x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
რა დაიკარგა სტალინის კუბოდან მისი მავზოლეუმიდან გამოსვენების შემდეგ

image


1961 წელს მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენების ფონზე, ხალხი შოკში კიდევ ერთმა მოვლენამ ჩააგდო, კერძოდ კი, მავზოლეუმიდან სტალინის ცხედრის საიდუმლო გამოსვენებამ და კრემლის კედლებთან მის ხელმეორედ დაკრძალვამ.


image


1953 წლის მარტში, საბჭოთა კავშირში "ერის მამად" წოდებული იოსებ ბესარიონის ძე სტალინის გარდაცვალებიდან მეოთხე დღეს მისი ბალზამირებული ცხედარი, მავზოლეუმში მოათავსეს. იქ გენერალისიმუსის ხილვა ყველას შეეძლო, რომელიც ათობით მილიონი ადამიანის მეხსიერებაში კავშირის ფეხზე წამოდგომასთან და ნაცისტებზე გამარჯვებასთან (1961 წლამდე) იყო დაკავშირებული.



"კომუნიზმისკენ - სტალინის გარეშე!"



image


სკკპ ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის, ხრუშჩოვის მიერ სტალინის ბალზამირებული სხეულის გატანის მიზეზი მაშინ ბევრისთვის გაურკვეველი იყო: მას წინამორბედისადმი სახალხო პატივისცემა ან დიდად გულზე არ ეხატებოდა ან ხალხის განწყობა აშფოთებდა, რომელიც ახალი მმართველის დროს ფასების ზრდით იყო უკმაყოფილო. წინამძღოლის ცხედრის გატანა 1956 წელს სკკპ მე-20 ყრილობის დასასრულსაც შეეძლოთ, თუმცა ეს არ მოხდა, ვინაიდან საზოგადოებაში სტალინისადმი პატივისცემის გრძნობა ჯერ კიდევ იგრძნობოდა. ხრუშჩოვმა ოპერაციის დაწყება მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტა რაც დარწმუნდა რომ მავზოლეუმიდან ცხედრის გამოტანას არასასურველი შედეგები არ მოჰყვებოდა და ის არც მასობრივ სახალხო აღშფოთებას გამოიწვევდა. ამასთან დაკავშირებით სლოგანიც კი იქნა მოფიქრებული: "კომუნიზმისკენ - სტალინის გარეშე!".



ლენინს "არ სიამოვნებს"


image


სკკპ ოცდამეორე ყრილობაზე ყველაფერი ისე მოაწყეს, როგორც დაგეგმილი იყო. ლენინგრადის ორი და მოსკოვის ერთი საწარმოს თანამშრომლებმა სტალინის ცხედრის გატანა მოითხოვეს. ეს წინადადება რეგიონული პარტიული კომიტეტის მდივანმა, სპირიდონოვმა გაახმოვანა. რა თქმა უნდა, ინიციატივა ერთხმად იქნა მიღებული. გეგმას მხარი ასევე სკკპ მოსკოვის საქალაქო კომიტეტის თანაშემწემ, დემიჩევმა და საქართველოს მინისტრთა საბჭოს ხელმძღვანელმა გივი ჯავახიშვილმაც დაუჭირეს.


image


მათ პარტიის წევრის ლაზუტკინას განცხადებაც მოჰყვა, რომლის თანახმადაც, მას გაცოცხლებული ლენინი გამოეცხადა და საკუთარი მავზოლეუმიდან "ლიდერის" გაყვანა უბრძანა. პროლეტარიატის ბელადის თქმით, მისთვის სტალინის გვერდით წოლა, რომელმაც დიად პარტიას ამხელა კატასტროფა მოუტანა უსიამოვნო იყო. ხრუშჩოვმა გენერალ ზახაროვსა და ვედენინს იოსებ სტალინის ცხედრის სასწრაფო გამოტანის შესახებ მიმართა. სპეციალურად ოპერაციისთვის მეორადი დაკრძალვის კომისია შეიქმნა, რომელსაც უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ყოფილი ხელმძღვანელი, ნიკოლაი შვერნიკი ხელმძღვანელობდა.



მზადება ოპერაციისთვის



image


ცხედრისთვის მეორე კუბო კგბ-ს მეცხრე დირექტორატის ეკონომიკურმა განყოფილებამ დაამზადებინა, რომელიც ორ ფერში, წითელსა და შავ ფერებში იყო გადაწყვეტილი. შეთანხმების თანახმად დაკრძალვის ცერემონიის ჩატარება 7 ნოემბერს, სამხედრო აღლუმის რეპეტიციის ქვეშ დაიგეგმა. ოპერაციისთვის კრემლის კომენდანტის თანამშრომლები შეირჩნენ, საფლავის გასათხრელად ექვსი ჯარისკაცი, კუბოს გადასატანად კი რვა ოფიცერი. მავზოლეუმის უკანა სივრცე ფანერის ფარებით იყო დაფარული.




ოპერაცია "ცხედრის გატანა"


image

საღამოს 6 საათზე წითელი მოედანი გადაკეტეს და საფლავის გათხრა დაიწყეს, ყველაფერი შუაღამემდე უნდა დასრულებულიყო. ამასობაში სტალინის კუბო კრემლის სპეციალურ ლაბორატორიაში გადაასვენეს, სადაც მავზოლეუმის კონსტებლმა, მაშკოვმა სოციალისტური შრომის გმირს ოქროს ვარსკვლავი ააწყვიტა. გარდა ამისა, მის მუნდირზე არსებული დამატებითი ოქროს ღილები იაფასიანი, ლითონის ფირფიტებით შეცვალეს, სავარაუდოდ, ეს ყოველივე ყოფილი ლიდერის დამცირების ნიშნად გაკეთდა. ამ აქტის შემდეგ სტალინის ცხედარი ახალ კუბოში ჩაასვენეს და სამარეში ჩაუშვეს. დაკრძალვისას მხოლოდ ორი ადამიანი ქვითინებდა: ჯავახიშვილი და შვერნიკი.


image


ოფიცრებმა მიწაში ჩაშვებულ სტალინის სასახლეს მუჭა მიწა მიაყარეს და საფლავზე მარმარილოს ფილა აღმართეს. რამდენიმე წუთის შემდეგ, კრემლის კედლებთან ჩატარეულ რაიმე სახის ოპერაციაზე უკვე აღაფერი მიანიშნებდა. დილით მავზოლეუმი ისე გაიხსნა, თითქოს არც არაფერი მომხდარიყო, თუმცა სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმულ კგბ-ს ოფიცრებს ხალხის უკმაყოფილების ხმა სულ უფრო ხმამაღლა ესმოდათ. თავად ნიკიტა ხრუშჩოვი კონკურენტის ცხედრის დამარცხებით მხოლოდ სამი წელი ტკბებოდა- შემდეგ ქვეყნის მმართველობიდან ასევე ისიც იქნა ჩამოშორებული. მას კრემლის კედელთან წოლის პატივიც კი არ ერგო - ის ნოვოდევიჩში დაკრძალეს. ყველაზე მეტად სსრკ-ის მოსახლეობა აღშფოთებული იყო იმით თუ რატომ არ ჰკითხა ხალხს აზრი ხელისუფლებამ, დასმულ შეკითხვაზე პასუხის გაცემა კი თქვენთვის მომინდვია. სტალინის საფლავზე მისი ბიუსტი მხოლოდ 1970 წელს დადგეს, რაც ჩინეთთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად იქნა გაკეთებული.







0
571
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
571