კულტურა ნიკოლას კეიჯი ღორის ხორცს არ ჭამს - მიზეზი გაგაოცებთ 2023, 26 ოქტომბერი, 15:29
ბევრ ცნობილ ადამიანს აქვს უცნაური კვებითი ჩვევები. მაგალითად ნიკოლას კეიჯი ღორის ხორცის ჭამაზე უარს ამბობს .ერთი შეხედვით თითქოს უცნაური არაფერია, მაგრამ მიზეზი ნამდვილად გაგაოცებთ, სავარაუდოდ მსახიობმა ყველას გადააჭარბა ორიგინალურობით
რაციონიდან ღორის ხორცის ამოღება მრავალი მიზეზით შეიძლება იყოს განპირობებული, თუნდაც რელიგიური თვალსაზრისით ან ჯანმრთელობის გამო. მაგრამ ნიკოლას კეიჯის ახსნა სრულიად უცნაურია. ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობმა თქვა, რომ ღორის ხორცს არ ჭამს იმიტომ, რომ ღორების სექსი არ მოსწონს. „მხიბლავს თევზები, ფრინველები, ვეშაპები - მათი ინტელექტუალური ცხოვრება - მწერები, ქვეწარმავლები. მე რეალურად საჭმელს ვირჩევ იმის. მიხედვით, თუ როგორი აქვთ ცხოველებს სექსი. მე ვფიქრობ, რომ თევზები სექსში ღირსებით არიან სავსე. ისევე როგორც ჩიტები. მაგრამ არა ღორები. ამიტომ მე ვჭამ მხოლოდ თევზეულს და ფრინველს, " - აღნიშნა კეიჯმა. აღსანიშნავია, რომ მსახიობს უცნაური გამოხტომები ადრეც ახასიათებდა. ერთ დღეს მან იყიდა დინოზავრის თავის ქალა, ყავდა ორთავიანი გველი, შეიძინა სამარხი და ცოლი მოიყვანა ზუსტად ოთხი დღით. ამერიკელი მსახიობის ნიკოლას კეიჯის კინოკარიერა 1981 წელს, 17 წლის ასაკიდან იწყება, ნამდვილი პირველ წარმატება მსახიობს ფილმმა "კლუბმა კოტონმა"(1984) მოუტანა, სადაც მან ვინსენტ დუაირის როლი ითამაშა.ნიკოლას კეიჯმა ასევე ითამაშა როლები ისეთ ცნობილ ფილმებში როგორებიცაა – “სასიკვდილო ვარდნა”, ”ბედნიერი შემთხვევა”, ”უსახო” ;მთლიანად მსახიობმა სამოცზე მეტ მხატვრულ ფილმში ითამაშა. მან მოიხვეჭა სახელი როლების ცვლით მძაფრსიუჟეტიანი ფილმებიდან უფრო სერიოზულ ხასიათობრივ დრამებით და შავი იუმორით. ამერიკის კინო-აკადემიის ოსკარი საუკეთესო მსახიობისთვის მოიპოვა ფილმში „ლას-ვეგასის დატოვებისას“ (1995). 1998 წელს დაჯილდოვდა– “ოქროს გლობუსით”, რის შემდეგადაც მას ეს ჯილდო კიდევ სამჯერ ხვდა წილად.ორჯერ იყო დაჯილდოებული “ოსკარის’ პრიზით, საუკეთესო მამაკაცის როლის შესრულებისათვის.ნიკოლასი ასევე არის ბრიტანეთის აკადემიის, ასევე "ოქროს ჟოლოს" მფლობელი-რომელიც ავლენს ყველაზე ცუდ ფილმს, მსახიობს, სცენარს, რეჟისორს, კომპოზიტორს.) 354 2-ს მოსწონს
|