საზოგადოებრივი აღმოჩენილია უფრო ძველი დოკუმენტი, ვიდრე შუმერული ჩანაწერებია – საიდან გავჩნდით პლანეტაზე და როგორ მივაღწიეთ ასეთ განვითარებას? 2023, 3 ნოემბერი, 8:42 უძველეს ქ. ქიშში, რომელიც თანამედროვე ერაყის ტერიტორიაზე მდებარეობს, არქეოლოგებმა ფირფიტა აღმოაჩინეს, რომელიც ამჟამად ყველაზე უძველესი დოკუმენტია პლანეტაზე. ის ძვ. წ. აღრ. 3500 წლით არის დათარიღებული და მასში ნათქვამია, რომ ქიში პირველი ქალაქი იყო, რომელშიც წარღვნის შემდეგ, პირველი მეფეები გამოჩნდნენ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს ფირფიტა ასი წლით უფრო ძველია, ვიდრე შუმერული ლურსმული დამწერლობის და ეგვიპტური იეროგლიფების უძველესი ნიმუში. ხუთი ათასი წლის მანძილზე ადამიანმა, ტექნოლოგიების განვითარების საქმეში, საოცარ შედეგებს მიაღწია. ჩვენ შევქმენით ელექტროენერგია, გავყავით ატომი, შევქმენით კომპიუტერები და ავითვისეთ კოსმოსი... და თუ დავუკვირდებით, ჩვენი «ევოლუცია», ბევრად უფრო მოკლეა, პლანეტის სხვა სახეობებთან შედარებით. ყველა დროის, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამეცნიერო კითხვა ის არის, თუ რატომ მიაღწია მხოლოდ ჩვენმა სახეობამ ტექნოლოგიური ინტელექტის ამ დონეს და რატომ გავხდით ჩვენ, ადამიანები, ასე განვითარებულნი? ჩვენს გარდა დედამიწაზე, არავინ არის ისეთი, ვინც რთულ მანქანებს ქმნის და იყენებს, აშენებს ცათამბჯენებს და სწავლობს კოსმოსს... ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ჰაბიტატების (ცოცხალი ორგანიზმებისათვის არსებული გეოგრაფიული არეალი) ფართო სპექტრში ცხოვრება, რადგან ველურ ბუნებაში, ჩვენი გადარჩენის უნარი, ძალზე შეზღუდულია. მაგ., თუ ჯუნგლებში დაბრუნება და გადარჩენისთვის ბრძოლა მოგვიწევს, ბევრი ჩვენგანი დიდ ხანს ნამდვილად ვერ გაძლებს. ბიოლოგებმა ასევე შენიშნეს კონტრასტი, ადამიანის ფიზიოლოგიასა და დედამიწაზე მცხოვრებ ცხოველების ფიზიოლოგიას შორის. მაგ., კვიცს, ან ხბოს, დაბადებისთანავე, თითქმის დამოუკიდებლად შეუძლია სიარული და ფუნქციონირება, მაგრამ ჩვილს — არა. ჩვენ უფრო ადრე ვიბადებით, ვიდრე სიცოცხლისთვის, ნევროლოგიურად მზად ვიქნებით... ჩვენს ინტელექტს ბევრი სუსტი წერტილი აქვს, ვიტანჯებით სხვადასხვა დაავადებით, ჩვენი გონებრივი შესაძლებლობები კი, გენეტიკური ფაქტორით არის განსაზღვრული. თუმცა, განვითარებას ვაგრძელებთ და ახალ სიმაღლეებს ვეჭიდებით... მაშ, საიდან მოვედით და განვითარების ასეთ დონეს როგორ მივაღწიეთ? ამ კითხვაზე დასაბუთებული პასუხი არ არსებობს. მაგრამ, მეცნიერთა ერთი ნაწილი თვლის, რომ ჩვენ ჰიბრიდები ვართ, ანუ სხვა სახეობასთან შეჯვარების შედეგად ვართ მიღებულნი და ჩვენი გენეტიკური ფესვები, შესაძლოა, ალფა კენტავრის ვარსკვლავურ სისტემაზე იყოს. ეს ვარსკვლავი ყველაზე ახლოს არის მზესთან და ასეთი შეჯვარება, შესაძლოა, შორეულ წარსულში მომხდარიყო. თუმცა, ეს მხოლოდ ჰიპოთეზაა, რომელიც ჩვენს წარმოშობაზე საინტერესო შეხედულებას გვთავაზობს... და შესაძლოა, მომავალში, მისი დადასტურებას, ან უარყოფა, მეცნიერებმა კიდეც შეძლონ. მაგრამ, ჯერჯერობით, ჩვენ მხოლოდ ვარაუდი და ჩვენი ისტორიის და წარმომშობის შესწავლა შეგვიძლია. არხის სხვა სიახლეები:* იქნებ, არც დაიჯეროთ... – საინტერესო ფაქტები ცნობილი ადამიანების ცხოვრებიდან* წყალქვეშა სამყაროს გამორჩეული და ნაკლებად ცნობილი ბინადარნი (45 ფოტო)* მეცნიერებმა ადამიანის ტვინი შეისწავლეს და წარმოუდგენელი შედეგი მიიღეს* რა შეუძლია რწმენას? – ამერიკელი გენეტიკოსი ბრუს ლიპტონი528 შეფასება არ არის
|