x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ფრინველმა, რომელმაც ფრენის უნარი დაკარგა, სახვით ხელოვნებაში გამოიჩინა თავი
image

USA Today: აშშ-ში მტაცებელ ფრინველს, რომელმაც ფრენის უნარი დაკარგა, ხატვა ასწავლეს.




შეერთებულ შტატებში ბეღურასებრმა შევარდენმა იგივე ამერიკულმა კესტრელმა, სახელად ფერისბურგმა, რომელსაც ფრენა არ შეუძლია, სახვით ხელოვნებაში იპოვა თავისი მოწოდება. ამის შესახებ USA Today იუწყება.


ფერისბურგი ბინადრობს ათობით გადარჩენილ მტაცებელ ფრინველებთან ერთად სოფელ კუიჩიში, შტატი ვერმონტი.(ფოტოზე)


image

კესტრელი მაშინ დაიჭირეს, როდესაც ის ჯერ კიდევ მოზრდილი ბარტყი იყო. ის მოიშინაურეს და ამიტომ ვეღარ ისწავლა დამოუკიდებლად ნადირობა. ამის გარდა ტყვეობაში ფრინველს ცუდად კვებავდნენ, ნუტრიენტების ნაკლებობის გამო ფერისბურგს განუვითარდა დაავადება, რამაც გამოიწვია ძვლის მოტეხილობა. ფრინველმა სამუდამოდ დაკარგა ფრენის უნარი.


ახლა კესტრელზე გულდასმით ზრუნავენ ვერმონტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ინსტიტუტის თანამშრომლები. ფერისბურგს და სხვა ფრინველებს რეგულარულად ავარჯიშებენ და ასევე ეხმარებიან გონებრივი შესაძლებლობების განვითარებაში. ასე რომ, ინსტიტუტის მასწავლებლებმა ფრინველს ხატვა ასწავლეს.

image

ფერისბურგის ფეხებს საღებავში ასველებენ და შემდეგ ტილოზე ათავსებენ. იმისათვის, რომ ჩიტმა ტილოზე იმოძრაოს, მას ჭიებით იზიდავენ. ასე ქმნის ფერისბურგი სურათებს.

image
image

ჩიტი ამჟამად ხატვის გაკვეთილებს გადის, რომლებსაც ასწავლიან ინსტიტუტის მასწავლებლები ყველა ასაკის მოწაფეებისათვის.


პედაგოგები ხალისით უჩვენებენ დამწრეებს კესტრელის დახატულ სურათებს.


image

0
127
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
127
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0