x
მეტი
  • 27.06.2024
  • სტატია:135617
  • ვიდეო:351961
  • სურათი:509971
3 გზა სამოქალაქო განათლების სწავლების გასაუმჯობესებლად

როგორ ვასწავლოთ ახალგაზრდა თაობას, რომ მათ ხმას მნიშვნელობა აქვს? შემოგთავაზებთ სამ მახასიათებელს, რომელიც უნდა ჰქონდეს სამოქალაქო განათლების პროგრამას:

სამოქალაქო განათლება


1. ის უნდა იყოს მოსწავლზე ორიენტირებული და კვლევებზე დაფუძნებული.


სამოქალაქო ჩართულობა პირდაპირ გამომდინარეობს მოსწავლეების საკუთარი გამოცდილებიდან და იდეებიდან. მაგრამ ჩართულობა მხოლოდ არ ხდება - მასწავლებლებმა უნდა განავითარონ მოსწავლეების ინტერესი საზოგადოების ჩართულობის მიმართ. რივენბურგი ურჩევს, რომ მასწავლებლებმა დაიწყონ ისეთი კითხვების დასმით, როგორ



იცაა: რა ხდება თქვენს საზოგადოებაში სამართლიანი ან უსამართლო? ვის ემართება? რატომ არის ეს საკითხი თქვენთვის მნიშვნელოვანი?
სამოქალაქო განათლების კარგი გაკვეთილი უნდა იყოს მოსწავლეზე ორიენტირებული, ეს ნიშნავს, რომ ის უნდა დაიწყოს იმით, რაც მოსწავლეებმა იციან და რას ხედავენ თავიანთ თემებში, შემდეგ კი ვთხოვოთ გაარკვიონ, რისი გაკეთება შეუძლიათ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით.”
ეს პირადი რეფლექსია ეხმარება მოსწავლეებს დაინახონ, რომ მათ ხმასა და გამოცდილებას აქვს მნიშვნელობა. ისინი ასევე საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს ჩამოაყალიბონ საკუთარი იდეები საზოგადოების ტიპის შესახებ, რომელშიც სურთ ცხოვრება - სამოქალაქო ჩართულობის კრიტიკული ასპექტი.

2. ის უნდა იყოს ინტერდისციპ


ლინარული.

იმის გამო, რომ სამოქალაქო განათლება ხელს უწყობს ინტერდისციპლინურ, კონტექსტუალურ სწავლებას, ის უნდა იყოს ინტეგრირებული სასწავლო გეგმებში, ამბობს რივენბურგი. მაგალითად, ისტორიის გაკვეთილი გვთავაზობთ შესაძლებლობას განვიხილონ, თუ როგორ მუშაობს საქართველოს მთავრობა და როგორ შეიცვალა ინსტიტუტები დროთა განმავლობაში. მათემატიკის გაკვეთილი გთავაზობთ შანსებს, გამოვიკვლიოთ ხმის მიცემის მაჩვენებლები მოსახლეობის სხვადასხვა სეგმენტში - და პოტენციური გავლენა პოლიტიკაზე, როდესაც გარკვეულ მოსახლეობას უფლება არ აქვს. და არ დაივიწყოთ მედიაწიგნიერება, რომელიც ეხმარება მოსწავლებს გააცნობიერონ ვიდეოები, ისტორიები და ახალი ამბების სიუჟეტები.
მე მსმენია მშობლებისგან, მასწავლებლებისა და პოლიტიკის შემქმნელებისგან, რომლებიც შეშფოთებულნი არიან მოსწავლების შესაძლებლობით შეაფასონ ინფორმაცია, რომელსაც ისინი ხვდებიან ინტერნეტში. ასწავლო მოსწავლებს, თუ როგორ განასხვავო


ნ ფაქტი მოსაზრებისგან, როგორ დაასაბუთონ პრეტენზია, რომელიც შეიძლება ნახონ სოციალურ მედიაში და როგორ მოიძიონ სანდო სიახლეების წყაროები, ეს ახლა კრიტიკული უნარებია.
სამოქალაქო განათლების გაფართოება ყველა დისციპლინაში ასევე აგზავნის მესიჯს, რომ სამოქალაქო განათლება განუყოფელია დემოკრატიულ საზოგადოებაში - რომ არ აქვს მნიშვნელობა რა როლი და სამუშაო, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა მივიღოთ მონაწილეობა და გავაუმჯობესოთ სისტემა უფრო მეტი ადამიანისთვის. საზოგადოებაში აქტიური როლის აღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ეს პატარა ასაკიდან უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს.

3. ეს უნდა იყოს გამაძლიერებელი.


კარგი სამოქალაქო განათლების მიზანი არის „აკეთო სამოქალაქო განათლება“, ენერგიული სამოქალაქო განათლების პროგრამამ უნდა დაეხმაროს მოსწავლებს ისწავლონ ლაპარაკი და მიიღონ ზომები ცვლილებების შესაქმნელად.
როგორ შეუძლიათ მასწავლებლებს დაეხმარონ მოსწავლეებს ჩართულობაში? მაგალითად:



პარტნიორობა სამოქალაქო და სათემო ორგანიზაციებთან მოხალისეობრივ ძალისხმევაში; ჩავერთეთ ერთობლივ სამოქმედო კვლევით პროექტებში, სადაც მოსწავლები იკვლევენ და განიხილავენ საკითხს, რომელიც ეხება მათ თემებს, რაც მათ საშუალებას აძლევს იყვნენ პრობლემების გადამწყვეტი; ჩავატარეთ გამჭვირვალე სკოლის თვითმართველობის არჩევნები და ა.შ.
სამოქალაქო განათლების პროგრამიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ყველა მოსწავლემ იგრძნოს უფლებამოსილება წვლილი შეიტანოს მათ საზოგადოებასა და ქვეყანაში.
ყველა ახალგაზრდა არ გრძნობს, რომ მის ხმას აქვს მნიშვნელობა, ჩვენ უნდა ჩავნერგოთ რწმენა, რომ სამოქალაქო მონაწილეობა მათი უფლებაც არის და მოვალეობაც. შემდეგ ჩვენ უნდა მოვუსმინოთ და მივიღოთ მათი დახმარება ჩვენს საზოგადოებაში არსებულ საკითხებზე.

0
6
შეფასება არ არის
ავტორი:გორჯელაძე გიორგი
გორჯელაძე გიორგი
6
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0