x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ახალი კვლევის შედეგები უკვე ცნობილია – რა ელის კაცობრიობას?

თუ კაცობრიობა ცხოვრებას ისე გააგრძელებს, როგორც სჩვევია, ათწლეულების შემდეგ, ჩვენს ცივილიზაციას შეუქცევადი კოლაფსი — თვითგანადგურება ელის.


image


ჟურნალ – Scientific Reports–ში (მეცნიერული ანგარიშები) გამოქვეყნებული კვლევის შედეგის მიხედვით, ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზებიც კი, იმაზე მიუთითებს, რომ რომ კაცობრიობის კოლაფსი, დიდი ალბათობით, 90%–ში მოხდება!..


უკანასკნელი ჩასუნთქვა


ალამ ტუნგის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის (Alan Turing Institute, დიდი ბრიტანეთი) ფიზიკოსები, ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ გლობალური დათბობის ფონზე და კიდევ, პლანეტის მოსახლეობის სწრაფი მატების და რესურსებზე გაზრდილი მოთხოვნის გამო, 2100 – 2200 წლებში, დედამიწიდან ტყის საფარი საერთოდ გაქრება, რაც კაცობრიობისთვის, საბედისწერო დარტყმის ტოლფასი იქნება.


«ურემი რომ გადაბრუნდება...»


«იმას, თუ რას იწვევს ტყის გაჩეხა, ადამიანები მხოლოდ მას შემდეგ მიხვდებიან, რა ბოლო ხეს მოჭრიან», — წერენ კვლევის ავტორები.

და ამის ფონზე, მეცნიერები პროგნოზირებენ, რომ ჩვენი საზოგადოების კოლაფსი 100–150 წლის შემდეგ კი არა, უკვე 20–40 წელში არის მოსალოდნელი.


კაცობრიობის დასასრული


ბოლო წლებში, ტყეების გაჩეხის მაჩვენებელი ფაქტობრივად შემცირდა! მაგრამ, კლიმატის ცვლილება, რომელიც ხშირ და ძლიერ ტყის ხანძრებს იწვევს, ხემცენარეების განადგურებას აგრძელებს. ხოლო, ახალი ნარგავები, გარემოს სათანადოდ ვერ იცავენ...

«გამოთვლებმა აჩვენა, რომ თუ მოსახლეობის ზრდის ამჟამინდელი ტემპი და რესურსების მოხმარება შენარჩუნდება, რამდენიმე ათეული წელი გვრჩება, ჩვენი ცივილიზაციის შეუქცევად კოლაფსამდე», — ამბობენ მეცნიერები.



image

არხის სხვა სიახლეები:


* ეგვიპტური პირამიდების ქვეშ ის მიწისქვეშ ნაგებობა აღმოაჩინეს, რომელზეც ჰეროდოტე წერდა

* შემთხვევითი ფოტოები, რომელიც გულგრილს არავის ტოვებს

* ეს ის არ არის, რაც გაიფიქრეთ – ფოტოები, რომლებსაც კარგად უნდა დააკვირდეთ (V ნაწილი)

* რა შეუძლია რწმენას? – ამერიკელი გენეტიკოსი ბრუს ლიპტონი



0
377
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
377
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0