გლუკოზის დონის მატებას (ის უბრალოდ მოხმარების შემდეგ არ წარმოიქმნება ) და შესაბამისად, უსაფრთხოა მათთვის, ვინც წონას აკონტროლებს ან ცდილობს წონაში დაიკლოს.


მას ასევე აქვს სხვა ბონუსები: რეზისტენტული სახამებელი კარგია იმუნური სისტემისთვის, შეუძლია გააუმჯობესოს ნაწლავების ფუნქცია და დააჩქაროს ნივთიერებათა ცვლა. თუ გსურთ მიიღოთ ყველა ეს სარგებელი, ნუ დაელოდებით სანამ ბანანი დამწიფდება!


ანტიოქსიდანტი და ცილები


კარან რაჯის განმარტებით, როდესაც ბანანი მწიფდება, მასში არსებული რეზისტენტული სახამებელი იქცევა მარტივ ნახშირწყლებად. თუმცა, პროცესს თავისი უპირატესობებიც აქვს: რაც უფრო მუქია ბანანი, მით მეტ ანტიოქსიდანტს შეიცავს.


„ასევე, როცა ბანანი მწიფდება, ცილის შემცველობა იზრდება, ხოლო ბოჭკოვანი და A ვიტამინის შემცველობა იგივე რჩება“, - დასძენს რაჯი.


რაც შეეხება გადამწიფებულ ბანანს


"ასე რომ, შემდეგ ჯერზე, როცა ყავისფერი ბანანის გადაყრას დააპირებთ, იფიქრეთ მისგან სმუზის მომზადებაზე. მასში შემავალი ანტიოქსიდანტები დაიცავს ორგანიზმს ჟანგვითი პროცესებისგან და შეანელებს დაბერების პროცესს."-ამბობს ექიმი


საინტერესო ფაქტები ბანანის შესახებ



*ბანანს კრეფენ მწვანეს, რადგან გემრიელი ხდება მხოლოდ ხელოვნურ პირობებში მომწიფების შემთხვევაში.


*ინდოეთში ბანანს იყენებენ ახალი გემების წყალში ჩაშვების დროს, გემის ეფექტურად დაცურებისთვის ერთდროულად დაახლოებით 20 ათასს ბანანს ხმარობენ.


*კვლევებმა აჩვენა, რომ სულ რაღაც ორი ბანანი იძლევა საკმარის ენერგიას, იმისთვის რომ საათნახევარი დატვირთვით ივარჯიშოთ.


*ნაბახუსევისგან თავის დაღწევის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა რძისა და ბანანის სმუზის დალევა ცოტაოდენი თაფლის დამატებით.


*ბანანი შესანიშნავი საშუალებაა გულძმარვის დროს: ის ანეიტრალებს ჭარბ მჟავიანობას და ამცირებს კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას.

2
469
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
469
  
2023, 17 ნოემბერი, 2:33
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Meetme.pw
2023, 12 ნოემბერი, 23:08
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2