x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138417
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
რეჯი სპირსის უცნაური ამბავი – ადამიანი, რომელმაც საკუთარი თავი ამანათით სხვა კონტინენტზე გააგზავნა (ნაწილი პირველი)
როდესაც არ გაქვთ ფული, მაგრამ სასწრაფოდ სადმე წასვლა გჭირდებათ, უბილეთოდ მგზავრობა შეგიძლიათ სცადოთ. რა უნდა გააკეთოთ, თუ გჭირდებათ დედამიწის მეორე მხარეს გადასვლა? ავსტრალიელმა რეჯი სპირსმა, რომელიც ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდა, პრობლემის გადაჭრის ორიგინალური, თუმცა სარისკო მეთოდი მოძებნა. მან საკუთარი თავი დიდი ბრიტანეთიდან ავსტრალიაში ამანათით გააგზავნა. ეს სპირსის ცხოვრებაში ყველაზე საშიში მოგზაურობა იყო, მაგრამ ყველაფერი კარგად დასრულდა.


image


1960-იანი წლების შუა ხანებში, ავსტრალიელი მძლეოსანი რეჯი სპირსი მშობლიური ადელაიდადან ლონდონში გაემგზავრა სპორტული ტრავმის სამკურნალოდ. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მოგზაურობა, რადგან რეჯი გეგმავდა ტოკიოში 64-ე ოლიმპიადაში მონაწილეობას. მაგრამ მალე გაირკვა, რომ აღდგენას ვერ მოასწრებს. სპირსმა სახლში, ავსტრალიაში დაბრუნება გადაწყვიტა.



image



სპორტსმენს საკმარისი ფული არ ჰქონდა, ამიტომ ბილეთის ფულის მოსაგროვებლად ლონდონის აეროპორტში მუშაობა დაიწყო. სპირსი მიზანთან ახლოს იყო, მაგრამ მოულოდნელი რამ მოხდა. საფულე მთელი დანაზოგით და საბუთებით მოპარეს. რეჯი სასოწარკვეთილი იყო, რადგან ახლოვდებოდა მისი ქალიშვილის დაბადების დღე, რომელიც ადელაიდაში ელოდებოდა. სწორედ მაშინ თავში მოუვიდა სასოწარკვეთილი იდეა.



„აეროპორტში ვმუშაობდი ტვირთის გადაზიდვის განყოფილებაში, ამიტომ ამ სერვისის შესახებ ვიცოდი – ტვირთის გაგზავნა ადგილზე გადახდით. ვხედავდი, რომ ასე აგზავნიან ცხოველებს გალიებში. და ვიფიქრე: რატომ არ ვცადო მეც?“



სასოწარკვეთილმა ავსტრალიელმა დახმარებისთვის მიმართა თავის ლონდონელ მეგობარს ჯონ მაკსორლის, რომელიც ხეზე მუშაობდა. თავიდან ჯონმა სცადა რეჯის გადარწმუნება, რომ სარისკო წამოწყებაზე უარი ეთქვა, მაგრამ ბოლოს მოგზაურობისთვის ყუთის დამზადებაზე დათანხმდა. მისი ზომები იყო 1, 5 მ x 0.9 მ x 0.75 მ. მეგობრებმა გამოთვალეს, რომ ამ ზომის ყუთში შედარებით კომფორტულად მოთავსება შეიძლებოდა.



image


ყუთში შეგეძლო დამჯდარიყავი გაშლილი ფეხებით ან დაწოლილიყავი მოხრილი ფეხებით. ორივე მხრიდან ჰქონდა მოსახსნელი თავსახური, რომელთა გახსნა და დახურვა შეიძლებოდა შიგნიდან სპეციალური საკეტებით. წინდახედულმა ბიჭებმა შიგნით დაამაგრეს თასმებიც, რომლითაც კედელზე მიყრდნობა შესაძლებელი იქნებოდა. ეს აუცილებელი იყო ტრანსპორტირებისას კონტეინერის გადაბრუნების შემთხვევაში. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს მოწყობილობა გამოსადეგი აღმოჩნდა.



ამანათს სიფრთხილით რომ მოკიდებოდნენ, გააფორმეს, როგორც საღებავების ტვირთი ავსტრალიური ფეხსაცმლის ქარხნისთვის. ასეთი კონტეინერის გადაზიდვის ღირებულება გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე ავიაბილეთის ფასი. მაგრამ მთავარი ის იყო, რომ მისი გაგზავნა ადგილზე გადახდით შეიძლებოდა. გზაზე რეჯი სპირსმა წაიღო პატარა ზურგჩანთა ტანსაცმლით, დაკონსერვებული საკვები, საბანი და ბალიში, ფანარი და 2 პლასტმასის ბოთლი. ერთი ბოთლი წყლით იყო სავსე, მეორეს გამოყენებას კი ტუალეტად აპირებდა.



image


კონტეინერი გაფორმდა და ჩაიტვირთა Air India-ს თვითმფრინავში, რომელიც მიფრინავდა პერთიში, დასავლეთ ავსტრალიაში. სპირსმა შეგნებულად აირჩია არა ადელაიდას დიდი აეროპორტი, არამედ პერთის პატარა აეროდრომი. ეშინოდა, რომ მებაჟეები გამოაშკარავებდნენ. მოგზაურს ეგონა, რომ თვითმფრინავი ჩატვირთვისთანავე გაფრინდებოდა, მაგრამ ლოდინი მოუწია. ძლიერი ნისლის გამო ლონდონის აეროპორტი დროებით დაიკეტა.



საშიში თავგადასავალი



როდესაც საბოლოოდ თვითმფრინავი აფრინდა, სპირსმა გახსნა ყუთი და გამოძვრა. მოგვიანებით ეს მომენტი ასე აღწერა:



„ლონდონსა და პარიზს შორის ყუთიდან გამოვძვერი, რადგან საშინლად მომინდა ტუალეტში გასვლა. მანამდე ბოთლში ვშარდავდი და გამოსვლისას ყუთის თავსახურზე დავდე. გაშეშებული კუნთების გახურება დავიწყე და ამ დროს თვითმფრინავმა მკვეთრად დაშვება დაიწყო. პანიკაში ჩავვარდი, ისევ ყუთში შევძვერი. ხოლო შარდით სავსე ბოთლი დამავიწყდა“.



image


შეძლო თუ არა რეჯი სპირსმა ყველას გაცურება და ავსტრალიაში ამანათით ჩასვლა, ამას ნახავთ გაგრძელებაში, რომელიც მალე დაიდება. თვალი ადევნეთ Yoona-ს არხს.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. უკვალოდ გაუჩინარებულები: ძუჰაცუ – რეალური ცხოვრებიდან გაქცევის იაპონური ფენომენი

2. გაიცანით ბოლო ადამიანი, რომელმაც „ტიტანიკი“ დატოვა

3. უკიდურესი უიღბლობის ამბავი: მამაკაცი 20 წლის წინ ნასროლმა ტყვიამ მოკლა

4. 20 ნაკლებად ცნობილი ფაქტი ნაცისტური გერმანიის შესახებ, რომელიც შერეულ გრძნობებს იწვევს - ნაწილი 1

5. 10 რამ, რასაც ჩვენ ყოველდღე ვაკეთებთ, მაგრამ ჩრდილოეთ კორეაში აკრძალულია

6. 50 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ქმარმა ცოლს ჰკითხა, მისი ერთგული თუ იყო: მოსმენილმა გონება დააკარგვინა

7. ჰავა მაჰალი: უნიკალური „ქარების სასახლე“, სადაც ერთი კიბეც არაა

8. 10 ამაზრზენი ფაქტი ცნობილი ადამიანების შესახებ

9. ამ კაცს ცოლი აწუხებდა და 62 წელი თავს ყრუ-მუნჯად აჩვენებდა. საიდუმლო ინტერნეტის გამო გამჟღავნდა

10. ეს მამაკაცი ალკატრასის ციხიდან გაიქცა. 50 წელი გავიდა და მან FBI-ს წერილი მისწერა



0
128
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
128