ერთხელ, 1937 წლის ნახატზე „მისტერ პინჩონი და სპრინგფილდის დასახლება“ შენიშნეს ობიექტი, რომელიც საეჭვოდ ჰგავდა სმარტფონს და ზოგს დროში მოგზაურობისაც კი სჯეროდა. გარდა ამისა არსებობს კიდევ რამდენიმე ნახატი, სადაც მსგავსი “გაჯეტების" ნახვა შეგიძლიათ.
იტალიელი მხატვრის უმბერტო რომანოს ნახატი ასახავს მე-17 საუკუნის სცენას - ჯერ კიდევ 400 წლით ადრე სმარტფონების გამოგონებამდე. ტილოს მთავარი გმირია ინგლისელი უილიამ პინჩონი, წარმატებული ბეწვით მოვაჭრე და სპრინგფილდის დასახლების დამაარსებელი. ის გარშემორტყმულია ინდიელებით, რომელთაგან ერთ-ერთს უჭირავს იდუმალი ობიექტი ისე, როგორც ჩვენ ახლა სმარტფონები გვიჭირავს.
უმბერტო რომანო 1982 წელს გარდაიცვალა და სიცოცხლეშივე არ გაუკეთებია კომენტარი ინდიელის ფიგურაზე, ამიტომ გაუგებარია რა უჭირავს ხელში. დოქტორი მარგარეტ ბრუჩაკი პენსილვანიის უნივერსიტეტიდან თვლის, რომ ეს არის რკინის ფირფიტა ან ფართო დანა. ისტორიკოსი უილიამ პინჩონის შესახებ ვარაუდობს, რომ იდუმალი ობიექტი შეიძლება იყოს ხელის სარკე: ისინი გამოიგონეს და პოპულარული გახდნენ მე -17 საუკუნეში, ხოლო მკვიდრი ამერიკელებისთვის ისინი გახდა სიმდიდრისა და პრესტიჟის სიმბოლო. გარდა ამისა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ინდიელს ლოცვის წიგნი უჭირავს.
უმბერტო რომანოს ნამუშევარი არ არის პირველი ძველი ნახატი, რომელშიც ჩვენმა თანამედროვეებმა შენიშნეს სმარტფონი. 2016 წელს Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ტიმ კუკმა იპოვა iPhone ჰოლანდიელი მხატვრის პიტერ დე ჰოხი ნახატში. ”ძნელი დასანახი იყო, მაგრამ ვფიცავ, რომ იქ არის”, - იხუმრა კუკმა.
პიტერ დე ჰოხის კიდევ ერთი ნახატი, „ახალგაზრდა ქალი იღებს წერილს“, გვაიძულებს საბოლოოდ დავიჯეროთ, რომ მხატვარმა იცოდა იმაზე მეტი მომავალი გამოგონებების შესახებ, ვიდრე მე-17 საუკუნეში იყო მოსალოდნელი.