x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
რეალური ისტორიული ფაქტები, რომლებიც ბოდვას და ტყუილს უფრო ჰგავს

1. რამდენიმე წლის წინ, ნიუ-მექსიკოში, 290 მლნ. წლით დათარიღებულ ქანში, ადამიანის კვალი აღმოაჩინეს. ეს ძალიან უცნაურია, იმის გათვალისწინებით, რომ პლანეტაზე, იმ დროს, ადამიანი, როგორც სახეობა, ჯერ არ არსებობდა.

2. XVIII საუკუნეში, მდიდარი ევროპელებისთვის, გასართობად, მოდაში პირადი ჯუჯების ყოლა იყო. გარდა ამისა, ჯუჯა კარგ საჩუქრადაც ითვლებოდა და ამიტომ, მათ მთელი ევროპის მასშტაბით ეძებდნენ!

3. შუა საუკუნეებში, მოდური იყო პარიკის ტარებაც... ხოლო, მისი გამოგონების მიზეზი, სიფილისით გამოწვეული თავის წყლულების დაფარვა იყო.

4. მონღოლთა იმპერიის აყვავების ხანაში, აბრეშუმის გზა იმდენად უსაფრთხო იყო, რომ ოქროთი დატვირთული გოგონას, მასზე გავლა სრულიად უსაფრთხოდ შეეძლო.


image


5. სიტყვა მეძავი («hooker») ამერიკაში სამოქალაქო ომის დროს დამკვიდრდა, გენერალი ჯოზეფ ჰუკერის «პატივსაცემად». საქმე იმაში იყო, რომ გენერალი მსუბუქი ყოფაქცევის ქალებთან, ხშირად ატარებდა დროს და ყველა ქალბატონს, ვისაც მასთან მსგავსი ურთიერთობა ჰქონდა, «hooker»–ებს ეძახდნენ.

6. XVII საუკუნეში უცენზურო სიტყვის წარმოთქმის შემთხვევაში, ქალი სასჯელის სახით, ალიკაპს ატარებდა. ეს ლითონის მოწყობილობა იყო, რომელიც თავზე მაგრდებოდა. ამასთან, ზოგიერთ მოდელს ეკლიანი ფირფიტები ჰქონდა, რომელიც პირში უნდა ჩაეყენებინათ.

7. 1847 წ. ქირურგმა რობერტ ლისტონმა, რომელიც «დასავლეთის ყველაზე სწრაფი დანის» მეტსახელით იყო ცნობილი, ფეხის ამპუტაციის ოპერაცია 25 წამში ჩაატარა. ის დანას ისე ოსტატურად და სწრაფად ხმარობდა, რომ შემთხვევით, თითები საკუთარ ასისტენტს მოუჭრა!

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პაციენტიც და ასისტენტიც, მოგვიანებით, ინფექციით გარდაიცვალნენ. ხოლი ერთი ადამიანი, რომელიც ოპერაციას ესწრებოდა, მიღებული შოკით გარდაიცვალა. ეს ოპერაცია ისტორიაში, ყველაზე ხანმოკლე ქირურგიული ამპუტაციის გამო შევიდა და კიდევ იმიტომ, რომ ქირურგმა «სიკვდილიანობის გეგმა» 300% შეასრულა!


image


8. ძველ საბერძნეთში ქვედაბოლოს ტარება ვაჟკაცობის ნიშნი იყო. ხოლო, შარვალი «გოგონების» სამოსად ითვლებოდა და ნებისმიერ კაცს დასცინოდნენ, ვისაც ის ეცვა!

9. პომპეიში იატაკის მოზაიკა აღმოაჩინეს, რომელზეც ლათინურად ეწერა: «Cave Canem», რაც თარგმანში – «მოერიდეთ ძაღლებს» ნიშნავს.

10. ერთ დროს, შვედეთში ჰომოსექსუალიზმი, როგორც დაავადება ისე იყო კლასიფიცირებული. ხოლო, ზოგიერთები, სამუშაოზე თავის არიდების მიზნით, აცხადებდნენ, რომ თავს გეებად გრძნობდნენ!

11. ძველ ჩინეთში, ზომის შემცირების მიზნით, გოგონებს ფეხის ტერფებს უმტვრევდნენ და ბინტებით უკრავდნენ – ეს მაშინ სილამაზის სტანდარტად და არისტოკრატობის ნიშნად ითვლებოდა. ასეთი ოპერაციის შემდეგ, ზოგიერთი გოგონა საერთოდაც ვეღარ დადიოდა.


image


12. 1866 წელს ლიხტენშტაინმა ავსტრია–პრუსიის ომში, 80 კაციანი არმია გაგზავნა. როდესაც უკან დაბრუნდნენ, 81 იყვნენ – მათ არა თუ, არავინ დაკარგეს, ომში მეგობარიც იპოვეს!

13. 1325 წ. იტალიის ორ ქალაქ–სახელმწიფოს – ბოლონიას და მოდენას შორის, ომი მოპარული ხის სათლის გამო დაიწყო.

გადამწყვეტ ბრძოლაში 2000-მდე ჯარისკაცი დაიღუპა. ომში მოდენამ გაიმარჯვა და სათლიც მას დარჩა. ამ ომში მინი-სახელმწიფოს სხვა მოგება არ უნახავს. ხოლო, ის სათლი, ახლაც ქალაქის მუზეუმში ინახება.

14. ძველმა ბერძენმა მათემატიკოსმა და ფილოსოფოსმა პითაგორამა კულტი დააარსა, რომელიც პარკოსნების საკვებად მოხმარებას კრძალავდა. ის თვლიდა, რომ ეს პროდუქტი გაზების დაგროვებას იწვევდა, ხოლო გაზების გამოშვება ადამიანს « სიცოცხლის სუნთქვას» ართმევდა!


image


15. სიტყვა ავოკადო აცტეკური სიტყვიდან – «Ahuacatl»–იდან მომდინარეობს და «მამაკაცის კვერცხებს» ნიშნავს.

16. 1415 წ. აზენკურის ბრძოლის (ინგლის–საფრანგეთის ომი) დროს, ინგლისელი მშვილდოსნები შარვლის გარეშე იყვნენ, რადგან დიზენტერიის გამო, დიარეის შეტევები ჰქონდათ. ხოლო, იმისთვის, რომ აქეთ–იქით არ ერბინათ, პირდაპირ ბრძოლის მსვლელობის დროს, ბრძოლის ველზე, ისაქმებდნენ!

17. აღმოჩენილ პრეზერვატივებს შორის, უძველესი 1640 წ. არის დათარიღებული და ის ცხოველის ნაწლავისგანაა გაკეთებული.

18. XIX ს. დასაწყისში, ნაპოლეონის ომების დროს, ჰარტლულის (საპორტო ქალაქი ინგლისის ჩრდ–აღმ.) მაცხოვრებლებმა, მოწინააღმდეგის გემის ჩაძირვის შემდეგ, გადარჩენილი მაიმუნი ჩამოახრჩვეს, რადგან ჩათვალეს, რომ ის ფრანგი ჯაშუში იყო!



image


19. არავინ იცის ამას რატომ აკეთებდა, სიზარმაცის, თუ გადაღლილობის გამო, მაგრამ ცნობილია, რომ მიქელანჯელო ძილის წინ, არც სამოსს და არც ფეხსაცმელს იხდიდა – რაც ეცვა, პირდაპირ იმით იძინებდა.

10. «მონა ლიზა» 1911 წლამდე, ჩვეულებრივი სურათი იყო და შედევრად, ლუვრიდან მოიპარეს შემდეგ იქცა. გაგრძელება >>>


image

არხის სხვა სიახლეები:


* იქნებ, არც დაიჯეროთ... – საინტერესო ფაქტები ცნობილი ადამიანების ცხოვრებიდან

* წყალქვეშა სამყაროს გამორჩეული და ნაკლებად ცნობილი ბინადარნი (45 ფოტო)

* მეცნიერებმა ადამიანის ტვინი შეისწავლეს და წარმოუდგენელი შედეგი მიიღეს

* რა შეუძლია რწმენას? – ამერიკელი გენეტიკოსი ბრუს ლიპტონი



2
654
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
654
  
28 მაისი, 19:21
შემთხვევით, დანით თითების მოჭრა გამორიცხულია, ძვლებს ეგრე იოლად ვერ გადაჭრიდა ერთი მოქნევით თან 25 წამში ჩაუტერებია მთელი ოპერაცია
2023, 3 ნოემბერი, 22:43
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Meetme.pw
0 1 2