x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
4 უმსხვილესი ფინანსური პირამიდა ისტორიაში
ადამიანის სწრაფვა კარგი ცხოვრებისკენ სავსებით გასაგებია და ცოტა თუ იტყვის უარს ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. განსაკუთრებით მაშინ, როცა ამისთვის განსაკუთრებული ძალისხმევის გაღება საჭირო არაა. სწორედ ამით სარგებლობენ ფინანსური პირამიდების შემქმნელები – ხალხს იმედს აძლევენ, შემდეგ მთლიანად ძარცვავენ. გიზიარებთ ფინანსური პირამიდის ოთხ სქემას, რომლებმაც ყველაზე მეტი გულუბრყვილო მონაწილე გააცურეს.



image


მეიდოფის პირამიდა



ბერნარდ მეიდოფს ხალხი უზომოდ ენდობოდა მისი რეპუტაციის გამო. აბა როგორ, ამ ადამიანს საფონდო ბირჟებზე წარმატებით მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება ჰქონდა. თავად გახდა NASDAQ ბირჟისა და Madoff Investment Securities-ის დამფუძნებელი. ვის თუ არა უოლ–სტრიტის წარმატებულ ბიზნესმენს შეგიძლიათ ანდოთ ფული გასამრავლებლად?




image


თავდაპირველად, მეიდოფის საქმიანობა პირამიდულ სქემას არ ჰგავდა. ხალხს სთავაზობდა სტაბილური 12-13 %–ს წელიწადში და ვალდებულებებს პირნათლად ასრულებდა. ფინანსისტის კომპანია ფუნქციონირებდა 2008 წლის კრიზისამდე, სანამ საშინელი სიმართლე არ გამჟღავნდა. ბიზნესმენი დიდი ხნის განმავლობაში თანხის ინვესტირებას არ ახდენდა, ხოლო დივიდენდებს ახალი კლიენტების ფულიდან იხდიდა.



მალე გაირკვა, რომ მეიდოფიმ ინვესტორებისგან 17 მილიარდ დოლარზე მეტი მიიღო, ხოლო მის მიერ მოტყუებულთა რაოდენობა 3 მილიონს აჭარბებდა. თაღლითი ხელისუფლებას საკუთარმა შვილებმა გადასცეს. მეიდოფს 150 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მეიდოფის ვაჟმა ვერ გაუძლო სირცხვილს, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ხოლო თავად თაღლითი 2021 წლის აპრილში ციხეში გარდაიცვალა.



ვანგ ფენგის ჭიანჭველების ფერმები



ჩინეთი თაღლითი ვანგ ფენგი ფულის მითვისების უჩვეულო მეთოდს იყენებდა. მისი კომპანია კლიენტებს სთავაზობდა ჭიანჭველების ფერმის შეძენას ყუთებში 1500 დოლარად და 90 დღის განმავლობაში მათ გამოკვებას. ამის შემდეგ ვანგ ფენგი ჭიანჭველებს უკან ყიდულობდა, თითქოს სამკურნალო მედიკამენტების საწარმოებლად.



image


ბიზნესის მონაწილეებს მათ ჩადებულ ინვესტიციას უბრუნებდნენ და ზემოდან 450 დოლარს უმატებდნენ. ვანგ ფენგმა ამ უცნაურ სქემაში ჩართო 1 მილიონი ჩინელი და გამოიმუშავა 2 მილიარდი დოლარი. ყველაფერი დასრულდა 2 წლის შემდეგ. პირამიდის მექანიზმი აღმოაჩინეს და ჭიანჭველების საზრიან გამყიდველს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს.



სტენფორდის საერთაშორისო ბანკი



1986 წელს, როდესაც ოფშორული კომპანიების შესახებ ცოტამ თუ იცოდა, ვიღაც ალენ სტენფორდმა კუნძულოვან სახელმწიფოზე ანტიგუა და ბარბუდაზე დაარეგისტრირა ბანკი, რომელიც შემდეგ საერთაშორისო ბაზარზე გაიტანა. ფინანსური ორგანიზაცია, რომელიც იყო ყველაზე აშკარა პირამიდული სქემა, რეკორდული 23 წლის განმავლობაში არსებობდა. სტენფორდი ოსტატურად იზიდავდა ახალ ინვესტორებს, მათი ინვესტიციებიდან პროცენტს უხდიდა ძველ კლიენტებს და არავის ეჭვს არ უღვივებდა.



image


ყველაფერი დაინგრა იმავე 2008 წელს, რომელმაც გაანადგურა მეიდოფის პირამიდა - ფინანსური კრიზისის გამო სტენფორდის საერთაშორისო ბანკმა შეწყვიტა ვალდებულებების შესრულება და სტენფორდი გაიქცა. თაღლითს, რომელმაც ხალხს საერთო ჯამში 8 მილიარდი დოლარი გამოსტყუა, აშშ-ში 110 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.



ევროპის მეფეთა კლუბი



ევროპაში ფინანსური საქმიანობის რეგულირების ძალიან მკაცრი მექანიზმები არსებობს, ამიტომ ევროკავშირის მაცხოვრებლები დიდი ხანია ახერხებენ მსხვილი თაღლითების კლანჭებიდან თავის დაღწევას. 90-იან წლებში უბედურება მაინც შეემთხვა შვეიცარიის, გერმანიისა და ავსტრიის მაცხოვრებლებს. კომპანიამ European Kings Club საშუალო და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს შესთავაზა ელიტურ კლუბში შესვლა, რომლის წევრებიც თამამი პროექტებისთვის ფინანსურ მხარდაჭერას გარანტირებულად მიიღებდნენ.



image


კლუბის წევრობა მინიმუმ 1400 მარკა ღირდა და ყოველთვიურად ყველა მონაწილე იღებდა სასიამოვნო ბონუსებს – 200 მარკა ანგარიშზე. რაც მეტს ჩადებდით, მით მეტს მიიღებდით ანგარიშზე. მოგება წელიწადში თითქმის 200 % იყო, რაც შეუძლებელია კლუბის წევრებს არ გახარებოდათ. ყველაფერი ცივილურად და წყნარად მიმდინარეობდა, ამიტომ პირამიდას დიდხანს და ნაყოფიერად არსებობის შანსი ჰქონდა. მაგრამ ერთმა აუდიტმა დაადგინა, რომ ახალი შენატანების 50 % დაიხარჯა გადახდებზე, ხოლო კლუბის შემქმნელებმა მეორე ნახევარი თავისთვის აიღეს.



დაიწყო გამოძიება, რომელმაც გაარკვია, რომ European Kings Club მუშაობდა ფართო მასშტაბით. შვეიცარიის ზოგიერთ კანტონში თაღლითები ყოველ მე–10 მოსახლეს ატყუებდნენ! ამ ფინანსური პირამიდის საქმიანობიდან მიყენებულმა ზარალმა, ყველაზე მოკრძალებული შეფასებით, 1, 1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.



ასევე დაგაინტერესებთ:


1. Toyota-ს დამფუძნებელი, საკიტი ტოიოდა მუდმივად „5 რატომ“ წესს იყენებდა

2. 20 მეთოდი კრეატიული უნარების გასაღვიძებლად - ყავის და ალკოჰოლის გარეშე

3. როგორ იშოვა ფული ელვის პრესლის მენეჯერმა "ჰეითერებზე"

4. ცრუ აქციები და ტყუილი საქონლის ხარისხის შესახებ: როგორ მანიპულირებენ ტანსაცმლის მაღაზიები

5. საუკეთესო რჩევები „ფინანსური მოცარტისა“ და ევროპაში ნომერ პირველი კონსულტანტის ბოდო შეფერისგან


უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
270
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
270