x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138405
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
8 ფაქტი პროფესიონალური სირბილის შესახებ – გაოცებისგან ყბა ჩამოგივარდებათ
პროფესიონალი მორბენალები თავიანთი ამტანობით და გამძლეობით აღფრთოვანებას იწვევენ, მაგრამ ჩვენ თითქმის არაფერი ვიცით იმის შესახებ, რა ხდება მანამ, სანამ სპორტსმენები სასტარტო ხაზზე აღმოჩნდებიან.



image


ეს სამწუხარო გაუგებრობა რაც შეიძლება მალე უნდა გამოსწორდეს.


ორსულობა პრობლემა არ არის პროფესიონალური რბენისთვის

image


სპორტსმენები, რომლებიც სირბილით დაკავებულნი არიან, არ წყვეტენ ვარჯიშს ორსულობის დროსაც. ზოგს შეჯიბრებაზე დიდი მუცლით გამოსვლაც არ აშინებს.



მაგალითად, ოლიმპიური ჩემპიონი ალისია მონტანო, ორსულობის პერიოდში, ექიმის სრული თანხმობით მონაწილეობდა რბოლაში და თავს კარგად გრძნობდა. 2011 წელს კი ერთმა მორბენალმა ჩიკაგოს მარათონის დასრულებიდან რამდენიმე საათის შემდეგ იმშობიარა.



მორბენალები შეჯიბრებებზე საცვლების გარეშე დარბიან

image

შორტში უკვე ჩაკერებულია სპეციალური საცვალი. ჩვეულებრივი საცვლის ტარებამ შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება, კანის გახეხვა, გაოფლიანება. სწორედ ამიტომ, ზოგიერთი სპორტსმენი შეჯიბრებაზე ჩვეულებრივი საცვლების გარეშე დარბის.



მორბენალებს დიდხანს სძინავთ

image

დამღლელი ვარჯიშის შემდეგ ძალების აღსადგენად ბევრი მორბენალი დღეში 12 საათს ძილში ატარებს. ჯანსაღი ძილი ამ სპორტში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამცირებს ტრავმის რისკს.



ქალები მიმართავდნენ ხრიკებს რბოლაში მონაწილეობისთვის

image

დიდხანს სირბილი წმინდა მამაკაცის სპორტად განიხილებოდა. მაგრამ 1966 წელს გოგონამ, ბობი გიბმა გადაწყვიტა ყველასთვის დაემტკიცებინა, რომ ქალებსაც შეუძლია სირბილი ისე, როგორც მამაკაცებს. მარათონში მონაწილეობის შესახებ მისი განაცხადი უარყვეს, მაგრამ ბობი რბოლის დღეს სასტარტო ხაზთან ახლოს ბუჩქებში დაიმალა და მამაკაცი სპორტსმენების შემდეგ სირბილი დაიწყო.



ამ ინციდენტმა რბოლის ორგანიზატორების აზრი ვერ შეცვალა, მაგრამ სხვა ქალებს მისცა მოტივაცია, რომ სირბილში მონაწილეობის უფლებისთვის ებრძოლათ. 1972 წელს ქალები შეჯიბრებაში დაუშვეს.



კრიტიკულ დღეებში მორბენალებს უწევთ აიტანონ ძლიერი ტკივილი და ფეხებში კრუნჩხვები

image

ბევრ ქალ მორბენალს მენსტრუაციული ციკლის პრობლემები აქვს. ზოგს მტანჯველი ვარჯიშების გამო მენსტრუაცია უქრება, ზოგისთვის მტკივნეული ხდება.


სპორტსმენებს უწევთ ვარჯიში და შეჯიბრებებში მონაწილეობა მაშინაც კი, თუ თავს ცუდად გრძნობენ. მორბენალმა დინა-აშერ სმიტმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბოლო ადგილი დაიკავა, რადგან თვიურის გამო ფეხის კრუნჩხვები დაეწყო.



ხშირად ავადდებიან

image

ზოგიერთი კვლევა ამბობს, რომ მაღალი ფიზიკური დატვირთვის, სტრესის და იშვიათი დასვენების გამო, პროფესიონალი მორბენალები სურდოსკენ მიდრეკილნი არიან.



სპორტსმენებს დაჭიმული დუნდულები არა მხოლოდ სირბილის გამო აქვთ

image

სირბილის დროს ძირითადი ფიზიკური დატვირთვა ფეხებზე და დუნდულებზე მოდის, რაც სხეულის ამ ნაწილებს უფრო მოცულობითს ხდის. თუმცა მორბენალები ძალოვანი ვარჯიშებით დუნდულებს სპეციალურად ავარჯიშებენ, რომ მათი მწარმოებლურობა გააუმჯობესონ.



სტრიები და მოშვებული კანი იშვიათი არაა

image

ინტენსიური ვარჯიშის მიუხედავად მორბენალი სტრიებისგან დაზღვეული არაა. ონლაინ მომხმარებლები, რომლებიც წლები დარბიან, ჩივიან, რომ მუდმივი ვარჯიშის გამო ფეხებზე სტრიები გაუჩნდათ.



პროფესიონალმა სპორტსმენმა სტეფანი ბრიუსმა ერთხელ თქვა, რომ ორსულობის დროს მუცელზე კანი ძალიან ჩამოეწელა. დრო დასჭირდა, რომ ამ ფაქტს შეგუებოდა.



ასევე დაგაინტერესებთ:

1. როგორ თქვა მორბენალმა უარი გამარჯვებაზე მორალური პრინციპების გამო

2. ბოდიბილდერმა ქალური კაბა ჩაიცვა. ნახეთ, როგორ გამოიყურება

3. მომაჯადოებელი სილამაზის სპორტსმენები, რომლებიც ყველაზე მიმზიდველთა ტოპში მოხვდნენ

4. მაიკლ ფელპსი - ადამიანი, რომელმაც დაამტკიცა, რომ საზღვარი არ არსებობს

5. სილამაზე საშინელი ძალაა: ცნობილმა სპორტსმენმა ქალებმა აჩვენეს, როგორ გამოიყურებიან კაბებში

6. 14 ფოტო, როგორ შეიცვალა სპორტის სამყარო ბოლო 100 წლის განმავლობაში

7. ბიჭი, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე ანტირეკორდი დაამყარა

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
1027
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
1027