ფსიქოლოგია როგორ იშიფრება სიტყვა "იკიგაი" 2023, 24 ოქტომბერი, 20:34 ერთხელ იაპონიის პატარა ქალაქში ქალი კვდებოდა. რაღაც მომენტში ქალმა იგრძნო, რომ მისი სული სხეულს გამოეყო, ზევით ავიდა და წინაპართა სულების წინაშე წარდგა.
- ვინ ხარ შენ? - ჩაესმა ქალს ხმა.
- მე პრეზიდენტის ცოლი ვარ, - უპასუხა ქალმა.
- მე არ მიკითხავს ვინ არის შენი ქმარი. შენ თვითონ ვინ ხარ?
- 4 შვილის დედა ვარ. მასწავლებელი ვარ სკოლაში.
- განა მე გკითხე, რამდენი შვილი გყავს ან რა პროფესიის ხარ?
ასე გაგრძელდა მანამ, სანამ ქალმა არ უპასუხა: “ მე ის ვარ, ვინც ყოველ დილით იმისთვის იღვიძებს, რომ დაეხმაროს საკუთარ ოჯახს და ასწავლოს ბავშვებს სკოლაში”.
ამ პასუხის შემდეგ ქალის სული ისევ სხეულს დაუბრუნდა. ავადმყოფობამაც პირი იბრუნა. ქალმა თავისი “იკიგაი” იპოვა.
იკიგაი- იაპონური სიტყვაა და ქართულში მისი ყველაზე ახლო შესატყვისი იქნება - საზრისი.
იკიგაი იშიფრება შემდეგნაირად: “ის, რაც ცხოვრებას აზრს აძლევს, რის გამოც ადამიანი ყოველ დილით სიხარულით იღვიძებს”.
და რა არის თქვენი იკიგაი?
93 2-ს მოსწონს
|