x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
იძულებით მოკავშირეები – რა დამოკიდებულება ჰქონდა სტალინს ჩერჩილის და რუზველტის მიმართ და რას ფიქრობდა მათზე?

1943 და 1945 წწ. თეირანის და იალტის კონფერენციები, სსრ კავშირის, დიდი ბრიტანეთის და აშშ–ს ლიდერების ერთობის და მეორე მსოფლიო ომის ერთობლივი ძალისხმევით დასრულების დასტური იყო. თუმცა, სრული თანხმობა, სახელმწიფოს მეთაურებს შორის, არასოდეს ყოფილა.

თითოეულ ლიდერს, მომავლის საკუთარი გეგმა და მიზნები ჰქონდა, რაც საბოლოოდ, პოლიტიკოსებს შორის, უთანხმოებას იწვევდა. და აქ საინტერესო ხდება იმის გარკვევა, თუ რა დამოკიდებულება ჰქონდა საბჭოთა ლიდერს, თავის იძულებით მოკავშირეებისადმი – ჩერჩილთან, რუზველტთან და შემდეგ უკვე ტრუმენთან?


image«დიდი სამეული» – ჩერჩილი, რუზველტი და სტალინი, იალტის კონფერენციაზე. 1945 წ. თებერვალი


სტალინის დამოკიდებულება ჩერჩილისადმი


ჯერ კიდევ, 1917 წელს, ჩერჩილმა მსოფლიო ლიდერებს, ბოლშევიკური რევოლუციის, როგორც "აკვანში ჩვილის ჩახრჩობისკენ" მოუწოდა... და უნდა ითქვას, რომ 1941 წლისთვის, მისი დამოკიდებულება სსრ კავშირისადმი, საერთოდ არ შეცვლილა – პოლიტიკოსმა ეს 1941 წ. 22 ივნისს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს, თავად აღიარა. კერძოდ მან აღნიშნა, რომ თანახმაა ეშმაკთანაც კი დადოს გარიგება, თუ ფიურერი ჯოჯოხეთის შტურმს გადაწყვეტდა...

ამის შემდეგ, ინგლისის პრემიერმა სსრ კავშირს ყოველგვარი დახმარება აღუთქვა, რადგან ეს მისთვის გადარჩენის ერთადერთი გზა იყო, რადგან ვიდრე გერმანია სსრ კავშირს ებრძოდა, ის ბრიტანეთში არ შეიჭრებოდა. ასე, რომ, ეს სსრ კავშირისადმი კეთილგანწყობილების ჟესტი კი არა, ბრიტანეთის კუნძულების დაცვისთვის გადადგმული ნაბიჯი იყო.

იცოდა, თუ არა ეს სტალინმა? რა თქმა უნდა, იცოდა. გარდა ამისა, მისთვის ჩერჩილის, სსრ კავშირისადმი სიძულვილის ამბავიც ცნობილი იყო. ამიტომ, მისდამი, არც სტალინი იყო დიდი სიმპათიებით განწყობილი. ორი პოლიტიკოსი ერთმანეთს, მხოლოდ განსხვავებული შეხედულებების გამო კი არა, გეოპოლიტიკური ინტერესების (თურქეთის სრუტეები, ბალკანეთი და განსაკუთრებით, პოლონეთი) გადაკვეთის გამოც არ ენდობოდნენ.

სტალინს მშვენივრად ესმოდა, რომ ჩერჩილი, მხოლოდ ენერგიული კი არა, იმპულსურიც იყო. გარდა ამისა, მას უყვარდა კომპლიმენტები და მაამებლობაც კი. იცოდა რა, ეს ფაქტები, სტალინმა ჩერჩილის გრძნობებზე ოსტატურად ითამაშა და მას ისეთი რაღაცეები დაათმობინა, რაზეც ბრიტანეთის პრემიერს, თავიდან ფიქრიც კი არ უნდოდა.

სტალინი არ მალავდა, რომ ჩერჩილს აფასებდა და პატივს სცემდა, მაგრამ მის მიმართ მეგობრულ განწყობას არ განიცდიდა.


სტალინის დამოკიდებულება რუზველტისადმი


პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე და მისი დასრულების შემდეგ, შეერთებულ შტატებში იზოლაციონიზმის პოლიტიკა დომინირებდა. ქვეყნის ლიდერები თვლიდნენ, რომ აშშ–ს ახალ სამყაროშიც ბევრი საქმე ჰქონდა და აღმოსავლეთ ნახევარსფეროს პოლიტიკაში არ უნდა ჩარეულიყვნენ. აშშ–ს ევროპისადმი ასეთი დამოკიდებულების საფუძველს კი, მონროს დეკლარაცია წარმოადგენდა (მონროს დოქტრინა არის აშშ-ს საგარეო პოლიტიკის პრინციპების დეკლარაცია (დოქტრინა) («ამერიკა ამერიკელებისთვის»), რომელიც 1823 წლის 2 დეკემბერს გამოცხადდა, აშშ-ს პრეზიდენტის ჯეიმს მონროს ყოველწლიურ გზავნილში, აშშ-ს კონგრესისადმი).

თუმცა პოლიტიკა ერთი იყო, ეკონომიკა კი, – სხვა...

ასე, მაგალითად, სსრ კავშირის ბევრი მსხვილი საწარმო და ობიექტი სწორედ ამერიკელების მიერ იყო აშენებული. მათ შორისა: სტალინგრადის და ჩელიაბინსკის ტრაქტორების ქარხნები, გაზ–ი, მაგნიტოგორსკის რკინიგზა და ფოლადის საწარმო და სხვა. ამერიკელები აშენებდნენ, ხოლო სსრ კავშირი ოქროთი იხდიდა.

ამრიგად, ურთიერთმტრობის მიზეზი, სტალინსა და რუზველტს შორის, არ არსებობდა... და უფრო მეტიც, შეერთებული შტატების მეთაურმა, სსრ კავშირის მიმართ, მტრულ მსოფლიო პოლიტიკას წერტილი დაუსვა და კომუნისტებთან თანამშრომლობაზე, ბრიტანეთიც კი დაიყოლია. ის ასევე, აშშ–ს სენატის იზოლაციის პოლიტიკას ებრძოდა და სხვა ქვეყნებთან უფრო მჭიდრო ურთიერთობის მომხრე იყო. ამან, რა თქმა უნდა, საბჭოთა ლიდერის, აშშ–ს პრეზიდენტისადმი, დიდი პატივისცემა გამოიწვია.

თავის თანამოაზრეებს შორის ყოფნისას, სტალინს არაერთხელ უთქვამს, რომ ამერიკის ლიდერს ძალიან გაბედულ და მამაც ადამიანად თვლიდა. მისი აზრით, რუზველტი ყველაზე ძლიერი ფიგურა იყო, კაპიტალისტური ქვეყნების ლიდერს შორის. მას კრემლში, უფრო მეგობრად აღიქმებოდა, ჩერჩილი კი, – უნებლიე მოკავშირე იყო. ხოლო, 1941 წელს, გერმანიასთან ომში, სსრ კავშირის უპირობო მხარდაჭერამ, ეს დამოკიდებულება შეერთებული შტატების მეთაურის მიმართ, მხოლოდ გააძლიერა.

მეორე მსოფლიო ომის ბოლოს, სსრკ-ს, აშშ-ს და დიდ ბრიტანეთს შორის ურთიერთობა სწრაფად შეიცვალა. რუზველტი გარდაიცვალა (1945 წ. 12 აპრილი) და ის პრეზიდენტის პოსტზე ჰარი ტრუმენმა შეცვალა, რომელსაც სტალინისადმი, არც თუ ისეთი თბილი გრძნობები ჰქონდა. ჩერჩილმა კი, თავისი ნეგატიური დამოკიდებულება საბჭოთა კავშირის მიმართ შეინარჩუნა. ასე, რომ, ლიდერების «დიდი სამეული» მხოლოდ ფოტოსურათმა შემოინახა.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ისტორიული არტეფაქტები, რომლებიც დღემდე გაოცებას იწვევს

* ნეიროქსელმა ცნობილი ადამიანების ქანდაკებები და პორტრეტები "გააცოცხლა" (25 ფოტო)

* მეცნიერებმა ადამიანის ტვინი შეისწავლეს და წარმოუდგენელი შედეგი მიიღეს

* რა შეუძლია რწმენას? – ამერიკელი გენეტიკოსი ბრუს ლიპტონი



0
286
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
286
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0