საზოგადოება “მიშა, ამას რატომ მალავ? რა საჭიროა ეს თავმდაბლობა” – თამარ ჩერგოლეიშვილი 2023, 8 ნოემბერი, 22:19 . “ტაბულას” დამფუძნებელი და გიგა ბოკერიას მეუღლე თამარ ჩერგოლეიშვილი მისთვის დამახასიათებელ სტილში, მიხეილ სააკაშვილის მიერ, სასამართლოში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ პასუხისგებაში მიცემულ პრეზიდენტს როგორც ყოველთვის, დღესაც ისევ გადამეტებული წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე. ამჯერად ჩერგოლეიშვილი ირონიულად წერს: , “სიქსტის კაპელაც რომ შენ მოხატე?! ამას რატომ მალავ, რა საჭიროა ეს თავმდაბლობა!!! -- წერს თამარა ჩერგოლეიშბილი , ეს კომენტარი მან მიშას განცხადების იმ ნაწილზე გააკეთა, სადაც პატიმარი სააკაშვილი საუბრობს, რომ პუტინს დსთ მე დავუშალეო. ჩერგოლეიშვილმა ეს ნიუსი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გააზიარა და ასეთი მინაწერი წარუმძღვარა. , . ამას გარდა, ის სხვა შემთხვევაზეც საუბრიბს და დინგში მორტყმით იმუქრება. . “მეგობრებო, როცა ვხედავ რომ იმხელა ეგოები გაქვთ, რომ ეგოზე შეხება სახეს გაკარგინებთ, გავიწყებთ ყველა ღირებულებას, რასაც სხვის დასანახად ღაღადებთ და ღორის დინგები გიჩანთ, სტიმული მეძლევა რომ მეტად გავლახო ეგ თქვენი ეგოები.
ანუ რაც მეტად მაჩვენებთ ღორის სახეებს, მეტად მოგარტყამთ დინგებში.
ასეთი უცნაური ხასიათი მაქვს.
.
425 შეფასება არ არის
|