x
image
Yoona
Mediator image
თაფლი, ნიორი, ლოცვა, ობი: როგორ ებრძოდნენ ადამიანები მიკრობებს სხვადასხვა დროს
1928 წლის 15 სექტემბერს, ანუ ზუსტად 95 წლის წინ, მეცნიერმა ალექსანდერ ფლემინგმა პენიცილინი აღმოაჩინა. ამ მომენტიდან მიღებულია ანტიბიოტიკების ეპოქის ათვლა. მანამდე კაცობრიობა ბაქტერიებს სხვა გზებით სხვადასხვა წარმატებით ებრძოდა. მოკლედ გიამბობთ, რომელ მეთოდებს მიმართავდნენ ბაქტერიებთან საბრძოლველად.



image


ძველი დრო: თაფლი და ლუდი



ინფექციებთან ბრძოლის უძველესი საშუალებები იყო მარტივი, მაგრამ ეფექტური. პირველ რიგში, იყენებდნენ თაფლს, რომელსაც დღესაც ვაფასებთ მისი ანტისეპტიკური თვისებების გამო. ძველ ეგვიპტეში თაფლის საფუძველზე რამდენიმე ასეულ სხვადასხვა მედიკამენტს ამზადებდნენ, მათ შორის ჭრილობის მოსაშუშებელ მალამოში, სადაც მას ქონში ან მარილში ურევდნენ. მოქმედების პრინციპი მარტივი, მაგრამ ეფექტური იყო. ოსმოსური წნევის სხვაობის გამო თაფლი ბაქტერიული უჯრედებიდან წყალს იღებდა, ჭრილობას „აშრობდა“ და არ აძლევდა დალპობის საშუალებას.




სამართლიანობისთვის, აღსანიშნავია, რომ ანტიბიოტიკებს ჯერ კიდევ ძველ დროში უახლოვდებოდნენ. სხვადასხვა კულტურაში ჭრილობაზე აფენდნენ დაობილ პურს – და მწვანე ობი Penicillium chrysogenum თავის ანტიმიკრობულ მოქმედებას აკეთებდა, შეხორცებას ხელს უწყობდა. ხშირად ეს იყო არა მხოლოდ პრაქტიკული, არამედ რელიგიური ქმედება: თითქოს დაავადების ბოროტი სულები, პურის ჭამის შემდეგ, პაციენტის სხეულს ტოვებდნენ.



image


ყველაზე უჩვეულოა უძველესი აღმოჩენები ტეტრაციკლინის კვალით. მეცნიერებმა ის აღმოაჩინეს ნუბიელების მუმიებში და ნაშთის შემცველობა საკმაოდ მაღალი იყო – აღმოჩენა შემთხვევით ვერ აიხსნება. ვარაუდობენ, რომ ანტიმიკრობული საშუალება ლუდიდან იყო მიღებული.



ანტიკური ხანა: ნიორი და სისხლის გამოშვება



ნიორს, რა თქმა უნდა, ანტიკურ ხანამდეც იყენებდნენ. მაგალითად, ინდოეთსა და ჩინეთში. ჯერ კიდევ ჩვ. წ. აღ–მდე 2700 წელს ძველ ჩინეთში ნიორს იყენებდნენ ყველაფრის სამკურნალოდ, მათ შორის დეპრესიის და ბუასილის სამკურნალოდ, ინდიელები ნივრით მკურნალობდნენ კანის დაავადებებს. რომის იმპერიაში შემოვიდა როგორც არა მხოლოდ სანელებელი, არამედ წამალი.



ძველი ბერძნები ე.წ. ჰუმორულ თეორიას იცავდნენ. ამ თეორიის მიხედვით, ადამიანის სხეულში არის 4 ძირითადი სითხე (ჰუმორი): სისხლი, ლორწო ან ფლეგმა, შავი ნაღველი და ყვითელი ნაღველი. ორგანიზმი ჯანსაღი რომ იყოს, სითხეები ბალანსში უნდა იყოს, ხოლო ერთის ან რამდენიმეს სიჭარბე ყველა დაავადების მიზეზია. ამ სიჭარბისგან ადამიანის გასათავისუფლებლად ისინი სისხლის გამოშვებას ასრულებდნენ (სისხლი სისხლძარღვებში ყველა ჰუმორის ნარევად აღიქმებოდა) - ვენაში ჩხვლეტით ან გაჭრით ან წურბელების გამოყენებით. ჯერ კიდევ ჰიპოკრატეს დროს ჩამოყალიბებული ჰუმორული თეორია ძალიან პოპულარული იყო მე-19 საუკუნის ბოლომდე.



image


შუა საუკუნეები: ბალახები და ლოცვები



შუა საუკუნეების მედიცინამ მემკვიდრეობით მიიღო უძველესი დროის და ანტიკური ხანის ყველა ტექნიკა, ისინი განავითარა და შეავსო. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ბალახებზე, მათ ნარევებზე, ნახარშებზე და ექსტრაქტებზე. ბალახების მცოდნესთან იპოვიდით ფარსმანდუკს, ასფურცელას, გულყვითელას, აბზინდას, ანწლს, მრავალძარღვას. მე–9 საუკუნის ერთ–ერთ რეცეპტში შედიოდა ხახვი, ნიორი, ღვინო და ძროხის სუბპროდუქტი (სხვათა შორის, მეცნიერებმა გამოსცადეს მისი ეფექტურობა და ნარევი ზოგიერთ ბაქტერიას რეალურად კარგად ანადგურებს).



რა თქმა უნდა, ღვთის სიტყვის გარეშე არ შეიძლებოდა: შუა საუკუნეების ევროპელების სამყარო რელიგიასთან ძლიერ მიჯაჭვული იყო და ავადმყოფის განკურნება უცილობლად ღვთის ხელში იყო. თუმცა მონასტრები განკურნების ცენტრებად იქცეოდნენ უფრო იმის გამო, რომ დაგროვილ ცოდნას ინარჩუნებდნენ.



აღორძინების ხანა: ვერცხლი და ვერცხლისწყალი



აღორძინების ეპოქამ უკვე არსებულ ანტიმიკრობულ საშუალებებს ლითონები შემატა. პარაცელსუსი, შვეიცარიელი ალქიმიკოსი და ექიმი, ცნობილია არა მხოლოდ სავარაუდო ფილოსოფიური ქვის, არამედ ძალიან რეალური და ეფექტური მედიკამენტის მოპოვებით. კერძოდ, პაციენტებს ჭრილობაზე უსვამდა და დასალევადაც აძლევდა ვერცხლს. როგორც ვიცით, მის იონებს ბევრი ბაქტერიის განადგურება ნამდვილად შეუძლია.



image


ვერცხლი ადამიანის ორგანიზმისთვის საკმაოდ უსაფრთხო ლითონია, აი, ვერცხლისწყალი – არა. მისი ორთქლები შხამიანია და იმის მიუხედავად, რომ ვერცხლისწყლის ნაერთებს უძველესი დროიდან შხამების დასამზადებლად იყენებდნენ, თხევადი ლითონის ტოქსიკურობას დიდხანს ყურადღებას არ აქცევდნენ, ამიტომ მედიკამენტად გამოიყენებდნენ. ევროპაში მე–15 საუკუნეში ვერცხლისწყლით მკურნალობდნენ სიფილისის ეპიდემიას (სხვათა შორის, წარმატებით. ვერცხლისწყალი პათოგენებს ნამდვილად კლავდა), მაგრამ ბევრი მოწამვლაც ხდებოდა.



XVII-XIX საუკუნეები: ლარვები და ობი



დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქამ, რომელიც მე–17 საუკუნემდე გაგრძელდა, კაცობრიობას მისცა არა მხოლოდ სამყაროს და მიწის სიგანის გაგება კოლონიზაციისთვის, არამედ ახალი დაავადებები და მათი მკურნალობის საშუალებები. 1600–იან წლებში მისიონერი ბერები წერდნენ სამხრეთ ამერიკიდან შემოტანილი ქინაქინის ხის ქერქის სამკურნალო თვისებებზე, რომლითაც მალარიას კურნავდნენ. ქინაქინის სინთეზურ ანალოგებზე ანტიმალარიულ საშუალებებს დღემდე ამზადებენ.



ნაპოლეონის ომების დროს ბუზის ლარვები დამპალი ჭრილობის ეფექტურ სადეზინფექციო საშუალებად ითვლებოდა. როგორ ამაზრზენადაც არ უნდა ჟღერდეს, ლარვები ჭამდნენ მკვდარ ხორცს და ამით ჭრილობიდან სეფსისის წყაროს იღებდნენ.



image


მე–19 საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო პირველი ექსპერიმენტები ობის შესასწავლად დაავადებებთან საბრძოლველად. ზუსტად ის, რომელიც წინ უძღოდა ფლემინგის აღმოჩენას. სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებმა დამოუკიდებლად შეისწავლეს პენიცილინის სხვადასხვა სახეობა. 1872 წელს ალექსეი პოლოტბნოვმა გამოაქვეყნა სტატია, სადაც საუბრობდა ჩირქოვანი ჭრილობის წარმატებით მკურნალობაზე სოკოთი. 1895 წელს ვინჩენცო ტიბერიომ ანგარიში ჩააბარა ობის ექსტრაქტის წარმატებით გამოყენებაზე კურდღლებში ტიფის და ქოლერის ინფექციების სამკურნალოდ.



XX-XXI საუკუნეები: ახალი ანტიბიოტიკები



1928 წელს ალექსანდრე ფლემინგმა პირველად გამოყო პენიცილინი ობის სოკოს Penicillium-ის გვარიდან, მაგრამ ვერ შეძლო საკმარისად სტაბილური ნაერთის მიღება. ათ წელზე მეტი გავიდა მანამ, სანამ ერნსტ ჩეინმა შეძლო კრისტალური პენიცილინის გამოყოფა, ხოლო მისმა კოლეგამ ჰაურდ ფლორიმ შეძლო მისი დიდი რაოდენობით წარმოება. 1945 წელს ფლემინგმა, ჩეინმა და ფლორიმ ნობელის პრემია მიიღეს პენიცილინის გამო.



თავად ტერმინი "ანტიბიოტიკი" 1942 წელს გაჩნდა ამერიკელი ექიმის სელმან ვაკსმანის წინადადებით. 1952 წელს მანაც მიიღო ნობელის პრემია ტუბერკულოზის სამკურნალოდ ეფექტური სტრეპტომიცინის აღმოჩენისთვის (ვაკსმანმა ეს აღმოჩენა თავად გააკეთა 1944 წელს). ორმოციანი წლებიდან სამოცდაათიანი წლების დასაწყისამდე ანტიბიოტიკებისადმი ლტოლვა გაგრძელდა. უფრო და უფრო მეტი ახალი ნივთიერება გამოიყო და ამ ნივთიერებებით დაიწყეს ყველა დაავადების მკურნალობა, მათ შორის ისეთების, რომლებსაც საერთო არაფერი ჰქონდათ ბაქტერიებთან.



image


ანტიბიოტიკების გადაჭარბებული გამოყენების გამო ბევრ პათოგენურ მიკროორგანიზმს განუვითარდა მათ მიმართ რეზისტენტობა და შეწყვიტა მკურნალობაზე რეაგირება. ამან აიძულა ექიმები გადაეხედათ თავიანთი დამოკიდებულება წამლების დანიშვნის მიმართ - დაიწყეს ანტიბიოტიკების დანიშვნა უფრო ფრთხილად, დოზის და მკურნალობის ხანგრძლივობის კონტროლით. ახლა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ცდილობს ებრძოლოს ანტიმიკრობული რეზისტენტობის გავრცელებას, ასევე ფუნდამენტურად ახალი ანტიბიოტიკების შემუშავებაზე მუშაობენ. ერთ-ერთი უახლესი ასეთი აღმოჩენა, ტეიქსობაქტინი, მოხდა 2015 წელს, წინა აღმოჩენიდან 20 წელზე მეტი ხნის შემდეგ.



ასევე დაგაინტერესებთ:

1. ამ წამლის შესახებ სტალინმა გაჩუმება ბრძანა: თეთრები ღირს და ყველაფერს კურნავს

2. მუსიკოსი ვიოლინოზე უკრავდა მაშინ, როცა თავის ტვინზე ოპერაციას უკეთებდნენ (ვიდეო)

3. „ტვინს არ უყვარს ცხიმი, ალკოჰოლი და თამბაქო, მაგრამ უყვარს...“ - ნეიროქირურგი ჯანმრთელობის საიდუმლოს გვიზიარებს

4. კოჭა-ნივრის წვნიანი 52 კბილი ნივრისგან გაციებას, გრიპს და ნეიროვირუსს გაუმკლავდება

5. გაიგეთ, გემუქრებათ თუ არა ალცჰაიმერის დაავადება - 3 მარტივი ტესტი

6. ონკოლოგი გირჩევთ - ნარევი 100 დაავადების საწინააღმდეგოდ

7. „ერთმა „სასარგებლო“ საკვებმა დანამატმა ჩემი ღვიძლი გაანადგურა“

8. ახალგაზრდა ნაძვის ხის გირჩები შეაგროვეთ და მოხარშეთ! ავადმყოფობა დაგავიწყდებათ

9. ბაბუაწვერა კურნავს სიმსივნეს, ჰეპატიტს, თირკმლის, ღვიძლის და კუჭის დაავადებებს. აი, როგორ უნდა მოამზადოთ სწორად

10. 100 დაავადების სამკურნალო წერტილი: რა მოხდება, თუ მას ყოველდღე დაიმასაჟებთ

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
101
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
101