x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ქალმა გაიგო, რომ მის საყვარელს მემკვიდრეობით 30 მილიონი დარჩა და მოწამლა თანხის დაუფლების მიზნით
image

ამერიკელმა ქალმა მოწამლა თავისი პარტნიორი, რათა მის მემკვიდრეობას დაუფლებოდა. ამის შესახებ The Guardian იუწყება.


51 წლის სტივენ რაილიმ ჩრდილოეთ დაკოტადან მემკვიდრეობით დაახლოებით 30 მილიონი დოლარი მიიღო. მისი პარტნიორის, 47 წლის აინა ტია კენოიერის მტკიცებით, თითქოს სტივენს მისთვის და მისი შვილისთვის უნდა გაეყო თანხა. თუმცა, მემკვიდრეობის მიღებამდე ცოტა ხნით ადრე, ქალმა შეიტყო, რომ რაილის სურდა მასთან ურთიერთობის გაწყვეტა.


ამის შემდეგ აინა კენოიერმა გადაწყვიტა მოეწამლა საყვარელი, მისი ფულის ხელში ჩაგდების მიზნის.



მან რაილის ანტიფრიზი შეაპარა, რის გამოც მისი მდგომარეობა სწრაფად გაუარესდა.

image

ადვოკატთან შეხვედრისა და მემკვიდრეობის მიღების დღეს, მამაკაცი თავს ცუდად გრძნობდა. მეორე დღეს კენოიერმა სასწრაფო დახმარება გამოიძახა. ადგილზე მისულმა მედიკოსებმა რაილი უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინეს. ის სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

image

ექსპერტიზით დადგინდა, რომ მამაკაცი ანტიფრიზით იყო მოწამლული. გამომძიებლები თვლიან, რომ ეს კენოიერმა გააკეთა. დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე ქალმა თქვა, რომ საყვარლისათვის ზიანი არ მიუყენებია.


დაკითხვის დროს პოლიციამ ჰკითხა კენოიერს რაილის მემკვიდრეობის შესახებ. ქალი ამტკიცებდა, რომ მემკვიდრეობიდან წილი ეკუთვნოდა, რადგან მასთან სამოქალაქო ქორწინებაში იმყოფებოდა. თუმცა, ჩრდილოეთ დაკოტას კანონმდებლობით, ასეთი ურთიერთობები არ შეიძლება იყოს მემკვიდრეობის გადაცემის საფუძველი.

image

იგი ბოიფრენდის მოწამვლაშია ბრალდებული, აინა კენოიერი ამჟამად პატიმრობაში იმყოფება გირაოს შეტანის უფლების გარეშე .მიმდინარეობს შემდგომი გამოძიება.

0
246
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
246
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0