x
მეტი
  • 26.12.2024
  • სტატია:139053
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512602
ბრედ პიტი მალე 60 წლის გახდება – მისი საყვარელი როლი და ქველმოქმედება "პიტურად"

წელა ბრედ პიტი იუბილარია, მას 18 დეკემბერს 60 წელი შეუსრულდება. მსახიობის შემოქმედებითი კარიერა შორეულ 80–იანებში დაიწყო, როდესაც ის ჰოლივუდის ფილმებში ეპიზოდურ და შეუმჩნეველ როლებს ასრულებდა. თუმცა, ათწლეულების შემდეგ, ის ნამდვილი ვარსკვლავი გახდა.

40 წლიანი კარიერის მანძილზე, პიტმა მონაწილეობა 80-ზე მეტ ფილმში მიიღო და პენსიაზე გასვლაზე, ჯერ–ჯერობით, არ ფიქრობს.


image


ბრედ პიტის შემოქმედებითი გზა კი, ისე დაიწყო, როგორც არაერთი ცნობილი მსახიობის... როგორც ცნობილია, ჰოლივუდის ბევრი ვარსკვლავი, პრესტიჟული თეატრალური ინსტიტუტის კურსდამთავრებული სულაც არ არის. პიტიც ერთ–ერთი მათგანია. ის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლობდა და მუშაობას გამომცემლობაში ან ტელევიზიაში გეგმავდა. თუმცა, სწავლის დასრულების შემდეგ, მოულოდნელად, ჰოლივუდში წავიდა, სადაც შესაშური დაჟინებით, თუნდაც სულ პატარა როლის მისაღებად, კინოსტუდიიდან – კინოსტუდიაში დადიოდა. ხოლო, შემოქმედებითი ძიების პერიოდში, სხვადასხვა ადგილზე მუშაობდა: იყო მტვირთავი, მძღოლი, აუზის დამსუფთავებელი, ქათმის ფორმაში გამოწყობილი, სწრაფი კვების რესტორნის რეკლამირებაში იღებდა მონაწილეობას... და ვიდრე თავისი პირველი როლი მიიღო, რამდენიმე წლიანი უწყვეტი მუშაობის გამოცდილება დააგროვა და ზოგიერთ ადგილზე, დააწინაურეს კიდეც.


შემოქმედებითი კარიერის მწვერვალზე მყოფმა მსახიობმა «ტროაში» აქილევსის როლი ითამაშა. თუმცა, როგორც თავად ამბობს, ყველაზე საუკეთესო და საყვარელი როლი კარიერაში, სიკვდილის როლი იყო, ფილმში – «გაიცანით ჯო ბლექი» (Meet Joe Black, 1998).


image


და ეს იმ ფონზე, როდესაც მას არაერთი შთამბეჭდავი როლი აქვს შესრულებული და მათგან ზოგიერთი, «საუკეთესოთა შორის, საუკეთესოს» სიებშიც კი მოხვდა, რომლებსაც ცნობილი გამომცემლობები და ჟურნალები ადგენენ...

საკუთარ არჩევანს მსახიობი მხოლოდ ერთი ფრაზით ხსნის: «თუ სიკვდილი ყოველთვის სადღაც ჩვენთანაა და მოთმინებით გველის, რატომ არ შეიძლება, ის უფრო ადამიანური იყოს, ვიდრე მის შესახებ საუბრობენ?». ბრედ პიტის თქმით, ეს როლი, კარიერის მანძილზე, ყველაზე «შემოქმედებითი გამოცდილება» იყო.


სწავლა–განათლება, კარიერა და ახლო, როგორც წესი და რიგია, მის პირად ცხოვრებასაც გადავხედოთ. თუმცა, მხოლოდ იმას, რაც ვიკიპედიაში არ წერია...


image


გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, პიტი ნამდვილი ქამელეონია – ის მეგობარი ქალების გარეგნობის კოპირებას ახდენს. თავად დარწმუნდით: ინტერნეტში უამრავი ფოტოა, რომლებზეც პიტი მაქსიმალურად ჰგავს თავის თანმხლებ ქალბატონებს – მას ისეთივე ვარცხნილობა აქვს, როგორც იმ ქალებს, რომლებთანაც ოდესმე ურთიერთობა ჰქონია.


და ბოლოს, ქველმოქმედება... ისევე როგორც ცნობილი ვარსკვლავები, ბრედ პიტიც არაერთი საქველმოქმედო ორგანიზაციის წევრია. ჩვეულებრივ, როგორც ხდება, ეს ორგანიზაციები, წელიწადში ერთხელ, საქველმოქმედო საღამოები იმართება, რომელზეც ფულს აგროვებენ... თუმცა, არავინ იცის, ცნობილი ადამიანების მიერ გაღებული თანხებით რას აკეთებენ, ან საერთოდაც, ადრესატებამდე თუ მიდის?


image


ერთ მშვენიერ დღეს, მსახიობმა დაივიწყა მსგავსი თავყრილობები და ქველმოქმედების გაწევა საკუთარი მეთოდით გადაწყვიტა.

კოვიდ–პანდემიის კარანტინის დროს, ისე როგორც ყველა, ბრედ პიტიც სახლში იყო გამოკეტილი. მაგრამ, როგორც კი კარანტინი შემსუბუქდა, სხვებივით რესტორნებში და ჰოლივუდის წვეულებებზე არ უვლია... ამის ნაცვლად, მან რამდენიმე სატვირთო მანქანა დაიქირავა და პირველადი მოხმარების ნივთებით გაავსო. შემდეგ, პირადად წავიდა ქალაქის ერთ–ერთ ყველაზე ღარიბ უბანში და რამდენიმე დღის მანძილზე, ჰუმანიტარულ დახმარებას, საკუთარი ხელით არიგებდა. ამასთან, ყოველთვის შავი სათვალე და ნიღაბი ეკეთა.

თუმცა, ყურადღების მიღმა ნამდვილად არ დარჩენილა... მისი კეთილი საქციელი დადებითად შეაფასეს, როგორც მსახიობის თაყვანისმცემლებმა, ისე არაკეთილმოსურნეებმა.


image

არხის სხვა სიახლეები:


* იძულებით მოკავშირეები – რა დამოკიდებულება ჰქონდა სტალინს ჩერჩილის და რუზველტის მიმართ და რას ფიქრობდა მათზე?

* სახალისო და საინტერესო ისტორიული ფაქტები ალკოჰოლის შესახებ

* ისტორიული არტეფაქტები, რომლებიც დღემდე გაოცებას იწვევს

* რა შეუძლია რწმენას? – ამერიკელი გენეტიკოსი ბრუს ლიპტონი



0
151
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
151
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0