x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
საშოს გარეშე დაბადებულმა ქალმა საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრა

image

ავსტრალიელმა, 42 წლის ელი ჰანსლიმ ისაუბრა იშვიათი დაავადების შესახებ, რომელიც ცნობილია "მაიერ-როკიტანსკი-კუსტერ-ჰაუზერის სინდრომით" (MRKH), რა დროსაც ქალებს დაბადებიდანვე საშვილოსნო და საშო არა აქვთ. მისი ისტორია, რომელიც ჩაწერილია Xposed პოსტკასტზე, გააზიარა Daily Mail-მა.






ჰანსლიმ აღიარა, რომ დაავადებამ დიდად იმოქმედა მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. „წლების განმავლობაში მრცხვენოდა ჩემი სხეულის და ვღელავდი, რომ არანორმალური ქალი ვიყავი და ვერასოდეს შევძლებდი შვილების გაჩენას“, - თქვა მან.



ავსტრალიელს ეშინოდა, რომ ყველა, ვინც კი გაიგებდა მისი დიაგნოზის შესახებ, მაშინვე წარმოიდგენდა მას შიშველს და იფიქრებდა, რომ ის იყო "ბარბის მსგავსი".




სინამდვილეში, ჰანსლის აქვს საკვერცხეები, ამასთანავე მისი ქალური სასქესო ჰორმონების დონე იყო ნორმალური და გარეგნულად ის არანაირად არ განსხვავდებოდა ჯანმრთელი გოგოებისგან. ამან კიდევ უფრო შეაშფოთა და იმოქმედა თვითშეფასებაზე და მამაკაცებთან ურთიერთობაზე.



ექიმებმა მას აუხსნეს, რომ თუ ოდესმე სურდა შეღწევადი სექსი, საშოს დაჭიმვა მოუწევდა. მას მისცეს არჩევანის გაკეთება ან ქირურგიულად ან კიდევ თავად უნდა გაეკეთებინა მეტალის ზონდის (დილატატორის) საშუალებით. გოგონამ მეორე ვარიანტი ამჯობინა.

imageფოტოზე:ელი ჰანსლი თინეიჯერულ ასაკში, ანუ როდესაც დაეწყო პრობლემები თვითშეფასებაზე



„თავდაპირველად, ჩემი საშოს სიღრმე იყო ცერა თითის ფრჩხილის ტოლი, უნდა დაჭიმულიყო მინიმუმ 13 სანტიმეტრამდე“-განმარტავს ის.


ჰანსლი აღიარებს, რომ ამის გაკეთება, როგორც მოზარდისთვის დღეში ორჯერ 20 წუთის განმავლობაში, იყო დამამცირებელი და უსიამოვნო, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად. მიუხედავად ამისა, ცხრა თვეში მან მოახერხა წარმატების მიღწევა.

ავსტრალიელმა აღიარა, რომ ამის შემდეგ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეწეოდა უკიდურესად აღვირახსნილ სექსუალურ ცხოვრებას, რადგან სურდა დაკარგული დროის ანაზღაურება.

image

დროთა განმავლობაში მან შეძლო სრულად გაეთავისებინა საკუთარი უნიკალურობა და გააუმჯობესა ურთიერთობები საკუთარ თავთან და სხვებთან. ახლა ის სექსუალური განათლებით არის დაკავებული და ცდილობს, მსგავსი დიაგნოზის მქონე ყველა ქალს აუხსნას, რომ ისინი სრულიად ნორმალურები არიან და არანაირი შეშფოთების მიზეზი არა აქვთ.

1
441
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
441
  
2023, 3 ნოემბერი, 22:45
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Meetme.pw
0 1 1