x
მეტი
  • 07.12.2023
  • სტატია:132177
  • ვიდეო:357622
  • სურათი:506759
7 პროფესია ზარმაცებისთვის – სად ვიმუშაოთ, თუ საერთოდ არ გვინდა?
ალბათ, გსმენიათ დაუსახლებელ კუნძულებზე დამკვირვებლის და პოლარულ სადგურებზე პინგვინების გადამბრუნებლის ვაკანსიების შესახებ. უმეტესობა მათგანი ხშირად სარეკლამო ფანდია, მაგრამ ხელმისაწვდომი პროფესიები, რომლებიც მინიმალურ ძალისხმევას მოითხოვს, ნამდვილად არსებობს. დღეს გაგაცნობთ 7 შესანიშნავ პროფესიას.



image



მენატურე



ის არის პლასტიკური პოზების მაჩვენებელი. სიმორცხვე ამ საქმიანობისთვის შემაფერხებელი არაა: მოდელები ყოველთვის შიშველი არ პოზირებენ.




image



ზოგჯერ სამხატვრო პროცესში მონაწილეობისთვის გჭირდებათ მხოლოდ სახე ან ხელები. ახალგაზრდობა და უნაკლო გარეგნობა აუცილებელი არაა. მხატვრებს სჭირდებათ სხვადასხვა ტიპის გარეგნობა და ასაკი. აი, გამძლეობა გამოგადგებათ: პოზირება საათობით მოგიწევთ, მცირე შესვენებებით. ნატურიდან ადამიანის სხეულის გამოსახვა აკადემიური ხატვის სავალდებულო სასწავლო პროგრამაში შედის და მენატურე ყოველთვის იქნება მოთხოვნადი.



ძილის ექსპერიმენტში მონაწილე



სამედიცინო ექსპერიმენტები ფულის გამომუშავების სახიფათო გზაა თქვენი ჯანმრთელობისთვის.



image



თუმცა ეს ძილის ექსპერიმენტებს არ ეხება: ექსპერიმენტის მონაწილეებისთვის ერთადერთი საფრთხე არის საკმარისი ძილი მეცნიერებისთვის. ექიმები და ნეიროფიზიოლოგები ექსპერიმენტისთვის მონაწილეებს მთელი მსოფლიოდან ირჩევენ. შერჩევა ხდება ცხოვრების წესის, ასაკის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით. შემოსავალი დღეში 1000 დოლარამდე შეიძლება იყოს.



პროფესიონალი უცხოელი



კიდევ ერთი შემოსავლის მეთოდი გარეგნობით – ჩინეთში გადასვლა.



image



ადგილობრივი კომპანიები ევროპელებს იწვევენ საქმიან შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად. მათ კომპანიის ან ღონისძიების მასშტაბის წარმოსაჩენად უცხოელ პარტნიორებად ასაღებენ. ჩინური ენის ცოდნა საჭირო არაა. კვირაში 1000 დოლარამდე შეგიძლიათ გამოიმუშაოთ. ასეთი პრაქტიკა უძრავი ქონების სფეროში განსაკუთრებით პოპულარულია.



დაქირავებული ნათესავი



Telegraph–ის ინფორმაციით, ვიღაცის ბაბუის ან ბიძაშვილის როლის შესრულებით ფულის გამოსამუშავებლად აზიაში გადასვლა მოგიწევთ.



image



იაპონური სააგენტო Office Agents აგროვებს ოჯახის წევრებს ქორწილში და დღესასწაულში მონაწილეობის მისაღებად. დამკვეთს აგენტის მოწვევა დაახლოებით 90 დოლარი უჯდება, გულისამაჩუყებელი გამოსვლა დამატებითი თანხა ღირს. ბანკეტი – სამუშაოს სასიამოვნო ბონუსია.



პერსონალური მყიდველი ონლაინ



პროფესია მათთვის, ვისაც უყვარს შოპინგი, მაგრამ თავს სახლიდან გასვლას ვერ აიძულებს.



image



ამ უჩვეულო სამუშაოს არსია იპოვოთ ინტერნეტში ნივთი, რომელიც კლიენტს სჭირდება, და მომგებიან ფასად შეიძინოთ. მრავალდღიან აუქციონებში მოგებას ან შეზღუდული კოლექციიდან ნივთის მოძებნას აშშ–ში საათში დაახლოებით 20 დოლარი მოაქვს. სხვათა შორის, მსგავსი ვაკანსიები სულ უფრო ხშირად ჩნდება.



ძაღლების გამსეირნებელი



ეს სტერეოტიპული ამერიკული აქტივობა ჩვენთანაც შემოვიდა.



image



ძაღლის გასეირნებისას პატრონი რომ ჩაანაცვლოთ, ცხოველების სიყვარული და თავისუფალი დრო გჭირდებათ. მაგრამ ცოტას იხდიან. ამ საქმიანობით საათში დაახლოებით 10–15 ლარი შეგიძლიათ გამოიმუშავოთ.



რიგის დამკავებელი



თუ საკმარისად მარტივი სამსახური ვერ იპოვეთ, თავად მოიფიქრეთ. როგორც ჩანს, ამ დევიზით ხელმძღვანელობდა 2012 წელს რობერტ სამუელი, რომელიც ხალხს გასამრჯელოს სანაცვლოდ რიგში დგომას სთავაზობდა.



image



პოპულარული შოუების ბილეთების და ახალი აიფონების შესაძენად რიგში დგომით კვირაში 1000 დოლარი გამოიმუშავა. დღეს სამუელის კომპანიის SOLD inc. თანამშრომლები ნიუ–იორკელებისთვის ადგილს იკავებენ, ერთ ადამიანზე 60 დოლარს იღებენ. მოგვიანებით რიგის დამკავებლებს შეარქვეს ტრიმიტადორები.



ასევე დაგაინტერესებთ:

1. არსებობს ასეთი პროფესია Trouble-shooter - პრობლემების მომგვარებელი ადამიანი

2. სასაცილო სამუშაო პოზიციები მთელ მსოფლიოში, რომლებიც ნამდვილად არსებობს

3. 5 წელი მილიონერებს ვაკვირდებოდი და იცით რა აქვთ საერთო? მხოლოდ 1 ფაქტორი!

4. 15 უჩვეულო პროფესია, რომლითაც ადამიანები თავს ირჩენენ

5. საუკეთესო რჩევები „ფინანსური მოცარტისა“ და ევროპაში ნომერ პირველი კონსულტანტის ბოდო შეფერისგან

6. 12 ნაკლებად ცნობილი ადამიანი, რომლებმაც მოგვცეს გამოგონებები, რომელთა გარეშე დღეს ვერ ვიცხოვრებდით

7. მუსიკიდან მედიცინამდე: 40 წლამდე ასაკის უმდიდრესი 11 თვითშემდგარი ქალი „ფორბსის“ რეიტინგით

8. საჭმელი ყველაფერია: ქალები Mukbang-ის ახალ მიმართულებას შეუერთდნენ და მთელი ქონება გამოიმუშავეს

9. იაპონიაში ოფისის თანამშრომლებისთვის კაფსულებს მდგომარე ძილისთვის ქმნიან

10. ახალგაზრდა დედები ბოდიბილდერებზე ძუძუს რძეს ყიდიან. როგორც აღმოჩნდა, არც თუ ისე ცუდი ბიზნესია

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
135
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
135