ფსიქოლოგია რა არ უნდა თქვათ გასაუბრებაზე? 2020, 28 თებერვალი, 17:58 "რას საქმიანობს კომპანია?'' - ეს ინფორმაცია წინასწარ უნდა მოიძიოთ, ასევე ის გზები როგორ დაეხმარებით თქვენ მას. "ხელფასი რამდენია?“ - კომპანიები ეძებენ თანამშრომლებს, რომლებიც ორიენტირებული იქნებიან საქმეზე, კომპანიის მიზნებსა და ღირებულებებზე. ფულის საკითხი უმჯობესია განიხილოთ გასაუბრებების ბოლო ეტაპზე ან მათი დასრულების შემდგომ. "აუტანელი უფროსი მყავს/მყავდა“ - არასდროს გააკრიტიკოთ თქვენი ყოფილი ან ამჟამინდელი უფროსი გასაუბრებაზე. თქვენ მათ უქმნით წამოდგენას, რომ შეიძლება მომავალში ისინი თავად გახდნენ თქვენი ლანძღვის ობიექტები. "შეკითხვები არ მაქვს“ - გასაუბრების დასრულებისას აუცილებლად ჰკითხეთ რაიმე, მაგრამ ლოგიკური. შეგიძლიათ გამოიყენოთ სიტყვები: "დავაზუსტებ", "თუ შეიძლება გამიმეორეთ"... კითხვების არ ქონისას კი დამსაქმებელი ჩათვლის რომ მოუმზადებელი მიხვედით გასაუბრებაზე, ან საერთოდაც უინტერესო იყო თქვენთვის ეს შეხვედრა. „ეს სამსახური ძალიან მჭირდება“ - ნუ აჩვენებთ მათ, რომ სასოწარკვეთილი ხართ, რადგან დამსაქმებელი სტაბილურ თანამშრომელს ეძებს და არა ადამიანს, რომელიც ნებისმიერ სამსახურზე თანახმაა. ფიზიკური დისკომფორტის შესახებ - "თავი მტკივა", "ფეხსაცმელი მიჭერს" .... ეს აღიქმება, როგორც საბაბი, რომ ინტერვიუს კარგად ვერ ასრულებ, რაც არავის მოეწონება. არასდროს გამოიყენოთ საუბრის დროს სლენგი! როგორი შეკითხვებიც არ უნდა დაგისვან, ეცადეთ ყველა მათგანს გასცეთ თუნდაც ზოგადი პასუხი, არ გამოიყენოთ სიტყვებ "არ ვიცი", "მირცევნია არ გიპასუხით". ნუ დაუტოვებთ მას შთაბეჭდილებას რომ რაღაცას მალავთ. 81 1-ს მოსწონს
|