x
image
თამილა გურაშვილი
წყნარ ოკეანეში 13 დღე იმყოფებოდა: კანადაში ამერიკელი მეთევზე გადაარჩინეს
image
მამაკაცი იპოვეს კეიპ ფლატერის ჩრდილო-დასავლეთით 110 კილომეტრში. მეორე მეთევზე, ​​რომელიც ბორტზე იმყოფებოდა, დაკარგულია.



კანადაში 13 დღის წინ წყნარ ოკეანეში გაუჩინარებული ორი ამერიკელი მეთევზიდან ერთი გადაარჩინეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში აშშ-ის წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთის რეგიონის სანაპირო დაცვა იტყობინება.


მამაკაცი იპოვეს კეიპ ფლეტერის (აშშ) ჩრდილო-დასავლეთით 110 კილომეტრში.

"2 დაკარგული მეზღვაურიდან 1 ცოცხალი იპოვეს მაშველებმა."- ნათქვამია მოხსენებაში.





აღნიშნულია, რომ მეთევზეები წყნარ ოკეანეში 13 მეტრიანი გემით 12 ოქტომბერს ვაშინგტონის შტატიდან გავიდნენ.


გადარჩენილი მეთევზე ნაპირზე გადაიყვანეს. შემდეგ ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმები მის მდგომარეობას სტაბილურად აფასებენ.

ადგილობრივი მედია King-TV იუწყება, რომ დაკარგული მამაკაცი რაიან პლეინსმა და მისმა ბიძამ ჯონმა გადაარჩინეს. მათ იმ დღეს გადაწყვიტეს მეგობრებთან ერთად სათევზაოდ წასულიყვნენ.



”მე დავინახე გემი, რაც შორიდან სამაშველოს გავდა, შიგნით შევვარდი და ბინოკლებით გავიხედე, შემდეგ კი სასიგნალო რაკეტა გავისროლე, ” - თქვა რაიანმა.


გადარჩენილმა მეთევზემ თქვა, რომ თითქმის 2 კვირის განმავლობაში ის გემბანზე იმყოფებოდა. მას წყალი და საჭმელი დაუმთავრდა. მან შეძლო ორაგულის დაჭერა და ამან გადაარჩინა.

მეორე მეთევზე, ​​რომელიც საღამოს ბორტზე იმყოფებოდა, დაკარგულად ითვლება.



0
64
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
64
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0