სხვა ქალებმა, რომლებიც პირველად სტუმრობდნენ სე@ს-კლუბს, შთაბეჭდილებები გააზიარეს 2023, 3 ნოემბერი, 17:24
Honeydew Me პოდკასტის წამყვანები სექს-კლუბს სტუმრობდნენ, რომელმაც მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.თუ რა გრძნობა დაეუფლათ იქ ყოფნის დროს, გამოცემა Daily Star-ი აქვეყნებს.
ემა ნორმანმა და კას ანდერსონმა (მთავარ ფოტოზე)გადაწყვიტეს აერჩიათ საშუალოზე მაღალ ფასიანი კლუბი მათი პირველი ვიზიტისთვის და ახალბედებისთვის სპეციალურად გამოყოფილ დღეს მოვიდნენ. შესვლა ღირდა 70 დოლარი (მარტოხელა მამაკაცებს უნდა გადაეხადათ 15 დოლარით მეტი). ქალების თქმით, უფრო დემოკრატიულ ადგილებში ეს დაახლოებით 5 დოლარი ღირს. ნორმანმა თქვა, რომ კლუბში შესვლის წინ მათ წააკითხეს წესები და ხელი მოეწერინეს რამდენიმე ხელშეკრულებას. ასევე ორჯერ გადაამოწმეს მათი საბუთები. ანდერსონმა, რომელმაც თან ქმარი თან წაიყვანა, აღიარა, რომ ელოდა, რომ იპოვიდა "ბევრ ჩვენნაირ ადამიანს, რომლებიც კუთხეში დადგებოდნენ და იქიდან იხითხითებდნენ", მაგრამ კლუბში შესვლისას რაიმე უხერხულობა არ უგრძვნია. იმ მომენტიდან, როცა შესვლისას კარისკაცს ესაუბრნენ, მოდუნდნენ და ძალზე მშვიდად გრძნობდნენ თავს. "იქ იყო ბარი, შიგნით კი გალია, სადაც შიშველი ქალები ცეკვავდნენ, მაგრამ ისინი სტუმრები იყვნენ და არა დაქირავებული მოცეკვავეები", - თქვა ანდერსონმა. თანაწამყვანზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა სანახაობამ, ამიტომ საღამოს უმეტესი ნაწილი იქ გაატარა. მათ ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ კლუბი ძალიან მკაცრად იცავდა ქალების უსაფრთხოებას. იყო რამდენიმე ოთახი, სადაც წყვილებს შეეძლოთ განცალკევებულიყვნენ და ჰქონოდათ სექსი, მაგრამ მამაკაცებს მკაცრად აკრძალული ჰქონდათ მასში კლუბის დაცვის გარეშე გარეშე შესვლა. კლუბის თანამშრომლები უნდა დარწმუნდნენ, რომ ქალი ნამდვილად თანახმაა მასთან ერთად განცალკევდეს. ამ ოთახებში ალკოჰოლური სასმელების მიღებაც აკრძალულია იყო. ნორმანზე და ანდერსონზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა სექს-კლუბში ვიზიტმა და განაცხადეს, რომ ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. 341 2-ს მოსწონს
|